HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი
- ლექტორი ლიკა კოვზირიძე, ეთუნა ჟვანია, სოფიო კაჭარავა, ლელა კეკუა
- შეხვედრები Hybrid, 3.5 თვე, 26 შეხვედრა - 54 სალექციო + 63 პრაქტიკის სთ
-
დაწყების თარიღი
16 ოქტომბერი
-
სამშაბათი 20:00-22:00
ხუთშაბათი 20:00-22:00

ღირებულება 2600 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
კურსის შეხვედრები:
HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი მოიცავს 54 სალექციო და 63 პრაქტიკულ საათს. ჯამში 3.5 თვის ხანგრძლივობას.
კურსის მიზანი:
HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად. სტუდენტს შეეძლება ორგანიზაციაში შეფასების, სწავლებისა და განვითარების სტრატეგიების შექმნა, ანალიტიკა და მონაცემების შედეგად ორგანიზაციული პროცესების, პროცედურებისა და პოლიტიკების შემუშავება.
HR მენეჯმენტის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
- სამუშაო ანალიზის პროცესი და ორგანიზაციული საჭიროებების
იდენტიფიცირება
- სამუშაოს შეფასება და სამუშაოს აღწერილობა
- საუკეთესო რეკრუტინგის პრაქტიკები, პლათფორმები, არხები და შრომითი ბაზრის ანალიზი
- ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნეს უწყვეტობის პროგრამების შემუშავება
- გასაუბრებისა და შეფასების მეთოდები
- რეკტუტინგის პროცესის ეფექტურობის გაზომვა
- ATS-ში (Applicant tracking systems) მუშაობა და კანდიდატთა გამოცდილებაზე ზრუნვა, კანდიდატთა ბაზების წარმოება
- მომავლის პროფესიების რეკრუტინგი და გადმობირების სტრატეგიები და პრაქტიკები
- სახელფასო და დასაქმებულთა სარგებლის პოლიტიკის შემუშავება ლოკალური და გლობალური შრომითი ბაზრების შესაბამისად და მისი ადმინისტრირება
- ორგანიზაციული პოლიტიკების, პოროცედურების, პროგრამებისა და სხვა აქტივობების შემუშავება
- EVP (Employee Value Proposition) პოლიტიკების შექმნას
- ორგანიზაციციული ცვლილებები, კომუნიკაციის სტრატეგია და სამართლებრივი ასპექტები
- HR საინფორმაციო ტექნოლოგიების (HRIS) გამოყენება და შიდასაკომუნიკაციო პლათფორმების დანერგვა
- თანამშრომლეთა ორიენტაციის (onboarding) პოლიტიკების შექმნა
- თანამშრომლობის ციკლი
- ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა და ფორმირება
- თანამედროვები Agile გუნდების სტრუქტურა
- HR დოკუმენტები და კანონთან შესაბამისობა
- SWOT და PEST ანალიზის ჩატარება
- შესრულებული სამუშაოს ეფექტური მართვის პოლიტიკები - SMART. KPI, MBO, OKRs
- LMS (Learning management system) შექმნა ორგანიზაციაში, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შექმნა
- ორგანიზაციული კვლევების ჩატარება eNPS-სა (Employer Net Promoter Score) და 360°-იანი შეფასების მეთოდები
- ბიზნეს პროცესების მეფინგი
- ადამიანების ანალიტიკა და მონაცემებზე დაფუძნებული მენეჯმენტის ფორმირება (გადინების მაჩვენებელი, დაქირავების მაჩვენებელი, ტრენინგებში დახარჯული თანხის თანაფარდობა შედეგებთან და ა.შ.)
ლექტორები
ლიკა კოვზირიძე
- ლიკა კოვზირიძე - ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
- ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
- სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
- 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
- 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
- გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
- სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.
ეთუნა ჟვანია
- ეთუნა ჟვანია - ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის პროფესიონალი 22 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- ეთუნას კარიერა HR-ის მიმართულებით ბანკ Constanta-ში დაიწყო და TBC-ში გაგრძელდა, სადაც იკავებდა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას;
- საბანკო სფეროში, HR მიმართულებით 7 წლიანი მუშაობის განმავლობაში, მან მიიღო როგორც კომპანიების გაერთიანების (Merging), ასევე სხვა ბევრი ბიზნეს პროცესის ცვლილების მართვის გამოცდილება;
- მონაწილეობდა და დიდი გამოცდილება მიიღო მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანია MERCER-ისა და TBC-ის თანამშრომლობის პროცესში;
- ასევე, ეთუნას ღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება უკავშირდება სადაზღვევო სექტორს, Viena Insurance Group-ის წევრ კომპანია ირაოს, სადაც ის HR მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა;
- ამჟამად კი, ეთუნა დეველოპერული კომპანია არქის HR-ისა და მომსახურების ხარისხსის მიმართულების ხელმძღვანელია;
- მისი მოწოდება ცოდნის გაზიარებაა და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყოველთვის მზად არის მიღებული ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების სმარტ აკადემიის სტუდენტებს გაუზიაროს.
სოფო კაჭარავა
- ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
- იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
- მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
- გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
- აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.
ლელა კეკუა
- ლელა კეკუა - ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- მისი კარიერა ადამიანური რესურსების მიმართულებით კომპანია „Caucasus Online“-ში დაიწყო შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე;
- მუშაობდა ასევე კომპანია „ICR“-ში, ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;
- მომსახურების სფეროში 8 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა „საქართველოს რკინიგზის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს;
- „საქართველოს რკინიგზა“-ში მუშაობის პერიოდში კურირებდა პროფესიული განათლების პროექტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან თანამშრომლობით;
- უმუშავია „აჭარა ჯგუფი“-ს ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტის პოზიციაზე;
- ამ ეტაპზე ლელა წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია „IBA Group“-ს საქართველოს ოფისს;
- ლელასთვის მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი განვითარება, ასევე სტუდენტებისთვის ახალი გამოცდილების გაზიარება, მათი პროფესიული ზრდისა და სირთულეების გადალახვის ხელშეწყობა.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜