„სმარტ აკადემია, HR მენეჯმენტის სფეროში, ჩემი წარმატებული კარიერის პირველი საფეხურია“ - მარიამ სანებლიძის შთაბეჭდილება
მარიამ სანებლიძემ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
„სმარტ აკადემია, HR მენეჯმენტის სფეროში, ჩემი წარმატებული კარიერის პირველი საფეხურია...“
კურსის განმავლობაში
გავიგე, რომ HR მენეჯერის მოვალეობები არ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული და შერჩევის საკითხებით. გავაცნობიერე, რომ ის ზრუნავს კომპანიასა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებასა და წარმატებაზე.
ლექტორის შესახებ
კურსს 4 ლექტორი უძღვებოდა, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით, ყურადღებითა და კრეატიულობით, რაც იმაშიც კი იგრძნობოდა, თუ როგორი ტიპის დავალებებს გვაძლევდნენ.
გამორჩეული ლექცია
იქიდან გამომდინარე, რომ HR მენეჯმენტის ოთხ მიმართულებას ვსწავლობდით და კურსი ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული იყო, ერთი ლექციის გამორჩევა რთულია. ყველა ლექცია საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
კურსის დასრულების შემდეგ
გავხდი უფრო თავდაჯერებული, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახლა უკვე თამამად წარვუდგენ ჩემს კანდიდატურას დამსაქმებელს, რადგან ვთვლი, რომ აკადემიაში მიღებული ცოდნით, თავისუფლად შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
პროფესია- HR მენეჯერი
საინტერესო, მრავალფეროვანი და ამავდროულად მუდმივად მოთხოვნადია. HR მენეჯერს სჭირდება მუდმივი ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ განვითარდეს, როგორც პროფესიონალი და სხვებსაც ხელი შეუწყოს ამაში. სასიამოვნოა ასევე ის, რომ გიწევს ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა და მათზე ზრუნვა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია, HR მენეჯმენტის სფეროში, ჩემი წარმატებული კარიერის პირველი საფეხურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია სწორი ადგილიდან და სწორი გარემოდან დაწყება. აკადემიამ სწორად გამაცნო HR სფერო და კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი ინტერესი მის მიმართ.
დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე აქ.