"სმარტ აკადემია ჩემთვის აღმოჩენაა - თანამედროვე სწავლების მეთოდებით, დაკომპლექტებული უმაგრესი გუნდით და პროფესიონალი ლექტორებით" - ნინი მარგალიტაძის შთაბეჭდილება
ნინი მარგალიტაძემ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
“ჩემი მიზანი იყო გამეღრმავებინა ცოდნა HR-ის თანამედროვე პროცესებისა და მიდგომების შესახებ და გამეგო, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი HR მენეჯერი.”
კურსის განმავლობაში
ვისწავლე თუ როგორი უნდა იყოს HR სტრატეგია და როგორ უნდა შეაფასოს თანამშრომლები HR მენეჯერმა. ასევე, როგორ უნდა განვუვითაროთ თანამშრომლებს საჭირო უნარები, კომპეტენციები, როგორ დავგეგმოთ ტრენინგები და მამოტივირებელი სისტემები, რათა თანამშრომლთა სამუშაო პროცესი და გარემო უფრო საინტერესო იყოს.
განვივითარე ემოციების მართვის, პრეზენტაბელური, გუნდური მუშაობის უნარები, რაც დამეხმარება საკუთარი გუნდის მართვასა და განვითარებაში.
ლექტორის შესახებ
ოთხივე ლექტორი არის თავისი საქმის პროფესიონალი. მათი თითოეული ლექცია ძალიან საინტერესო იყო, რამაც დიდი გავლენა მოახდინა სწავლების პროცესზე.
გამორჩეული ლექცია
იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ლექცია ძალიან საინტერესო იყო, ერთის გამორჩევა რთულია. კურსი დახუნძლული იყო უამრავი პრაქტიკული სავარჯიშოებით, როლური თამაშებით, ქეისების განხილვით, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდიდა ლექციების პროცესს.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდეგ გავხდი უფრო პროდუქტიული, თავდაჯერებული და შედეგებზე ორიენტირებული. ვცდილობ, რა ცოდნაც შევიძინე ამ კურსზე პრაქტიკაში გამოვიყენო.
პროფესია- HR მენეჯერი
ძალიან მიყვარს ადამიანები, მათზე ზრუნვა და მათი დახმარება. სწორედ, ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია, რათა ჩემი თვისებები პროფესიაშიც გამომეყენებინა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია ჩემთვის აღმოჩენაა - თანამედროვე სწავლების მეთოდებით, დაკომპლექტებული უმაგრესი გუნდით და პროფესიონალი ლექტორებით. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მუდამ ზრუნავს თავისი სტუდენტების მხარდაჭერაზე.
სმარტ აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერულ წინსვლაში, რადგან შევძელი ამ კურსზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და რეალურ გარემოში გაანალიზება იმ ყველაფრის, რაც ამ კურსმა მომცა. დიდი მადლობა სმარტ აკადემიას და მისი გუნდის თითოეულ წევრს ასეთი შესანიშნავი კურსისთვის!
დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე აქ.