მენიუ
banner banner

"სმარტ აკადემია არის ჩემი აღმოჩენა, რომლის მადლობელიც მთელი ცხოვრება ვიქნები"

"სმარტ აკადემია არის ჩემი აღმოჩენა, რომლის მადლობელიც მთელი ცხოვრება ვიქნები"

ლალიკო ვაჩიბერაძემ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა და ახლა შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

გაგვიზიარე, რამ გადაგაწყვეტინა, გამხდარიყავი HR მენეჯერი?

გავმხდარიყავი HR მენეჯერი, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ სმარტ აკადემიის კურსის მსვლელობის დროს მივიღე. მანამდე უბრალოდ ინტერესი მქონდა ამ პროფესიისადმი და ბევრი არაფერი ვიცოდი. ის ინფორმაცია კი, რასაც ჩემით ვიძიებდი, საკმარისი არ იყო ჩემს კითხვებზე პასუხის გასაცემად. სწორედ ამიტომ, დავიწყე საინტერესო და ინფორმაციული კურსის მოძიება და მალევე აღმოვაჩინე კიდეც. აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ, პირველივე ლექციისას მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. 3-4 ლექციის შემდეგ კი, ზუსტად ვიცოდი, რომ მე აუცილებლად HR მენეჯერი გავხდებოდი.


როგორ ფიქრობ, კურსმა ხელი შეუწყო შენს, როგორც HR პროფესიონალის ზრდას? რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი?

კურსმა მომცა ძალიან დიდი და ღირებული ცოდნა, დამეხმარა ეიჩარული თვალით დამენახა ის საკითხები, რომლებიც აქამდე არ მესმოდა. დამანახა როგორია HR მენეჯერის როლი კომპანიაში. გზა გაუხსნა ჩემს იდეებს და სამომავლო გეგმებს. ყოველი ლექციის შემდეგ მუდმივად იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ გამომეყენებინა მიღებული ცოდნა ამჟამინდელ სამსახურში და ასევე იმაზეც, თუ როგორ გამოვიყენებდი მომავალში, როცა HR მენეჯერის პოზიციას დავიკავებდი.

ჩემი შემდეგი ნაბიჯია, გავხდე HR მენეჯერი და კურსზე შეძენილი უნარები პრაკტიკაში გამოვიყენო. კურსის წყალობით ჩემი თვითშეფასება და მოტივაცია ძალიან გაიზარდა. ასე რომ, ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ აუცილებლად გავხდები წარმატებული HR.


როგორ შეესაბამება შენი პირადი ღირებულებები HR მენეჯერის პასუხისმგებლობებსა და ამოცანებს?

სწორედ ამ კურსზე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ღირებულებები ზუსტად ემთხვეოდა HR მენეჯერის პასუხისმგებლობებს და ამოცანებს. ვფიქრობ, HR მენეჯერის მთავარი ამოცანაა დაიცვას მთლიანობის და ეთიკის სტანარტები, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს პატიოსანი, გამჭირვალე და სამართლიანი ყველა პროცესში, ყველა თანამშრომელს მოეპყროს პატივისცემით და ასევე უზრუნველყოს კანონების, რეგულაციების და კომპანიის ერთმანეთთან შესაბამისობა. ეს ყოველივე კი ჩემთვის, როგორც რიგითი თანამშრომლისთვის, ძალიან ღირებულია ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. კიდევ უფრო ახლოს ჩემს ღირებულებებთან არის ის ფაქტიც, რომ HR მენეჯერი არის ის ადამიანი, რომელსაც მუდმივი და ღია კომუნიკაცია აქვს თითოეულ თანამშრომელთან, მუდამ ზრუნავს მათ სწავლებასა და განვითარებაზე, მათ ემოციებზე და კმაყოფილებაზე. ეს კიდევ მცირე ნაწილია იმ შესაბამისობების, რასაც ჩემს ღირებულებებსა და HR მენეჯერის პასუხისმგებლობებს შორის ვხედავ.


რა გამოცდილებამ ან შეხედულებამ დაგაჯერა, რომ HR მენეჯერის პროფესია საუკეთესო ვარიანტი იყო შენთვის?

ჩემი რწმენა, რომ HR მენეჯერის პროფესია ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო, გამომდინარეობს ჩემი კარიერისა და განვლილი კურსის განმავლობაში მიღებული გამოცდილების, ცოდნისა და შეხედულებების ერთობლიობიდან. მას შემდეგ, რაც სიღრმისეულად გავეცანი HR პროცესებს და დავინახე თუ რამდენად მსიამოვნებდა ამ ყველაფრის შესწავლა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, უკვე ცხადი გახდა, რომ ეს მართლაც საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის.


როგორ წარმოგიდგენია, რა წვლილის შეტანა შეგიძლია კომპანიის წარმატებისთვის შენ, როგორც HR მენეჯერს?

იმისათვის, რომ კომპანია იყოს წარმატებული, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა თანამშრომლებისა და კომპანიის ინტერესებს შორის. სწორად წარიმართოს პროცესები და ორივე მხარე იყოს კმაყოფილი და წარმატებული, ამ ყველაფერში კი უდიდესი როლი სწორედ HR მენეჯერს მიუძღვის. ამიტომ მე, როგორც მომავალი HR, აუცილებლად ვიზრუნებ შევქმნა ჰარმონიული, გამჭირვალე და ჯანსაღი გარემო კომპანიაში, ვიზრუნო თანამშრომლების ბედნიერებასა და კმაყოფილებაზე, რადგან ბედნიერი თანამშრომელი კომპანიის წარმატების საწინდარია.


HR მენეჯერის რომელ ფუნქციას გამოყოფდი? შენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?

რთულია გამოვყო ერთი რომელიმე, რადგან  HR მენეჯერის ყველა ფუნქცია მნიშვნელოვანი და ურთიერთდაკავშირებულია. თუმცა, ალბათ, ყველაზე მაღლა დავაყენებდი სწორი კომუნიკაციის უნარს. HR მენეჯერს მუდამ უწევს კომუნიკაცია ახალ თუ არსებულ თაანამშრომლებთან, სადაც მას აუცილებლად სჭირდება შეარჩიოს სწორი სიტყვები, მოუსმინოს და დაამყაროს მათთან ჯანსაღი კომუნიკაცია. ეს უნარი HR მენეჯერის განუყოფელი ნაწილია, რომლის მეშვეობითაც წარიმართება სხვა დანარჩენი პროცესები. სწორედ ამიტომ, გამოვყოფდი უამრავი ფუნქციიდან ამ ერთს.


მოგვიყევი, რა იქნება მთავარი გამოწვევა ან დაბრკოლება, რომელსაც ელოდები, როგორც HR მენეჯერი? და როგორ აპირებ მათ მოგვარებას?

ძირითადად ჩემი ფიქრები პოზიტიური ასპექტებისკენ არის მიმართული, ამიტომ ნაკლებ დროს ვუთმობ იმ დაბრკოლებებზე ფიქრს, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილა. ვფიქრობ, ყველა გამოწვევას და დაბრკოლებას აქვს თავისი დანიშნულება და როცა ისინი გამოჩნდებიან ჩემ კარიერულ გზაზე, მე მათ აუცილებლად მომზადებული დავხვდები, რათა მარტივად შევძლო გამოსავლის პოვნა და პრობლემის ოპერატიულად მოგვარება. ამჟამად კი, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოწვევაა თავი დავიმკვიდრო HR სფეროში და ვიზრუნო ჩემს კარიერულ წინსვლაზე.


გაგვიზიარე, როგორი იყო სმარტ აკადემიასთან შენი გამოცდილება?

სმარტ აკადემიამ მომცა არაჩვეულებრივი გამოცდილება. ფაქტობრივად, აქ გავლილმა ერთმა კურსმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ახლიდან აღმომაჩენინა საკუთარი თავი, მომცა უდიდესი მოტივაცია, ცოდნა და გამბედაობა. მომცა შესაძლებლობა იმისა, რომ გამეცნო არაჩვეულებრივი ადამიანები, კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა ჩემს კარიერაში და მეპოვნა პროფესია, სადაც თავს ვიგრძნობდი ბედნიერად და ლაღად. სმარტ აკადემია არის ჩემი აღმოჩენა, რომლის მადლობელიც მთელი ცხოვრება ვიქნები  და აუცილებლად ყოველთვის, ყველგან დიდ რეკომენდაციას გავუწევ.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ დარეგისტრირდი განახლებულ კურსზე: HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია