მენიუ
banner banner

"სმარტ აკადემიაში გატარებული თითოეული წამი მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი მოგონებაა" - მარიამ მინდიაშვილის შთაბეჭდილება

"სმარტ აკადემიაში გატარებული თითოეული წამი მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი მოგონებაა" - მარიამ მინდიაშვილის შთაბეჭდილება

მარიამ მინდიაშვილი იმ სტუდენტთა შორისაა, რომელთაც წარმატებით დაასრულეს კურსი სმარტ აკადემიაში. მან HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა გაიარა, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

მოგვიყევი შენზე და გვიამბე, როგორ გაიგე კურსის შესახებ

მე მარიამ მინდიაშვილი ვარ, სმარტ აკადემიის HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსდამთავრებული. მაქვს ბაკალავრი ფსიქოლოგიის მიმართულებით, სამსახურებრივად მცირე შეხება მქონდა კანდიდატების პირველად შერჩევასთან, რამაც გამოიწვია ჩემი ინტერესი უფრო ღრმად შემესწავლა ეს პროფესია. სმარტ აკადემიის შესახებ გავიგე ჩემი ახლობლისგან, რომელმაც დიდი რეკომენდაცია გაუწია გავლილ კურსს. სილაბუსისა და ლექტორების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოძიების შემდგომ დავრწმუნდი, რომ ჩემი კარიერული განვითარებისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ამ კურსის გავლა და ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მოლოდინი გაამართლა.

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსის ფარგლებში დავეუფლე HR მენეჯმენტის ყველა შესაძლო მიმართულებას. მივიღე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. მენტორებთან ერთად გავიარე რეკრუტინგის პრაქტიკა და შევიძინე უამრავი ახალი უნარი. სალექციო კურსის განმავლობაში რთულია გამოვყო ერთი კონკრეტული ლექცია, თითოეული მათგანი იყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ 

HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის განმავლობაში ლექტორები მაქსიმალურად ორიენტირებულნი იყვნენ აემაღლებინათ ჩვენი ცოდნა HR-ის მიმართულებით. დაუღალავად შრომობდნენ, ამზადებდნენ ძალიან საინტერესო ლექციებს და ყოველთვის მზად იყვნენ ამომწურავი პასუხების გასაცემად თითოეული ჩვენგანის დასმულ შეკითხვაზე. 

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

სმარტ აკადემიის მთლიანი გუნდი ორიენტირებულია გაგიმარტივოს სწავლების პროცესი, სასიამოვნო გახადოს გარემო ლექციებზე და ხელი შეგიწყოს კარიერული განვითარების გზაზე. სმარტ აკადემიაში გატარებული თითოეული წამი მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი მოგონებაა.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებულ ცოდნას? 

კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები მეხმარება მაქსიმალურად გავამარტივო და მეტად ეფექტური გავხადო სამუშაო გარემო. 

სმარტ აკადემიის შესახებ გაგვიზიარე შენი შეხედულება?

სმარტ აკადემია არის ადგილი, რომელიც გმუხტავს პოზიტივით, გიბიძგებს სიახლეებისკენ და ხელს გიწყობს განვითარებაში. ეს არის ადგილი, სადაც დაბრუნება ყოველთვის გამახარებს.

თუ შენც გსურს სიღრმისეულად შეისწავლო HR მენეჯერის პროფესია, არ გადადო, შემოგვიერთდი კურსზე: HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა

სხვა სტატიები

ყველა სტატია