ჩვენ შესახებ
ჩვენ ვართ სმარტ აკადემია. 2018 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ.
ჩვენთან სტუდენტები მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ეუფლებიან, კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ - იღებენ სერტიფიკატს. სასწავლო პროგრამების უმეტესობა ტოპ სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლასაც მოიცავს.
სმარტ აკადემიაში დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი კურსი ტარდება. მათ შორისაა რამდენიმე ექსკლუზიური კურსი, რომელთა სწავლასაც მხოლოდ ჩვენთან შეძლებთ.
კურსები მოიცავს 6 ძირითად მიმართულებას:
სმარტ აკადემიის ლექტორები:
გამოირჩევიან ღრმა თეორიული ცოდნით;
ფლობენ მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას;
უზიარებენ სტუდენტებს ყველა საჭირო ინფორმაციას;
გამორჩეულ კურსდამთავრებულებს აძლევენ წერილობით რეკომენდაციას.
ჩვენს აქტიურ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა:
გაიარონ სტაჟირება/პრაქტიკა ან დასაქმდნენ პარტნიორ კომპანიებში;
ისარგებლონ სმარტ აკადემიის შიდა სტაჟირებით;
ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში გამოცდილ გუნდთან მუშაობით.
რა გამოარჩევს სმარტ აკადემიას?
ჩვენ:
გაწვდით ხარისხიან განათლებას;
გეხმარებით სწავლის პროცესის დაგეგმვაში;
გამზადებთ დასაქმებისთვის;
ვითვალისწინებთ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს;
გთავაზობთ თქვენს ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
შეარჩიე კურსი შენი განვითარებისთვის!