0
მენიუ
banner banner

საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel

საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel
ფორმატი
Online
2 თვე • 17 შეხვედრა • 34 სთ
თარიღი
6 ოქტომბერი
სამშაბათი 20:00 - 22:00 სთ პარასკევი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
690 ₾
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 22 იანვარი
გრაფიკი
სამშაბათი 20:00 - 22:00 სთ პარასკევი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
690 ₾


კომპიუტერული უნარებისა და საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები საფოსტო, საოფისე და ღრუბლოვან სერვისებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების გამოყენებით - კერძოდ: Word, PowerPoint და Excel. ასევე, სტუდენტს შესძინოს მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების უნარები სხვადასხვა სცენარებში.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • საფოსტო სერვისების მართებული გამოყენება;
  • Microsoft-ის საოფისე პროგრამების Word, PowerPoint, Excel-თან კომფორტულად მუშაობა;
  • ღრუბლოვანი საოფისე სერვისების მართებული გამოყენება;
  • მაიკროსოფტის საოფისე დოკუმენტებში მონაცემების (ინფორმაციის) შექმნა / შენახვა / რედაქტირება / მენეჯმენტი;
  • როგორ იმუშავონ პროექტზე სხვადასხვა დოკუმენტებთან, ილუსტრაციებთან;
  • პრეზენტაციის მომზადება და ექსპორტი;
  • როგორ შექმნან აკადემიური ან კერძო პარამეტრების მქონე დოკუმენტი.

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე;
  • კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება;
  • აუცილებელია Microsoft Office 2019 ან 2021 Word, Powerpoint, Excel;

ლექტორის შესახებ:

  • გელა პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების ფრილანსერი, ანალიტიკოსი და თარჯიმანი (მათ შორის ტექნიკური თარჯიმანი);
  • გელას აქვს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორად, სამეცნიერო ჟურნალის ტექნიკურ რედაქტორად, უმცროს პროგრამისტად და ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება;
  • მის ინტერესს წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, ვებ პროგრამირება, არქიტექტურული ვიზუალიზაცია, კომპიუტერულ თამაშებზე ორიენტირებული მოდელირებადა ა.შ.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.




კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი რეგისტრაცია ➜
★★★★★

კურსის შეფასებები

საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel

მსგავსი კურსები

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.
Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.
MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.
MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.

ყველა კურსი

სასურველი კურსები