წესები და პირობები / უსაფრთხოების პოლიტიკა
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს "სმარტ გრუფს" (ს/კ 400284553) (შემდგომში "სმარტ აკადემია" / "კომპანია") შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებასა და მომსახურების მიღებას. აღნიშნული ვებ-გვერდი, კურსები, მასტერკლასები და კომპანიის სხვა სერვისები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც "მომსახურება".
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
კომპანიის წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფინდენციალურობის პოლიტიკას.
სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემიის თანამედროვე სასწავლო სივრცეა, რომელიც მაღალი ხარისხის ტრენინგ-კურსებს, ვორკშოფებსა და მასტერკლასებს სთავაზობს დაინტერესებულ აუდიტორიას.
სმარტ აკადემიაში შექმნილი გარემო და სწავლების სტილი მოგცემთ საშუალებას პრაქტიკაში გამოიყენოთ მიღებული ცოდნა, რომელიც თქვენი პროფესიონალად ჩამოყალიბების წინაპირობა იქნება.
სმარტ აკადემია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, შეხედულებისამებრ, განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები.
გაიგე მეტი ჩვენ შესახებ
ტერმინების განმარტება
- ლექტორი - პრაქტიკოსი ადამიანი, რომლიც სმარტ აკადემიის საბაზისო, ექსპრეს ან პროფესიონალურ კურსს უწევს ფასილიტაციას, ხოლო კურსის მონაწილეებს - მენტორობას.
- სტუდენტი, მონაწილე, მსმენელი - ადამიანი, რომელიც ესწრება სმარტ აკადემიის ნებისმიერ კურსს, მასტერკლასს, ვორქშოპს ან სხვა ღონისძიებას.
- საბაზისო კურსი - საწყისი საფეხურის კურსი, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს დაეუფლოს სფეროს საფუძვლებს;
- ექსპრეს კურსი - სასწავლო კურსი, რომლის ხანგრძლივობაც მოკლევადიანია, უმეტესად 1 თვეზე მეტს არ გრძელდება და კურსის მსმენელს საშუალებას აძლევს სფეროს საფუძვლებს მოკლე დროში დაეუფლოს.
- პროფესიონალური/Advanced კურსი - კურსი, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს საბაზისო კურსთან შედარებით უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს კონკრეტული სფეროს საკითხები.
- კურსის სეტი/პაკეტი - 2 ან მეტი კურსის გაერთიანება, რომლის შეძენაც შესაძლებელია ერთად, თუმცა მათი ჩატარების დრო ინდივიდუალურია და მას განსაზღვრავს სმარტ აკადემია.
- საკომუნიკაციო არხ(ებ)ი - ნებისმიერი სოციალური ქსელი და აპლიკაცია, ელ. ფოსტა, სმს, სატელეფონო კომუნიკაცია და სხვა.
- აკადემიური მოსწრება - კურსის მონაწილის მიერ მიღწეული შედეგების შეჯამებული შეფასება სმარტ აკადემიაში არსებული პროფესიონალური, საბაზისო თუ ექსპრეს კურსის მოთხოვნების შესაბამისად.
- სერტიფიკატი - კურსის დასრულების შემდეგ მონაწილის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატის მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ 70 ქულა და დააკმაყოფილოს შესაბამისი კურსის წესები.
- კურსის მინიმუმ 90 ქულაზე დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს ლექტორის წერილობით რეკომენდაციას და შესაბამისი კურსიდან გამომდინარე შესაძლოა დამატებით გაიაროს სტაჟირება ან პრაქტიკა.
- სტაჟირება - ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შრომითი ურთიერთობა, რომელიც მყარდება სმარტ აკადემიის პროფესიონალური, საბაზისო თუ ექსპრეს კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულსა და სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიას შორის მინიმუმ 1 თვის ვადით.
- პრაქტიკა - ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შრომითი ურთიერთობა, რომელიც მყარდება სმარტ აკადემიის პროფესიონალური, საბაზისო თუ ექსპრეს კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულსა და სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიას შორის მინიმუმ 2 კვირის ვადით.
სმარტ აკადემიის ვალდებულებები და უფლებამოსილება
- სმარტ აკადემია ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე დადებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის სისწორე.
- სმარტ აკადემია ვალდებულია, შეინახოს და კანონით გათვალისწინებული წესით დაამუშავოს დარეგისტრირებულ მომხმარებელთა და კურსის მსმენელთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი), პირადი ნომერი, ფაქტიური/იურიდიული მისამართი, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები) და სხვა.
- სმარტ აკადემია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს კურსის/მასტერკლასის/ვორქშოპის ნებისმიერი დეტალი, მათ შორის და არამარტო - დაწყების თარიღი.
- კურსის დასრულების შემდეგ სმარტ აკადემია კურსის იმ მსმენელს, რომელიც მოაგროვებს მინიმუმ 70 ქულას, გადასცემს შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს;
- იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კურსს თან ახლავს სმარტ აკადემიის ვალდებულება კურსით განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემდეგ სტუდენტებს გაატაროს სტაჟირება ან/და პრაქტიკა:
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ სმარტ აკადემიის მხრიდან მოხდა სტუდენტისთვის სტაჟირების/პრაქტიკის შეთავაზება და ნებისმიერი მიზეზით სტუდენტმა განაცხადა უარი;
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ სმარტ აკადემიის დახმარებით სტუდენტმა გაიარა მინიმუმ 1 თვიანი სტაჟირება ან 2 კვირიანი პრაქტიკა.
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ სტუდენტმა სტაჟირება/პრაქტიკის დაწყებიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით შეწყვიტა აღნიშნულში მონაწილეობის მიღება;
- სმარტ აკადემიას კურსის დასრულებიდან ეძლევა 6 თვე (თუმცა არ იზღუდება) სტუდენტებისთვის სტაჟირება/პრაქტიკის ორგანიზებისთვის.
- სმარტ აკადემია უფლემოსილია გააკონტროლოს მონაწილის აკადემიური მოსწრება, დავალებების შესრულება, კურსის მიმდინარეობისას მისი დისციპლინური ნორმების დაცვა და ნებისმიერი სხვა შეთანხმების შესრულება, როგორც დოკუმენტური, ასევე ვერბალური;
- სმარტ აკადემიას უფლება აქვს მონაწილის მიერ დისციპლინური ნორმ(ებ)ის დარღვევის, ლექციებზე დაუსწრებლობის ან სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დამდგარი ფაქტიდან გამომდინარე;
- სმარტ აკადემიას შეუძლია გამოაქვეყნოს სმარტ აკადემიის ოფიციალურ სოციალურ არხებში, ჯგუფებში და ვებგვერდზე, კურსის მსმენელთა მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათზე შემსრულებლების სახელისა და გვარის გამოქვეყნებით ან არ გამოქვეყნებით, დამატებითი თანხმობისა და შეტყობინების ვალდებულების გარეშე;
ვებ გვერდის მომხმარებლისა და კურსის მონაწილის ვალდებულებები და უფლებამოსილებები
- ვებ-გვერდის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;
- ვებ-გვერდის მომხმარებელი პასუხისმგებელია კურსზე/ივენთზე/მასტერკლასზე ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციისას და კურსის მიმდინარეობისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე;
- ვებ-გვერდის მომხმარებელი კურსზე/ივენთზე/მასტერკლასზე ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციისას, ასევე კურსის მონაწილე სმარტ აკადემიას აძლევს უფლებას მისგან მიიღოს საინფორმაციო, სასწავლო, სამომხმარებლო, ფინანსური, სარეკლამო ან სხვა სახის შეტყონინება ელ. ფოსტით, სოციალური ქსელით, სმს-ით, სატელეფონო ზარით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, შეზღუდვის გარეშე. შეტყობინებების გაუქმების მიზნით შეუძლია დაგვიკავშირდეს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე - info@smartacademy.ge;
- კურსის მონაწილე ვალდებულია დაიცვას სმარტ აკადემიის მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნები, განაწესები, კურსის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება და ნებისმიერი სხვა შეთანხმება (ვერბალური თუ სხვა);
- კურსის მონაწილე უნდა ესწრებოდეს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ ლექციებს;
- კურსის მონაწილემ უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი კურსის დაწყებამდე ერთიანად, პარტნიორი ბანკების განვადების გამოყენებით ან შეუთანხმდეს სმარტ აკადემიის ადმინისტრაციას გადახდის გრაფიკის თაობაზე, ასეთის დაშვების შემთხვევაში;
- მონაწილე ვალდებულია დაიცვას სმარტ აკადემიის საკუთრება ფიზიკურ თუ ონლაინ შეხვედრებზე დასწრებისას. ფიზიკურ შეხვედრებზე დასწრებისას არ დააზიანოს ლეპტოპი და სხვა კომპიუტერული აქსესუარები.
- მონაწილეს ეკრძალება შეხვედრ(ებ)ის ფიზიკური თუ ონლაინ ჩანაწერ(ებ)ის, ასევე სამუშაო/სასწავლო მასალების და სხვა ნებისმიერი მასალის გავრცელება/გადაცემა/გაზიარება, როგორც საჯაროდ, ისე ნებისმიერი პირისთვის;
- კურსის მონაწილეს აქვს უფლება, მოითხოვოს უკუკავშირი ლექტორისგან კურსის განმავლობაში;
- კურსის მონაწილე უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, რა შემთხვევაშიც მოხდება გადახდილი თანხიდან 20%-ის დაკავება, არანაკლებ 100 ლარის ოდენობით;
- თუ კურსის მონაწილე კურსის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ნაკლებ დროში გადაიხდის თანხას, იგი იღებს პასუხისმგებლობას და აცნობიერებს რომ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება არ აქვს.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფინდენციალური პოლიტიკის შესაბამისად.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
წინამდებარე ინფორმაცია ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით სმარტ აკადემიის არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც სმარტ აკადემია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.
ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც სმარტ აკადემია მოიპოვებს თქვენ შესახებ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
- ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;
როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
სმარტ აკადემიას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სმარტ აკადემიის მიერ ინფორმაციის დამუშავებისას გათვალისწინებულია თქვენი ინტერესები.
შეგროვებული ინფორმაციის სახეობა
ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციასა („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.
ჩვენი მიზანი
- მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
- პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
- ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
- ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
- ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
ჩვენი სამართლებრივი საფუძველი
- თქვენი თანხმობა;
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებებით სარგებლობა;
- სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
- ჩვენი კანონიერი ინტერესები და მოვალეობა;
- რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალს მიუწვდება ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შერჩეული კურსის/მომსახურების ყიდვის დროს შეგყავთ საკრედიტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის თქვენ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენი საკრედიტო ბარათის დამუშავება ჩვენი პარტნიორი ბანკის უფლებამოსილებაა.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.