ვიდეო მონტაჟის კურსი, სადაც ისწავლი ADOBE PREMIERE PRO-ს და მოგცემს ვიდეო მონტაჟის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.
რას ვისწავლი ვიდეო მონტაჟის კურსზე?
დამოუკიდებლად შექმნან და მართონ ვიდეო პროექტები
ეფექტურად მოაწყონ და მართონ ვიდეო და აუდიო მასალები
გამოიყენონ სხვადასხვა რედაქტირების ინსტრუმენტები, მათ შორის Premiere Pro
შეძლონ აუდიოსა და ვიდეოს ერთმანეთთან სინქრონიზაცია
შექმნან და გამოიყენონ ვიზუალური ეფექტები და მარტივი ანიმაციები
დააექსპორტონ საბოლოო პროდუქტი სხვადასხვა ფორმატში
ლექტორის შესახებ
გიორგი ჟვანია ამჟამად მუშაობს სმარტ აკადემიაში ვიდეოგრაფად და ვიდეო მემონტაჟედ. ის იღებს ლექტორებისა და სტუდენტების ვიდეოებს და პოდკასტებს Youtube-სთვის;
სარეკლამო სააგენტო “მავერიკთან” პროექტული თანამშრომლობის ფარგლებში უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: სამშენებლო კომპანიების ვიდეორგოლები, თბილისი ბულვარი და სხვა;
გიორგი Youtube არხისთვის - “ჰამაკი” იღებს ქართულ Youtube-ში ყველაზე დიდ პროექტს - Youtube league, სხვადასხვა იუთუბ ვიდეოებსა და სერიალს;
გიორგი თანამშრომლობდა სხვადასხვა Youtube არხთან, რომლის ფარგლებშიც იღებდა და ამონტაჟებდა ვიდეოებს შიდა და გარე გადაღებებისთვის;
უძრავი ქონების გადაღებისა და მონტაჟის მიმართულებით თანამშრომლობდა არაბულ კომპანიასთან Stateya-სთეითეი და კედარო ჯგუფი.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
ძალიან კმაყოფილი ვარ გავლილი კურსით, ლექტორი და გარემო უკარგესი, ლექციებს რაც შეეხება იყო ძალიან კარგი, იმის გამო რომ ლექტორი ცდილობდა ისე აეხსნა ყველა თემა რომ კითხვა აღარ დაგვრჩენოდა, მოკლედ პასუხისმგებლიანი და თავის საქმის პროფესიონალია.
გიორგიზე მხოლოდ დადებითად შემიძლია ვისაუბრო. ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს, რაც გვიმარტივებდა ახალი მასალის გაგებას. ამასთან, ცდილობდა, რომ ყველა ვყოფილიყავით გახსნილები და თავისუფლად ჩავრთულიყავით დისკუსიებში.სრულად ➜
კურსის მიმდინარეობა იყო მსუბუქი და შემეცნებითი, ლექტორის მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება აუმჯობესებდა მიმდინარე პროცესს. დროის მენეჯმენტი სწორად იყო გაკეთებული. მუდმივად ვიღებდით ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას საგანთან დაკავშირებით!
კურსმა მართლაც მომცა შესაძლებლობა თამამად ვიმუშაო ამ სფეროში, ძალიან გამომადგა მიღებული ცოდნა და მადლობა კიდევ ერთხელ ლექტორს, რომელსაც არასდროს დაზარებია ახსნა და კითხვებზე პასუხი. აღსანიშნია, რომ გიორგი არის ძალიან შრომისმოყვარე და დაუზარელი ადამიანი, კარგი გადმოცემის უნარით.??
გიორგის მასტერკლასმა გადამაწყვეტინა კურსი ამეღო, თავიდანვე გაგვიზიარა მისი გამოცდილება, რაც ჩემი მოთხოვნების შესაბამისი იყო. სმარტ აკადემიის ვიდეო მონტაჟის კურსი იდეალური აღმოჩნდა.
ძალიან საინტერესოდ შედგენილი კურსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება მქონდა, ამ კურსის ფარგლებში ვისწავლე ბევრი ისეთი რამ, რასაც ძალიან კარგად ვიყენებ, მუშაობის პროცესიც გამიმარტივდა და პროგრესი ჩემს ნამუშევრებზეც აისახა. გიორგი ძალიან კარგი და თავის საქმის პროფესიონალი ლექტორია. კურსის განმავლობაშუ არ მქონია არც ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა. არ ჰქონდა მნიშვნელობა როდის, დღის რა მონაკვეთში დაგვჭირდებოდა დახმარება - მუდმივად ხელმისაწვდომი იყო და ნებისმიერ საკითხზე გვეხმარებოდა. ლექციების მსვლელობის დროც სრულად ათვისებული ჰქონდა დავალებების დეტალური შემოწმებითა და ინდივიდუალური ფიდბექებით, რაც ყველა ჩვენგანს გვაძლევდა საშუალებას საკუთარი უნარები უფრო დაგვეხვეწა. რაც ყველაზე მთავარია, ლექციებზე იგრძნობოდა მეგობრული გარემო, რაც სწავლების პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს, საინტერესოს და ინტერაქციულს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერ მოვახერხე ვერც ერთ ლექციაზე დასწრება, ცოდნის მიღების კუთხით არ შემქმნია პრობლემა - ერთნაირი ყურადღება იგრძნობოდა ონლაინ დამსწრეებსა და ფიზიკურად ლექციაზე მყოფ სტუდენტებზეც. მოკლედ რომ შევაჯამო, გუორგი ნამდვილად ძალიან კარგი ლექტორია🙌🏻
პრაქტიკულმა ნაწილმა დიდი გამოცდილება შემძინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიდეოების დასინქრონების, მუსიკისა და ხმის რეგულირების, ასევე ანიმაციებისა და ეფექტების გამოყენების სწავლა.სრულად ➜
პირველ რიგში გამოვარჩევ მეგობრულ გარემოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, 1 თვეში ჩატიო ის ცოდნა რაც კურსის დასრულების შემდეგ მოგცემს საშუალებას, რომ ამ კუთხით დაიწყო მუშაობა, ნამდვილად სწორად და ეფექტურად არის გაწერილი. გიორგი არის უშუალო და მეგობრული, რაც სტუდენტს ეხმარება რომ თავისუფლად გამოკითხოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
კურსის ფარგლებში ზუსტად ის ცოდნა მივიღე, რისი მოლოდინიც მქონდა მანამდე მოძიებული და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. ყველა დავალების დეტალურად განხილვა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ღირებულს ხდის მთელ კურსს. შინაარსიბრივი მხარის გარდა, განსაკუთრებით კომფორტული იყო ჰიბრიდული სწავლების მეთოდიც.
იმის გათვალისწინებით რომ არანაირი შეხება არ მქონია კურსამდე ამ სფეროსთან, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ბევრი რამ ვისწავლე. საკითხები ამომწურავად იხსნებოდა ყველა ლექციაზე და საინტერესო პროცესი იყო. ლექტორი ამომწურავად ხსნიდა და მუშაობდა ყველა საკითხზე. საკმაოდ მეგობრული და დადებითი გარემო იყო, რაც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ყოველთვის გვქონდა საშუალება კითხვის დასმის და დავალების უკეთესად შესრულების.
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.