მენიუ
banner banner

ნია ტაგანაშვილი - ვიდეო მონტაჟის კურსის შესახებ

ნია ტაგანაშვილი - ვიდეო მონტაჟის კურსის შესახებ

ნია ტაგანაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა ვიდეო მონტაჟი - Adobe Premiere Pro-ს კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

რატომ გადაწყვიტე ვიდეო მონტაჟის სწავლა და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

ვიდეო მონტაჟის სწავლა გადავწყვიტე, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მიზიდავდა ვიზუალური ხელოვნება. სხვადასხვა კადრით ისტორიებისა და ემოციების გადმოცემა მინდოდა. ასევე მქონდა სურვილი შემექმნა კონტენტი, რომელიც მაყურებელს დააინტერესებდა და მათზე შთაბეჭდილებას მოახდენდა. ეს კურსი ავირჩიე, რადგან მინდოდა მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა Premiere Pro.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია. მუდმივად ვცდილობ დრო თვითგანვითარებას დავუთმო, ეს კიდევ უფრო მოტივირებულს მხდის. თავდაპირველად დავინტერესდი გრაფიკული დიზაინით, რომელიც სმარტ აკადემიაში გავიარე. დროთა განმავლობაში შევამჩნიე, რომ სტატიკური გამოსახულბების გარდა ვიდეოს მეშვეობითაც ჩემეძლო ემოციური ისტორიების გამოხატვა და მაყურებლამდე მიტანა. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი დიდი გამოწვევა იყო, თუმცა მოლდინებს ნამდვილად გადააჭარბა. ახლა უფრო ფართო შესაძლებლობები მაქვს და ჩემს საქმეში ყოველდღიურად ვიხვეწები. ცვლილებები მარტივი არ არის, მაგრამ როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს თითოეული ნაბიჯი სასიამოვნო გამოცდილებაა.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემა იყო მუსიკისა და ხმების სინქრონი, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს ინტერესებს. განსაკუთრებით გამოვარჩევ ასევე ანიმაციების შემოტანას Premiere-ში, მან მომცა ახალი ხედვა და შესაძლებლობა, რომ უკეთ გამომეყენებინა მონტაჟის ტექნიკები. ლექციის განმავლობაში ყველაზე მეტად მომეწონა პრაქტიკული ნაწილი, რაც ნამდვილად დამეხმარება სამომავლოდ პრაქტიკაში.

გაგვიზიარე ვიდეო მონტაჟის ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

გიორგი ჟვანია, ნამდვილად პროფესიონალი ლექტორია. მომეწონა მისი სწავლის მეთოდი და სტილი, რომელიც საინტერესო და კომფორტული იყო. გიორგის სწავლის ტექნიკა ამარტივებდა მასალის ათვისებას. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ გვთხოვდა ბევრი კითხვები დაგვესვა, რაზეც გვცემდა ამომწურავ პასუხებს და მოყავდა რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი მაგალითები. ლექციები იყო ინტერაქციული და მოტივაცია მიჩნდებოდა მეტი მესწავლა. გიორგის დახმარებით ბევრი ახალი ტექნიკა აღმოვაჩინე, რაც მომავალ საქმიანობაში ძალიან გამომადგება.

რა სირთულე შეგხვდა კურსის განმავლობაში და როგორ გადალახე ის?

კურსის განმავლობაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე იყო დროის მართვა და ტექნიკური დეტალები, მაგრამ ძალიან მალე ლექტორის დახმარებით შევძელი ამ პრობლემის მოგვარება. მოგეხსენებათ Adobe premiere pro საკმაოდ ძლიერი პროგრამაა და დიდი ზომის ფაილებთან მუშაობა გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ ამ დროს მოტივაციაც დიდი გაქვს და ყველაფერს უმკლავდები. ახლიდან ცდა და საკუთარ თავთან მუშაობა საუკეთესო გზაა ნებისმიერი სირთულის დასაძლევად.

ვიდეო მონტაჟის კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?

კურსის გავლის შემდეგ მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ პირად საქმიანობაში. მაქვს უცხოურ ბრენდებთან კოლაბორაცია. ახლა კი შემიძლია შევქმნა ხარისხიანი და დინამიური კონტენტი, რაც ჩემს ნამუშევრებს უფრო გააუმჯობესებს. მომავალში ვგეგმავ ამ მიმართულებით განვითარებას და მოცემული ცოდნის გამოყენებას, როგორც საკუთარი ისე კომერციული პროექტებისთვის. 


როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

სმარტ აკადემიაში სწავლას დადებითად შევაფასებ. კურსის სტრუქტურა იყო ძალიან კარგად შედგენილი, მასალებს გვაწვდიდნენ სწრაფად, ხარისხიანად, ხარვეზების გარეშე. მინდა გამოვხატო მადლიერება სმარტ აკადემიის და ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მათი პროფესიონალიზმი, მხარდაჭერა და ყურადღება შეუფასებელია. კურსმა არა მხოლოდ ახალი ცოდნა და უნარების განვითარება, არამედ თავადაც ბევრი შთაგონება მომცა. დარწმუნებული ვარ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება ჩემს კარიერულ განვითარებაში.



ვიდეო მონტაჟის კურსზე რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.

უყურე ვიდეო მონტაჟის მასტერკლასს Premiere Pro-ში ჩვენს YouTube არხზე.

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია