მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

ღირებულება 1290 ₾ 1150 ₾

განვადებით თვეში 36 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


კურსის მიზანი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

რას ვისწავლი?

  • დიზაინ სისტემის შემუშავებას
  • კომპონენტების აწყობას და გამოყენებას
  • ლეიაუთ დიზაინს
  • გრიდების სისტემას
  • რისფონსივ დიზაინს
  • ინფორმაციის არქიტექტურას
  • ვებ/მობაილ აპლიკაციის ნავიგაციას
  • პროტოტიპის აწყობას
  • UI/UX ტრენდებს
  • დიზაინ რესურსების გამოყენებას

ვის შეუძლია კურსის გავლა?

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ვებ გვერდის დიზაინითა და განვითარებაზე ორიენტირებულია.

ლექტორის შესახებ

  • დავით კოხრეიძე ამჟამად მუშაობს პროდუქტის დიზაინერად საქართველოს ბანკში;
  • მანამდე მუშაობდა ციფრულ სააგენტო Smart Web-ში;
  • ასევე არის Freelancer და აქვს ნამუშევარი სხვადასხვა ქართულ და უცხოურ პროექტებზე;
  • 2022 წლიდან იყო ლექტორის ასისტენტი Smart Academy-ში;
  • პორტფოლიო: https://dribbble.com/David25K

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

კურსის შეფასებები

ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად მოგვაწოდა ლექტორმა ინფორმაცია, რაც სილაბუსში იყო და იმაზე მეტი ვისწავლე ვიდრე მეგონა.
,,უკარგესი და უზომოდ ორგანიზებული გუნდია.ლექტორის მუშაობის სტილი იყო საოცარი, ამომწურავი პასუხებით. დავითი გვერდში მდგომი და ნამდვილი მოტივატორია. ინტენსიური და მრავალმხრივი დავალებებისაოცარ გამოწვევებად გადაგვიქცია. ის თავისი საქმის პროფესიონალია და მუდამ მზადაა გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისთვის. მეგობრულმა და პროფესიონალურმა გარემომ მოლოდინებს გადააჭარბა. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს.’’
ძალიან კარგი კურსი იყო, ვისწავლე ზუსტად ის, რასაც ველოდი და კიდევ უფრო მეტი. სავარჯიშოები იყო საინტერესო და გამოწვევებით სავსე, რაც სწავლას კიდევ უფრო ეფექტურსა და სასიამოვნოს ხდიდა.
ინფორმაცია დროებისა და თარიღების შესახებ სრულყოფილად იყო ახსნილი, კურსის შინაარსობრივი მხარეც მომეწონა, საინტერესო ლექციები გვქონდა, ბევრი რამ ვისწავლე. ლექტორით კმაყოფილი ვარ, ყველა კითხვას ამომწურავად სცემდა პასუხს, ხსნიდა საინტერესო და მარტივი ენით, ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად.
,,ჩემთვის, კურსის ტექნიკური და შინაარსობრივი მხარე დაბალანსებული და სწორად განაწილებული იყო. ყოველი დღის ბოლოს, თეორიული ნაწილის ახსნის შემდეგ, პრაქტიკული ამოცანების შესრულება უზრუნველყოფდა ახსნილი მასალის უკეთ გააზრებას. კურსის ლექტორი, დავით კოხრეიძე, ჩემთვის პირადად, ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, რომელიც ყველაფერთან ერთად, შრომის მოტივაციას უჩენდა თითოეულ სტუდენტს. დაინტერესების შემთხვევაში, ვიცი რომ შემდეგშიც სმარტ აკადემიას უნდა მივმართო. მადლობა საინტერესო და გამოსაყენებელი კურსისთვის და იმ ცოდნისთვის, რაც დავაგროვე თქვენი დიდი დახმარებით.’’
დავითი ძალიან კომპეტენტური პიროვნება, ყოველთვის მზად იყო კითხვებზე საპასუხოდ, მე კმაყოფილი დავრჩი. მადლობა.
დავითს შეუძლია თემის მარტივად და გასაგებად ახსნა, რაც დამწყები დიზაინერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კურსის განმავლობაში ვისწავლე, თუ როგორ შევქმნა ვიზუალურად დახვეწილი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისი.
კურსმა მთლიანად გაამართლა ჩემი მოლოდინები. კურსის ლექტორის, დათო კოხრეიძის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ იგი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მეგობრული მიდგომით და შთამაგონებელი ენერგიით. სრულად ➜
ლექტორი კვალიფიციური იყო. ყოველთვის მზად იყო კითხვებზე საპასუხოდ და გაუგებარი საკითხების თავიდან ასახსნელად. ძალიან გამგები იყო და ადეკვატურად შეაფასა შუალედურები/ფინალური.
ლექტორი ორიენტირებულია სტუდენტების განვითარებაზე. მეგობრული და მცოდნე თავისი პროფესიის. გამოვარჩევდი დალაგებული გაკვეთილის გეგმით, რომელიც ხელს უწყობდა გაკვეთილის პროცესის სწორ მსვლელობას. ინფორმაციულად დატვირთული ლექციებია, თავისი ტექნიკური დავალებებითა და დროული უკუკავშირით.

მსგავსი კურსები

UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

ყველა კურსი