3D გრაფიკა Blender-ის კურსი
3D გრაფიკა - Blender-ის კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს სამგანზომილებიანი გრაფიკის პრინციპები. მსმენელებს ეცოდინებათ სამგანზომილებიანი რედაქტორის - Blender-ის - გამოყენებით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი ციფრულ პროდუქტად გადაქცევა.
რას ვისწავლი 3D გრაფიკის კურსზე?
3D რედაქტორთან, კერძოდ Blender-თან მუშაობა;
რენდერინგის ალგორითმების ციკლებისა და რეალურ დროში რენდერის პრინციპები;
მაკომპლემენტირებელი უფასო პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება;
PBR მატერიალების საფუძვლები;
მატერიალების, UV პროექციებისა და ტექსტურირების პრინციპები;
სხვადასხვა ტიპის გეომეტრიის წარმოდგენა-ვიზუალიზაცია;
ფორმებისა და სცენების რედაქტირება;
სამგანზომილებიანი მოდელირების პრინციპები;
შუქ-ჩრდილებისა და პოსტ-პროცესინგის კონცეფცია.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
- კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება.
- დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
3D გრაფიკა Blender-ის კურსის ტექნიკური წინაპირობები:
- აუცილებელია 3 ღილაკიანი მაუსი;
- სასურველია ეკრანის გაფართოება (1920 × 1080p) და ზევით;
- სასურველია კლავიატურაზე NUMPAD ფუნქციონალი (სრული კლავიატურა);
- ოპერაციული სისტემა - Microsoft Windows 10 ან 11;
- პროცესორი (CPU) - Intel i5 7600 და ზევით; რაც ახალია თაობა - უკეთესია; AMD Ryzen 5 1500X და ზევით; რაც ახალია თაობა - უკეთესია;
- ოპერატიული მეხსიერება (RAM) - 12-16 GB კურსისთვის საკმარისია; მეტი უკეთესია;
- ვიდეო ბარათი (Video Card) - Nvidia ბარათებიდან ნებისმიერი RTX სერია მინიმუმ 4 GB ვიდეო მეხსიერებით; რაც უფრო მძლავრია და მეტი ვიდეო მეხსიერება აქვს - უკეთესია; Nvidia-ს ბარათი კურსისთვის პრიორიტეტულია!
- AMD ბარათებიდან ნებისმიერი RX 5000; RX 6000; RX 7000 და ზევით სერიებიდან მინიმუმ 4 GB ვიდეო მეხსიერებით; რაც უფრო მძლავრია და მეტი ვიდეო მეხსიერება აქვს - უკეთესია;
- ნოუთბუქები - მსგავსი კონფიგურაცია რაც აღწერილია ზევით. ნოუთბუქი უნდა გადიოდეს გეიმინგ კლასიფიკაციაში.
ვის შეუძლია 3D გრაფიკა - Blender-ის კურსის გავლა?
სამგანზომილებიანი გრაფიკით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი, მოწვეული ლექტორი
- გელა პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების ფრილანსერი, ანალიტიკოსი და თარჯიმანი (მათ შორის ტექნიკური თარჯიმანი).
- გელას აქვს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორად, სამეცნიერო ჟურნალის ტექნიკურ რედაქტორად, უმცროს პროგრამისტად და ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება.
- მის ინტერესს წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, ვებ პროგრამირება, არქიტექტურული ვიზუალიზაცია და ა.შ.
- გელას ჰობია სამეცნიერო ფანტასტიკა, კრეატიული კომპოზიცია, ექსპერიმენტაცია, დაკვირვება, კონცეპტუალური აზროვნება, ტექნოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია, პოეზია, კითხვა, წერა, 3D, VR, თამაშის პროტოტიპინგი, მსახიობობა, სიმღერა, გიტარაზე დაკვრა, ველოსიპედი და ასე შემდეგ...
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
3D გრაფიკა Blender-ის კურსი