მენიუ
banner banner

12 პროფესია, რომელსაც შეგიძლია ამ ზაფხულს დაეუფლო - იპოვე საშენო საქმე

12 პროფესია, რომელსაც შეგიძლია ამ ზაფხულს დაეუფლო - იპოვე საშენო საქმე

ზაფხულის და ზოგადად, თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებაზე ბევრ შთამაგონებელ ფრაზას ვისმენთ და ვკითხულობთ. შემდეგ არის რამდენიმე წუთი, როცა ენთუზიაზმი იმდენად გვეძალება, რომ გვგონია მთებს გადავდგამთ, to do list-ს გავაკეთებთ, ყველა პუნქტს „ავპწიჩკავთ“, ახალ რაღაცებს ვისწავლით, ახალ საქმიანობას დავიწყებთ… გადის კიდევ რამდენიმე წუთი და მთების კი არა, სკამის გადადგმაც გვეზარება… სინამდვილეში, ინსპირაციული ფრაზები არ მუშაობს... ერთადერთი, რასაც რეალურად აქვს მნიშვნელობა შინაგანი მოტივაციაა. მართლა უნდა გინდოდეს ის, რის კეთებასაც იწყებ… თუ ყველაფერში მეთანხმები და ზუსტად იცი, რომ ამ ზაფხულს ახალი რაღაცების სასწავლად გამოიყენებ, გამომყევი. ახლა გაგაცნობ კურსებს, რომელთა გავლის შემდეგაც ახალი პროფესია გექნება, ახალი სამსახური და საკუთარ თავზე ათასი ნაბიჯით წინ იქნები.


1. გრაფიკული დიზაინი

ახლა კომპანიები ციფრული სამყაროსკენ მიემართებიან. ამ სამყაროში კი მათ ისე არაფერი სჭირდებათ, როგორც დახვეწილი ვიზუალი, რითაც თავს მომხმარებელს წარუდგენენ. 

რატომ ვიზუალი? ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება მისი ვიზუალით გვექმნება. იგივეა კომპანიებთან დაკავშირებითაც - ციფრულ სამყაროში მოასპარეზე კომპანიებისთვის მიმზიდველი დიზაინის შექმნა უპირველესი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, გრაფიკული დიზაინის შექმნაში ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ. თუ შემოქმედებითი ხედვა გაქვს, ეს საშენო საქმე იქნება. წარმოიდგინე, ფულს კრეატიულობაში გადაგიხდიან! თანაც მერწმუნე, შენი საქმის კეთებისას არასდროს მოიწყენ. ეს პროფესია შენგან მუდმივად განვითარებასა და ახალ იდეებს მოითხოვს. გრაფიკული დიზაინერების ნაწილი ფრილანსერია, რაც მათ მეტ თავისუფლებას აძლევს და აქვთ შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში იმუშაონ.

კურსის შესახებ სრულად იხილე აქ. 

წაიკითხე:


2. ADOBE ILLUSTRATOR


ილუსტრაციების შექმნა წიგნებისთვის, მისალოცი ბარათებისა თუ ნახატებისთვის შემოქმედებითი პროცესია.  მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკული დიზაინერები მუშაობენ უფრო დიდ პროექტებზე, ილუსტრატორები უფრო მეტ ნახატს აკეთებენ, თუმცა შეიძლება ამ ორივეს გადაფარვა მოხდეს. ილუსტრატორი შეიძლება დასაქმდეს დიზაინის კონსულტანტად, სარეკლამო სააგენტოებში ან გამომცემლობებში.
კურსის შესახებ სრულად იხილე აქ. 


3. After Effects - Motion Design

შესაძლოა, პირველად ანიმაციის შექმნით მაშინ დაინტერესდი, როცა „ტომი და ჯერი“ ან დისნეის რომელიმე ანიმაცია ნახე. ახლა, ალბათ უკვე იცი, რომ მოუშენ დიზაინერის პროფესია იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე ჯერისა და ტომის ურთიერთობა. მოუშენ დიზაინერის ნამუშევარი ჯერ გონებაში იქმნება, ამგვარი ფანტაზია კი შესრულების ტექნიკას ყოველ ჯერზე ახალ-ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს და წარმოიდგინეთ, როგორი ემოციით ივსება ანიმაციის შემქმნელი, როცა მისი წარმოსახვის ნაყოფს ეკრანზე ხედავს. მოუშენ დიზაინი არის გრაფიკული დიზაინის პრინციპების გამოყენებით 2D ანიმაციის  შექმნის ხელოვნება.
მოუშენ დიზაინერების დასაქმების არეალი მოიცავს როგორც ტელევიზიას, ისე კინოს და კერძო სექტორს. ეს საქმიანობა განსაკუთრებით მაღალანაზღაურებადი კი სარეკლამო ინდუსტრიაში დასაქმებულთათვისაა. 
კურსის შესახებ სრულად წაიკითხე აქ.


4. 3D გრაფიკა - ბლენდერის საფუძვლები

ბლენდერი (Blender) არის უფასო და პროგრამულად „ღია წყაროზე“ შექმნილი სამგანზომილებიანი რედაქტორი, რომელსაც სრული სამგანზომილებიანი ფუნქციონალის მხარდაჭერა აქვს. ფუნქციონალში მოიაზრება: მოდელირება, რიგინგი, ანიმაცია, სიმულაცია, ძერწვა, რენდერინგი, კომპოზიტინგი და Motion-Tracking.
ბლენდერის მეშვეობით მრავალი ტიპის ციფრული პროდუქტის შექმნა შეგვიძლია. ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, ერთეულოვანი მოდელი - ჩაის ჭიქა და ამ ჭიქის დიზაინი. შეიძლება იყოს, ოთახის ან ბინის ინტერიერი, ავეჯით, ქსოვილებით, სხვადასხვა ტიპის ზედაპირითა და შუქ-ჩრდილებით. ზოგადად, რაიმე კონკრეტული საგანი, რომელსაც მომხმარებელი სამგანზომილებიან პრინტერში „დაბეჭდავს“.  ბლენდერის გამოყენება შეგვიძლია ყველა იმ სფეროში, სადაც სამგანზომილებიანი/ორგანზომილებიანი ვიზუალიზაციის შექმნის საჭიროებაა: კომპიუტერულ-მობილურ თამაშებში, სამშენებლო, ანიმაციის, სიმულაციებისა და სარეკლამო ინდუსტრიაში.
კურსის შესახებ სრულად წაიკითხე აქ.

გაიცანი ლექტორი: იდეალურთან ახლოს და ერთფეროვნებისგან შორს - ყველაფერი ბლენდერის შესახებ


5. 3D დიზაინი - Cinema 4D

ვიზუალური კომუნიკაცია, მოძრავი  სხეულები, სიუჟეტი და ხმა - ეს გრაფიკული ანიმაციაა, რაზეც სარეკლამო ინდუსტრია გიჟდება! მხოლოდ იმიტომ არა, რომ ეს ფერადი, მოძრავი სხეულები თვალისმომჭრელად გამოიყურებიან. საქმე ისაა, რომ მოუშენ დიზაინი მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო გზაა, ის ბრენდს ამბის სხვებისთვის გაზიარებას უმარტივებს. თანამედროვე სამყაროში ინფოგრაფიკებსა თუ პოსტერებზე მეტად, ხალხი ვიდეოებით ინტერესდება. ამის პარალელურად, 3D ანიმატორებზე მოთხოვნა იზრდება.

კურსის შესახებ წაიკითხე აქ

გაიცანი ლექტორი: „წარმოუდგენელი განცდაა იმ კადრების ყურება, რაც მხოლოდ შენს წარმოსახვაში არსებობდა, ახლა კი პროდუქტია“

6. კონტენტ სტრატეგია და მენეჯმენტის კურსი

კურსი გათვლილია მასზე, ვისაც უყვარს წერა და აინტერესებს სარეკლამო ინდუსტრია. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება გახდეს სრულფასოვანი კონტენტ მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ვებგვერდსა თუ ციფრულ არხებზე განთავსებული ბლოგების, სტატიებისა და პოსტების შინაარსსა და ხარისხზე.  ის იკვლევს, საზოგადოების ინტერესის სფეროებს, რის შემდეგაც პოულობს თანაკვეთას მკითხველის მოთხოვნებსა და კომპანიის სტრატეგიულ ხედვას შორის. მასალის შინაარსი შეიძლება, აშკარად ორიენტირებული იყოს ბიზნესზე ან უბრალოდ, მოთხრობილი იყოს საინტერესო ამბავი, რაც კომპანიასთან ნაწილობრივაა კავშირში. 
კურსის შესახებ წაიკითხე აქ

7. სოციალური მედიის მენეჯმენტი

დღეს, კომპანია სოციალური მედიის გარეშე წარუმატებლობისთვისაა განწირული. მიუხედავად ამ ამბიციური ფრაზისა, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც სოციალური ქსელების შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს. სოციალური მედიის მენეჯერი შუამავალია კომპანიასა და მის მომხმარებელს შორის. მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.  გარდა იმისა, რომ სოციალური მედია მენეჯერის მიზანი პოტენციური კლიენტებისთვის საკუთარი პროდუქტის გაცნობაა, ის ვირტუალურ სამყაროში კომპანიის წარმომადგენელია. მუშაობს ციფრული არხების სტრატეგიის შემუშავებაზე, წერს ორიგინალურ პოსტებს, ხელს უწყობს მათ გავრცელებას და აანალიზებს აუდიტორიის ჩართულობას.  
კურსის შესახებ სრულად წაიკითხე აქ.

გაიცანი ლექტორი: „მინდა, სტუდენტები მოვამზადო იმ გამოწვევებისთვის, რასთან გამკლავებაც მე მომიწია“


8. ციფრული მარკეტინგი


ციფრული ეკონომიკა ჩვენი ცხოვრების ყველა კუთხეშია და ის არსად აპირებს წასვლას. პირიქით - ნელ-ნელა ყველა სფეროში შეაღწევს. ციფრული მარკეტინგისთვის ტრადიციული მარკეტინგის საწინააღმდეგოდ, ახლა სოლიდური ბიუჯეტი იხარჯება. ციფრული მარკეტინგი შეიძლება იყოს ყველგან და ყველაფერში - ვიდეო/აუდიო პროდუქცია, ინტერაქციული ტექნოლოგია, მობაილ მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი, სოციალური მედია, ვებ-დეველოპმენტი და ა.შ. მოკლედ, სამყაროში, რომელიც გაციფრულებისკენ მიისწრაფვის, ციფრული მარკეტინგის მენეჯერის კარი ყველა კომპანიაში ღიაა.
კურსის შესახებ სრულად წაიკითხე აქ.


9. UX/UI ქოფირაითინგი

ქოფირაითინგი არის წერა მარკეტინგული მიზნებისთვის, ის ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. UX/UI ქოფირაითინგი მრავალგვარი სახელით შეიძლება შეგვხვდეს და გულისხმობს, ტექსტის შექმნას საიტებისა თუ აპლიკაციებისათვის. აბრევიატურები ასე იშიფრება: UX (User Experience) მომხმარებლის გამოცდილებას ნიშნავს, UI (User Interface) კი მომხმარებლის თვალით დანახულ ინტერფეისს გულისხმობს. თუ ქოფირაითერი, პირველ რიგში, ბიზნესისა და ბრენდის ინტერესების მიხედვით მოქმედებს, UX ქოფირაითერის მთავარი მიზანი მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაა.
კურსის შესახებ სრულად წაიკითხე აქ
გაიცანი ლექტორი:„რთულია, მოგწყინდეს საქმე, რომელიც არასდროსაა ერთნაირი


10. მარკეტინგი პრაქტიკაში

კურსი შედგენილია მათთვის, ვინც კარიერულ განვითარებას  მარკეტინგის სფეროში იწყებს/გეგმავს. კურსი მოიცავს მარკეტინგის საფუძვლების გაცნობას, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით. დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით, რათა სტუდენტებს მიეცეთ ცოდნის სამუშაო პროცესში გამოყენების საშუალება და არა მხოლოდ პასიური ცოდნა.
კურსის შესახებ
იხილე აქ. 


11. პროდუქტის მარკეტინგი


პროდუქტის მარკეტინგი არის ტაქტიკური რგოლი, რომელიც იღებს პროდუქტზე პასუხისმგებლობას იდეიდან გაშვებამდე და დგას პროდუქტის უკან, მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ოლო პერიოდში, საქართველოში უკვე ვხვდებით ამ კადრით დაინტერესებულ კომპანიებს. ზოგადად, პროდუქტის მენეჯმენტის მიმართულება ძალიან მოთხოვნადი გახდა. უკვე ყველამ ვიცით, რომ პროდუქტი ის უნიკალური ღირებულებაა, რაც კომპანიებს ერთმანეთისგან გამოარჩევს. 

კურსის შესახებ სრულად წაიკითხე აქ.

გაიცანი ლექტორი: „ამ კურსზე, ისევე როგორც ამ პროფესიაში, ორი დღეც კი არ ჰგავს ერთმანეთს


12. ნეირომარკეტინგი

ნეირომარკეტინგი ნეირომეცნიერების და მარკეტინგის სინთეზია, რომლის მთავარი მიზანი, პოტენციური მომხმარებლის რეალური გრძნობებისა და დამოკიდებულების განსაზღვრა/გამოვლენაა. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარებული მარკეტინგული კვლევა ერთ-ერთ ყველაზე სანდო შედეგებად ითვლება. 

გარდა იმისა, რომ ნეირომარკეტინგი უბრალოდ საინტერესო სფეროა, მარკეტერისთვის დამატებითი ინფორმაციული რესურსია, რაც პროექტის სხვა მხრიდან დანახვასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
კურსის შესახებ სრულად წაიკითხე აქ.


სხვა სტატიები

ყველა სტატია