მენიუ
banner banner

რთულია მოგწყინდეს საქმე, რომელიც არასდროსაა ერთნაირი - გაიცანი UX/UI ქოფირაითინგის ლექტორი

რთულია მოგწყინდეს საქმე, რომელიც არასდროსაა ერთნაირი - გაიცანი UX/UI ქოფირაითინგის ლექტორი

უნდა გიყვარდეს წერა, ფიქრი და გაინტერესებდეს კრეატიული ინდუსტრია - ასე აღწერს ქოფირაითერობისთვის საჭირო ხასიათის შტრიხებს TBC Bank-ის უფროსი UX მწერალი ქეთი დიასამიძე. ქოფირაითინგით 10 წლის წინ დაინტერესდა. თავიდან შორიდან აკვირდებოდა, სწავლობდა და ვითარდებოდა. პირველი დამოუკიდებელი პროექტი 7 წლის წინ მიიღო. დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდის ნაწილია. 

„რთულია, მოგწყინდეს საქმე, რომელიც არასდროსაა ერთნაირი. ყოველი დღე ახალი გამოწვევაა, ახალი იდეებითა და თავგადასავლებით სავსე“, - ამბობს ქეთი და საკუთარი პროფესიის მნიშვნელობაზე გვიყვება: 

„წარმატებული ბრენდი გამართული კომუნიკაციის გარეშე არ არსებობს. შესაბამისად, კომპანიის განვითარებაში ტექსტს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. ქოფირაითინგი ბევრ რამეს მოიცავს. იდეების გენერირება ცალკე ეტაპია, შემდეგ პროექტის არსისა და თვისებების გადმოსაცემად სწორი სიტყვების პოვნა უნდა შეძლო. ქოფირაითერს ბევრი სხვადასხვა ტიპის ტექსტის დაწერა უწევს, რაც საშუალებას გაძლევს მუშაობის პროცესში კიდევ უფრო კარგად გაიცნო და დახვეწო შენივე შექმნილი პროექტი.

საქართველოში კრეატიული ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება, შრომით ბაზარზეც უფრო და უფრო მეტი ქოფირაითერი ჩნდება. დამწყები ქოფირაითერების ანაზღაურება მინიმუმ, 1000 ლარია. გამოცდილი ქოფირაითერები კი ბევრად მეტს გამოიმუშავებენ. რა თქმა უნდა, ბევრია ფრილანს შემოთავაზებაც.“

დამწყებ ქოფირაითერებს ქეთი რამდენიმე რჩევას აძლევს და თავის კურსზე - UX/UI ქოფირაითინგი - იწვევს. ქეთი უკვე სმარტ აკადემიაში მეხუთე ნაკადს მასპინძლობს და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი სფეროსკენ უკვალავს გზას: 

„პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს წერა, უნდა ფიქრობდე ბევრს და გაინტერესებდეს კრეატიული ინდუსტრია. დამწყებ ქოფირაითერებს ვურჩევდი, ბევრი ეძებონ, გაეცნონ სხვადასხვა ბრენდის კომუნიკაციის მეთოდებს, თვალი ადევნონ ახალ ტენდენციებსა და მიმართულებებს. რაც მთავარია, ბევრი წერონ, ეს საკუთარი უნარების ამოცნობასა და განვითარებაში დაეხმარებათ.

სწორედ დამწყებ ქოფირაითერებზეა მორგებული სმარტ აკადემიის UX/UI ქოფირაითინგის კურსი. 

UX/UI ქოფირაითინგი მრავალგვარი სახელით შეიძლება შეგვხვდეს და გულისხმობს, ტექსტის შექმნას საიტებისა თუ აპლიკაციებისათვის. აბრევიატურები ასე იშიფრება: UX (User Experience) მომხმარებლის გამოცდილებას ნიშნავს, UI (User Interface) კი მომხმარებლის თვალით დანახულ ინტერფეისს გულისხმობს. თუ ქოფირაითერი, პირველ რიგში, ბიზნესისა და ბრენდის ინტერესების მიხედვით მოქმედებს, UX ქოფირაითერის მთავარი მიზანი მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაა. 

სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგის კურსი 13 შეხვედრას მოიცავს, რაც საწყის ეტაპზე საკმარისია. ლექციების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ მასალას ეთმობა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა დამწყებ UX ქოფირაითერად მუშაობა უნდა შეძლონ.

ყველა ლექციაში გავითვალისწინეთ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ნაწილი. ძალიან დიდი დატვირთვა მოდის დავალებებზეც, რადგანაც მჯერა, რომ ამ დროს საკუთარ თავს პატარა გამოწვევას უწყობ და თითოეული დავალების შესრულების შემდეგ საქმეში იმაზე ოდნავ უკეთესი ხდები, ვიდრე იყავი.

ჩემთვის სწავლების პროცესი ძალიან საინტერესოა. კურსი უკვე 4 ნაკადთან ჩავატარეთ და ყოველი ლექცია ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის. ძალიან ამაღელვებელია, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ ხედავ კურსის შედეგებს და ხვდები, რომ ლექციებს უკვალოდ არ ჩაუვლია. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ სმარტ აკადემიის დახმარებით, სტუდენტები მალევე პოულობენ მათთვის საინტერესო პროექტებს და ავითარებენ საკუთარ ნიჭსა თუ უნარებს“, - სიამაყით ამბობს ქეთი. მე კი მისი სიტყვების დასტურად ქეთი ალავერდაშვილის ისტორია მახსენდება. 

„ვისაც ქოფირაითინგი აინტერესებს, მათთვის ეს კურსი ნამდვილი სამოთხე იქნება. აქ ისწავლება: ლაკონურად წერა, სათაურისა და ქვესათაურის სწორად შედგენა, ტექსტის სტრუქტურისა და თანმიმდევრობის დალაგება, ქოფირაითინგის ფორმულები, ვებ-გვერდზე არსებული ღილაკების მნიშვნელობა და მთლიანი საიტის ტექსტების შედგენა.

კურსის დასრულების შემდეგ ციფრულ სააგენტო Smart web-ში დავსაქმდი. პერიოდულად, ვიღებ კერძო შეკვეთებსაც. დღეს მე სხვადასხვა კომპანიისთვის ვწერ სტატიებს, ვქმნი ქოფებს სოციალური მედიის გვერდებისთვის, ვმუშაობ სლოგანებზე, ვადგენ ვებ-გვერდის ტექსტებს, ვქმნი კონტენტს…“ - წერს ის. წაიკითხე მისი ბლოგი სრულად აქ. 

თუ წერა შენც გიყვარს და გინდა ჰობი მაღალანაზღაურებად პროფესიად აქციო, შემოგვიერთდი, კურსზე.

წაიკითხე ასევე:


სხვა სტატიები

ყველა სტატია