0
მენიუ
banner banner

მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა გაიცანი უფრო ახლოს - რეკლამის რეჟისურის კურსის ლექტორი, ლ...

გაიცანი უფრო ახლოს - რეკლამის რეჟისურის კურსის ლექტორი, ლევან ბაბუციძე

გაიცანი უფრო ახლოს - რეკლამის რეჟისურის კურსის ლექტორი, ლევან ბაბუციძე

“შემოქმედებით სივრცეში ერთი ადამიანი ვერასდროს ცვლიდა ზოგად გარემოს. ამ საქმისთვის რამდენიმე თავდაჯერებული მეაომბოხეა საჭირო. ვიმედოვნებ, რომ ეს კურსი ასეთ ადამიანებს ერთმანეთს გააცნობს”

ეს ლევან ბაბუციძის სიტყვებია, რეჟისორის, რომელსაც პირველად დაუსწრებლად, სმარტ აკადემიის ახალი კურსის - რეკლამის რეჟისურის წარდგენისას შევხვდი.

მაშინ, ძირითადად სილაბუსზე, ტექნიკურ ნაწილზე: დავალებებზე, კურსის ფორმასა და სათქმელზე საუბრობდა. ოღონდ, გეგონება, ცამ და ქვეყანამ პირი შეკრაო, ამ ყველაფერს იმავე პათოსით ხსნიდა, რითაც ადამიანები, როგორც წესი, რაღაც ძალიან საყვარელსა და დიდებულს განიხილავენ.

იმ დროს ვიფიქრე, რომ ძალიან გაუმართლათ მომავალ სტუდენტებს. მათ, ვისაც ხელოვნება - ფილმი და ორმაგად ხელოვნება - რეკლამა აინტერესებთ. 

და ასეცაა: ყველა ის გრძნობა, ემოცია და სათქმელი, რომელიც ორსაათიან ფილმში თავსდება, რეჟისორმა, სარეკლამო რგოლში, ის სულ რამდენიმე წამში უნდა ასახოს. ნებისმიერი კადრი და ბგერა იმ დონემდე უნდა გამოაწრთოს, რომ მაყურებელმა სრულმეტრაჟიანი სურათის აღქმა შეძლოს. სითამამე, თავისებური ამბოხი და ინტერესი სწორედ ის თვისებებია, რაც ასეთ რთულ შრომას მყარ საფუძველს შეუქმნის და მონოტონურობას გამოაცოცხლებს.

ვინ გასწავლის რეკლამის რეჟისურას - გაიცანი ლევან ბაბუციძე


როგორია შენი კარიერული გზა?

კინო ჩემი მთავარი ინტერესი და მიზანია. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, კინოხელოვნებასთან ყველაზე ახლოს, რეკლამის ინდუსტრიაა. ამიტომ გადავწყვიტე, ამ მიმართულებიდან დამეწყო. პირველი შეხება შემოქმედებით ინდუსტრიასთან დიზაინერის პოზიციიდან მქონდა, რადგან კინოს გარდა, ინტერესი ხელოვნების მიმართაც მაქვს და პროფესიული ცოდნა ამ განხრით (აუდიოვიზუალური ხელოვნება) მივიღე.
სააგენტოში მუშაობა კარგი გაკვეთილი იყო საიმისოდ, რომ მენახა, როგორ მუშაობს ზოგადად შემოქმედებითი სტრუქტურა. თუმცა, რადგანაც მთავარი მიზანი რეჟისურა და რეკლამის ინდუსტრია (ფროდაქშენი) იყო, თითქმის ორწლიანი შემოქმედების შემდეგ, გადავწყვიტე პროდუსინგის შესწავლა და ამ პროფესიით პოზიციონირება. მიუხედავად ამისა, დიზაინი დღემდე ჩემს საყვარელ საქმედ რჩება და ძალიან მეხმარება რეჟისურაში.
პროდუსინგმა საშუალება მომცა, რომ პატარა პროექტების რეჟისურა ჩემს თავზე ამეღო. შესაბამისად, დავიწყე პორტფოლიოს შექმნა და მოვახერხე, რომ ბოლო 2 წელია, მხოლოდ რეჟისორის რეგალიით შემოვიფარგლო.


არსებობს პროექტი ან გამოცდილება, რამაც შენთვის გარდამტეხი ცვლილება მოახდინა?

2019 წელს, Enkeny Films-მა ყველაზე მასშტაბური კინოპროექტი განახორციელა. Fast & Furious საგაზე (F9), 2 თვის განამვლობაში, ვმუშაობდი ფროდაქშენის ასისტენტის პოზიციაზე რეჟისორის დეპარტამენტში. ეს ჩემი პირველი კინოს სეტი და ზოგადად, თითქმის პირველი გადაღება იყო, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ადგილობრივმა ფროდაქშენმა შესანიშნავად გაართვა თავი ამხელა სირთულის და მასშტაბის პროექტს. უფრო მეტად, ეს ფაქტორი იყო მოტივაცია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ფროდაქშენი უფრო კარგად შემესწავლა.


მთავარი, რაც ამ სფერომ გასწავლა პროფესიული ცოდნის მიღმა

ძალიან მნიშვნელოვანია სურვილი, მოტივაცია და მიზანი. ამ ინდუსტრიაში მომუშავე ბევრი ადამიანი დღემდე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ბიუჯეტია, რაც სიმართლე არაა. უამრავისთვის ეს პროფესია უბრალოდ “სამსახურია” და ამ საქმესაც შაბლონურად უყურებენ, რასაც პირადად მე, მკაცრად ვეწინააღმდეგები. თუ ამ სფეროში მუშაობას გადაწყვეტ და თავს დაიმკვიდრებ, უნდა იცოდე, რომ ეს ფუფუნებაა და ყოველთვის უნდა განავითარო შენი თავი. ეს კი არ იწყება პროექტის დროს - მთავარია, მის მიღმა გიყვარდეს შენი საქმე, აგროვებდე ინფორმაციას და უნარებს, რასაც შემდეგ გამოიყენებ. ამ სფეროში ძალიან ბევრ ადამიანს ეს თვისება არ აქვს, რაც ჩემთვის მიუღებელია.


ჩათვალე, რომ პირველ პროფესიულ ნაბიჯებს ახლა დგამ - არის რამე, რასაც შეცვლიდი?

არ მგონია რომ რამეს შევცვლიდი. ყველა პროფესია რაც აქამდე ავირჩიე - დიზაინი, არტ დაირექშენი, პროდუსინგი - დღემდე მეხმარება, რათა სხვა კუთხით და პერსპექტივით შევხედო ყველაფერს. ვიცი, რომ უფრო დიდი მიზანი მაქვს, ვიდრე საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ. ამიტომაც ყველაფერი, რაც ამ ეტაპამდე მიმიყვანს, დამხმარე საფეხურია. საბოლოოდ კი, თავდაჯერებულად შემიძლია ვთქვა: ერთადერთი ვარ ამ სფეროში, ვისაც ამდენ სხვადასხვა პროფესიაში უმუშავია.


როგორ შეიცვალა სარეკლამო სფერო ბოლო წლებში და შენი აზრით, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?

ადგილობრივი ინდუსტრია ძალიან მონოტონური და მოსალოდნელი გახდა. 2018 წლის შემდეგ, სააგენტოები აღარ იჩენენ ინიციატივას, რომ კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმა შექმნან და ეს ცხადია, რეკლამასაც დაეტყო. 2020-იდან მოყოლებული, ძალიან ბევრი გლობალური ცვლილებაა - შემოვიდა კომუნიკაციის ალტერნატიული არხები და ფორმები, მსოფლიოს მასშტაბით სააგენტოები და ფროდაქშენები კი დღემდე ცდილობენ, რომ მათი უნიკალურობა და მნიშვნელობა გამოიყენონ. ამ ინიციატივას აქ ვერ ვხედავ. იმედი კი კვლავ ახალ თაობაა.


რა უნარებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი დამწყებისთვის?

რეჟისორმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ რეჟისურა არაფერს ნიშნავს. რეალურად, რეჟისურა ყოველთვის იყო ყველაფრისადმი ინტერესი და უამრავი ცოდნის მიღება. დღეს ამის გააზრება და ამ რეალობის მიღება, უფრო ბრუტალური გახდა. ან ერგები ამ მოცემულობას, ან თანხმდები რომ შემოქმედებითი ცხოვრება არ არის შენი ნაწილი.


რატომ გადაწყვიტე, რომ ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებისთვის გაგეზიარებინა? 

ლოკალური შემოქმედებთი სურათი ძალიან მონოტონურია. შესაბამისად, სწავლების დროს, ყოველთვის იმას გავუსვამ ხაზს, რომ საჭიროა ახალგაზრდული ტალღა - შემოქმედებით სივრცეში ერთი ადამიანი ვერასდროს ცვლიდა ზოგად გარემოს. ამ საქმისთვის რამდენიმე თავდაჯერებული მეაომბოხეა საჭირო. ვიმედოვნებ, რომ ეს კურსი ასეთ ადამიანებს ერთმანეთს გააცნობს.


რას ისწავლი რეკლამის რეჟისურის კურსზე - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

რეკლამის რეჟისურის კურსი 16 შეხვედრისგან (32 საათი) შედგება. მისი მიზანია, გაიგო, როგორ იქცევა შემოქმედებითი ხედვა რეალურ ნამუშევრად - ბრიფის მიღებიდან საბოლოო ვიდეოს წარდგენამდე. 

ჩემი აზრით თანამედროვე რეჟისორს ფროდაქშენის კულტურა უნდა ესმოდეს. ის, თუ როგორ მუშაობს და რა შესაძლებლობები აქვს მას მოცემულ ბიუჯეტში, პროექტის შემოქმედებით ჩარჩოებში და სხვ. გვექნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური დავალებები - შემოქმედებითი, “საფიქრალი” და გასაანალიზებელი. სტუდენტებს ექნებათ რამდენიმე “ფიჩინგ” პროექტი, რადგან რეჟისორი ამავდროულად, კარგი “Salesperson” უნდა იყოს. უნდა შეეძლოს სწორი მეტყველებაც.

კურსის დასრულების შემდეგ, შეძლებ:

  • განსაზღვრო რეჟისორის, სააგენტოსა და კლიენტის თანამშრომლობის წესები და შენი შემოქმედებითი თავისუფლების ფარგლები;
  • გააანალიზო ბრიფი და სცენარი, შეადგინო Script Breakdown და Director’s Treatment;
  • დაგეგმო პრე-ფროდაქშენი: ლოკაციები, გადამღები გუნდი, გადაღების გეგმა, თაიმლაინი და PPM;
  • ჩამოაყალიბო ვიზუალური კონცეფცია, დაგეგმო მსახიობებისა და კამერის მოძრაობა და მოამზადო Storyboard;
  • შეარჩიო მსახიობები და დაასაბუთო შენი შემოქმედებითი გადაწყვეტილებები;
  • იმუშაო გადამღებ ჯგუფთან სეტის პროფესიული ტერმინოლოგიით და მართო პროცესი დაგეგმვიდან საბოლოო პროდუქტამდე;
  • შეაფასო მონტაჟის, ხმის, მუსიკის, VFX-ისა და ფერის კორექციის როლი და სწორად იმუშაო კლიენტის ფიდბექზე;
  • შეადგინო სარეკლამო პროექტის ბიუჯეტი;
  • წარადგინო საკუთარი პროექტი და შეაფასო შენი გადაწყვეტილებების ეფექტურობა.

ვისთვის არის ეს კურსი?

“რეკლამის რეჟისურის ვურჩევდი ყველას ვისაც უბრალოდ ვიზუალური შემოქმედება აინტერესებს - რეკლამა, კინო, music video, ვლოგინგი, კონტენტის წარმოება. 

ამ ყველაფერს აერთიანებს ნარატიული ენის პრინციპები, შესაბამისად, საბაზისო ცოდნა ყველასთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე, მათ, ვისაც აქვს მცირედი გამოცდილება - ზოგადი ცოდნა - მაგრამ აინტერესებს, როგორ მუშაობს ადგილობრივი ინდუსტრია. მნიშვნელოვანი ნეთვოქრინგიც - პირველ რიგში, გაიცნობენ ერთმანეთს ერთი ინტერესისა და მიზნის მქონე ადამიანები, რომლებიც იმედია, საკუთარ გზას, როგორც გუნდი, ისე განავითარებენ და გაიკვალავენ”.

ჩვენც ვეთანხმებით ლევანს და ცნობილი გამონათქვამიც - ერთი მერცხლით გაზაფხული ვერ მოვაო - მხარს გვიბავს. თუ შენც ერთ-ერთი მეამბოხე ხარ, რომელზეც ვსაუბრობთ, შემოგვიერთდი და გადადგი პირველი ნაბიჯი რეჟისორის პროფესიისკენ.

რეგისტრაცია კურსზე



სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები