ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას, ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვასა და გაანალიზებას.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
ციფრული მარკეტინგის რაობა, მნიშვნელობა და საქართველოში გამოყენებული ციფრული არხები;
ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტერმინოლოგია;
Facebook, Instagram, LinkedIn ფეიჯის მართვის ფუნქციონალი;
ძირითადი ციფრული სარეკლამო არხების ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი - Meta Ads & Google Ads;
ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება - Google Analytics; Event Manager;
დამხმარე ციფრული არხების და ხელსაწყოების საჭიროება და ტექნიკური შესაძლებლობები - Tag Manager, Looker Studio, Mailchimp, ა.შ.;
ციფრული სტრატეგიის ან/და გეგმის შექმნა და გაზომვადი მიზნების დასახვა;
სტრატეგიის შესაბამისი რეკლამების განთავსება;
რეკლამის ოპტიმიზაცია და შედეგების გაანალიზება;
შედეგებზე ორიენტირებული ციფრული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტინგი, ანალიზი.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურს B1 დონეზე
ლექტორის შესახებ
თიო ზარნაძე არის ციფრული მარკეტერი 9+ წლიანი გამოცდილებით;
2024 წლამდე ის იყო ციფრული სააგენტო
„ჰანს ენდ გრუბერის“ ციფრული დირექტორი;
მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა
მარკეტინგულ და ციფრულ სააგენტოში კრეატიული და ციფრული განყოფილების ხელმძღვანელობას,
ასევე თიო არის
Google Ads პლატფორმის სერტიფიცირებული ედვერთაიზერი;
სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის
ლექტორობის 3+ წლიან გამოცდილებასთან ერთად, თიო მიწვეული ექსპერტის სტატუსით მუშაობდა განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
პირველი აკრედიტირებული „სოციალური მედიის მართვის“ პროფესიული მომზადების პროგრამის
შექმნაში პროექტის „Updating VET in Georgia with Estonian experience“ ფარგლებში.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
ვარ უზომოდ კმაყოფილი კურსით, ლექტორითა და სმარტ აკადემიით. თიო არის საუკეთესო. ძალიან კმაყოფილი ვარ ლექტორით, მისი პროფესიონალიზმით, მეგობრული დამოკიდებულებითა და ადამიანობით. მადლობა თიოს.
ძალიან კმაყოფილი ვარ! კურსი იყო დატვირთული როგორც თეორიით, ასევე პრაქტიკით. ორივე ნაწილს სათანადო ყურადღება ექცეოდა და ლექტორი ამომწურავად გვაძლევდა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს.
ეს კურსი ჩემთვის პროფესიული სტარტი გახდა. მივიღე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც შემიძლია რეალურად გამოვიყენო ნებისმიერ სამუშაო პროცესში.ლექტორი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ადამიანური დამოკიდებულებითა და მასალის მარტივად ახსნის უნარით.სრულად ➜
თიო ზარნაძის მიერ ჩატრებული თითოეული ლექცია იყო საინტეტერესო და გასაგები ჩემთვის, როგორც ამ სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის. შევიძინე ცოდნა, რისი გამოყენებაც კურსის დასრულებამდე დავიწყე. დიდი მადლობა თიოს და სმარტ აკადემიას ❤️
ციფრული მარკეტინგის კურსმა ჩემს მოლოდინებს სრულად გადააჭარბა. როგორც დამწყები, არ ველოდი, თუ ამხელა ცოდნას, გამოცდილებას და თავდაჯერებას მომცემდა ეს კურსი. მან ასევე მომცა მოტივაცია, რომ ამ სფეროში კარიერა დავიწყო.სრულად ➜
კურსი იყო გამართული და დამწყებ სტუდენტებზე მორგებული. დრო გადანაწილდა მართებულად, გათვალისწინებული იყო სტუდენტების საჭიროებები. ლექტორი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, დადებითი, უშუალო და მეგობრული პიროვნება, გამორჩეული ახსნისა და გადმოცემის უნარით.
ტექნიკურად ყველაფერი იყო გამართული რისიც მადლობელი ვარ. ლექციებიც და დავალებებიც იტვირთებოდა გონივრულ ვადაში. თქვენმა აკადემიამ იმხელა ნდობა დაიმსახურა, რომ ვფიქრობ სხვა ლექტორებიც თიოს მსგავსად ოქროები გყავთ.
კურსი იყო ამომწურავი, ინფორმაციული და ძალიან საინტერესო. რაც მთავარია, იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, რაც თეორიული მასალის ათვისებას ძალიან აადვილებდა. კურსის მიმართ მაღალი მოლოდინი მქონდა, თუმცა კურსმა მას გადააჭარბა. ამ გამოცდილებისთვის დიდ მადლობას ვუხდი სმარტ აკადემიას.სრულად ➜
მივიღე საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც აუცილებლად გამომადგება პირად საქმიანობაში. ვნახოთ, შესაძლოა მომავალში პროფესიულადაც განვვითარდე ამ მიმართულებით.სრულად ➜
თიო ზარნაძის მიერ ჩატარებული თითოეული ლექცია იყო საინტერესო და გასაგები ჩემთვის , როგორც ამ სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის. დიდი მადლობა თიოს და სმარტ აკადემიას.
ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე ამ კურსისგან და ყველაფერი ძალიან მომეწონა. ლექტორი არის თავისი საქმის პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. ძალიან ცოტას თუ შეხვდებით ეგეთ ლექტორს. სიამოვნებით გავივლიდი სხვა კურსებსაც.
აღფრთოვანებული ვარ თიოთი! ადამიანი, რომელიც მთელ გულს დებს კურსში, რომ გადმოგცეს ცოდნა და გიზიარებს თავის გამოცდილებას, გაძლევს რჩევებს და სრულ ინფორმაციას.
სრულიად კმაყოფილი ვარ კურსის ყველა ასპექტით, განსაკუთრებით ლექტორით! საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდა ყველაფერს. ძალიან კმაყოფილი ვარ.
დეტალურად გავიარეთ ძირითადი საკითხები, რაც ამ კურსის ფარგლებში შეიძლებოდა. თიო ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია, დაუღალავი ენერგიით. ყოველთვის მზად იყო ეპასუხა ჩვენი კითხვებისთის ამომწურავად.
გამართული იყო ყველანაირი საკომუნიკაციო არხი, ყველა ლექცია დროულად იწყებოდა, ლექტორისგან უსწრაფესი უკუკავშირი, სმარტ აკადემიის გუნდიც მუდმივ მზადყოფნაშია. ჩემს პრაქტიკაში საუკეთესო ლექტორია.
ამ დროის განმავლობაში არა მხოლოდ თეორიული, არამედ რეალური პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე - როგორც კონტენტის დაგეგმვაში, ისე რეკლამების მართვაში, აუდიტორიების განსაზღვრასა და შედეგების ანალიზში.
აკადემია, რომელსაც ყოველთვის გავუწევ რეკომენდაციას, ვენდობი შერჩეულ ლექტორებს და ზედმიწევნით გაწერილ სილაბუსს. ეს ნდობა სმარტ აკადემიამ მომაპოვებინა ამ კურსების მიმართ.
კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.
კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.