IT ბიზნეს ანალიზის კურსი
IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე.
კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
სასწავლო კურსის შედეგები
- რა როლი აქვს ბიზნეს ანალიტიკოს IT პროექტებში, რას და როგორ აკეთებენ ბიზნეს ანალიტიკოსები;
- რა სამუშაო ფრეიმვორქები არსებობს და როგორ იგეგმება ბიზნეს ანალიტიკოსის აქტივობები თითოეულის ჭრილში;
- პროექტისთვის საჭირო არტეფაქტების იდენტიფიკაციას და ეფექტური user story - ების წერას;
- მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლის მართვას, პროდუქტის მოთხოვნის ტიპებს და მათი მოპოვების ტექნიკებს;
- პროექტში ჩართული მხარეების იდენტიფიკაციას, მათ ანალიზს და მათთან ეფექტურ კოლაბორაციას;
- პროექტის მართვის პროცესში საჭირო დიაგრამების აგებას და მათ გამოყენებას;
- პროექტში ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის შეფასებას, ბიზნეს ანალიზის რისკების იდენტიფიცირებას და მათთან გამკლავების გზებს;
- AI ხელსაწყოების გამოყენებას IT ბიზნეს ანალიზში;
- პროექტის დროს შესაძლო ცვლილებების მართვასა და ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდებას.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- მონაწილეს სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
- კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
Lead Business Analyst @ Epam
- ციცინო აბჟანდაძეს აქვს 8+ წლიანი სამუშაო გამოცდილება IT და ბიზნეს ანალიზის სფეროში, სხვადასხვა როლის ფარგლებში, მათ შორის: Business Analyst, Senior/Lead Business Analyst, Systems Analyst, Product Owner;
- ამჟამად მუშაობს Lead Business/Systems Analyst-ის პოზიციაზე EPAM Systems-ში, სადაც ჩართულია AI პროექტში - იურიდიული მართვის სისტემისთვის ვირტუალური ასისტენტის შექმნაში;
- გააჩნია გამოცდილება სხვადასხვა დომენში: EIM, იურიდიული ოპერაციები, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მიმართულება და ERP გადაწყვეტილებები (მათ შორის Business Central, OpenText Document Management);
- ფლობს ისეთი ხელსაწყოების პრაქტიკულ გამოცდილებას, როგორიცაა Jira, Confluence, Azure DevOps, Camunda , Draw.io და ა.შ. ;
- არის PMI-ACP სერტიფიცირებული, Certified Technical Interviewer, Assessment committee expert, ატარებს ტექნიკურ გასაუბრებებს და მუშაობს BA გუნდის მართვასა და მენტორობაზე;
- აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსებში (კავკასიის უნივერსიტეტი) და დამატებითი პროფესიული სერტიფიკატები IT ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებით.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67