რეკლამის რეჟისურა
ფროდაქშენი, სცენის დრამატურგია, სცენარის ჩაშლა, სთორითელინგი, მსახიობებთან მუშაობა
რეკლამის რეჟისურის კურსის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ რეკლამისა და კინოს რეჟისურის ძირითადი პრინციპები, რეჟისორის როლი პროექტის შექმნის ყველა ეტაპზე და შემოქმედებითი ხედვის პრაქტიკულ შედეგად გარდაქმნის პროცესი.
კურსი მოიცავს პროექტის კონცეფციის დამუშავებას, სცენარის ანალიზს, ვიზუალური ხედვის ჩამოყალიბებას, გადამღები გუნდის მართვას, მსახიობებთან მუშაობას, გადაღების დაგეგმვასა და პოსტპროდაქშენის პროცესებს. მონაწილეები გაეცნობიან სარეჟისორო გადაწყვეტილებების მიღების პრინციპებს, კლიენტთან და სააგენტოსთან თანამშრომლობის სპეციფიკას, პროექტის ბიუჯეტირებასა და საბოლოო ნამუშევრის წარდგენის მეთოდებს.
რეკლამის რეჟისურის კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- განმარტონ რეჟისორის როლი, პასუხისმგებლობები და შემოქმედებითი თავისუფლების ფარგლები სარეკლამო და კინოპროექტებში, ასევე განსაზღვრონ რეჟისორის, სააგენტოსა და კლიენტის თანამშრომლობის სპეციფიკა;
- გააანალიზონ შემოქმედებითი ბრიფი და სცენარი, შეადგინონ სცენარის სამუშაო დანაწილება (Script Breakdown) და მოამზადონ სარეჟისორო თრითმენთი (Director’s Treatment);
- დაგეგმონ პროექტის მოსამზადებელი ეტაპები, შეარჩიონ ლოკაციები და გადამღები გუნდი, განსაზღვრონ დეპარტამენტების ფუნქციები და შეადგინონ გადაღების გეგმა, თაიმლაინი და PPM;
- ჩამოაყალიბონ პროექტის ვიზუალური კონცეფცია ჟანრის, კინოენის, ვიზუალური ესთეტიკისა და Moodboard-ის გამოყენებით; შექმნან სცენის კომპოზიცია, დაგეგმონ მსახიობებისა და კამერის მოძრაობა და მოამზადონ Storyboard;
- შეარჩიონ პროექტის კონცეფციის შესაბამისი მსახიობები, დაასაბუთონ საკუთარი არჩევანი და გამოიყენონ ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის მეთოდები შემოქმედებითი გადაწყვეტილებების წარსადგენად;
- ეფექტურად ითანამშრომლონ გადამღებ ჯგუფთან, გამოიყენონ სეტის პროფესიული ტერმინოლოგია და მართონ სამუშაო პროცესი პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან გადაღებისა და საბოლოო პროდუქტის მომზადებამდე;
- შეაფასონ მონტაჟის, ხმის დიზაინის, მუსიკის, ვიზუალური ეფექტებისა (VFX) და ფერის კორექციის როლი საბოლოო ნამუშევრის შექმნაში, ასევე სწორად იმუშაონ კლიენტისა და სააგენტოს უკუკავშირსა და ცვლილებებზე;
- გააანალიზონ ფილმების, მუსიკალური ვიდეოებისა და სარეკლამო რგოლების ვიზუალური თხრობა, გამოიყენონ ვიზუალური ანალიზის უნარები და დაასაბუთონ საკუთარი სარეჟისორო გადაწყვეტილებები;
- განსაზღვრონ პროექტის მასშტაბი, შეაფასონ სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაოს სავარაუდო ღირებულება და შეადგინონ სარეკლამო პროექტის ბიუჯეტი;
- მოამზადონ და წარადგინონ სარეკლამო პროექტი, წარმოაჩინონ მისი კონცეფცია, სამუშაო სტრუქტურა და განხორციელების ეტაპები, გააანალიზონ მიღებული შედეგი და შეაფასონ საკუთარი გადაწყვეტილებების ეფექტიანობა.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
ინგლისური ენის ცოდნა (A2-B1).
ლექტორის პორტფოლიო
Director | Creative Director | Art Director
- ლევან ბაბუციძე არის რეჟისორი კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით, რომელიც აერთიანებს კონტენტის წარმოებას, ვიზუალურ კომუნიკაციასა და კრეატიული პროცესების მართვას;
- 2023 წლიდან არის Freelance Director, სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას აერთიანებს რეჟისორულ ხედვასა და კრეატიული იდეების პრაქტიკულ განხორციელებას;
- 2023-2024 წლებში მუშაობდა Tegeta-ში კონტენტ პროდაქშენის დირექტორად, სადაც პასუხისმგებელი იყო კონტენტ პროდაქშენის მიმართულებაზე;
- 2021-2023 წლებში მუშაობდა იმავე კომპანიაში პროდიუსერად, მონაწილეობდა კონტენტის წარმოებისა და შესაბამისი პროცესების ორგანიზებაში;
- 2021 წელს მუშაობდა არტ დირექტორად კრეატიულ სააგენტო Watergunz-ში, სადაც მისი საქმიანობა ვიზუალური კონცეფციებისა და კრეატიული გადაწყვეტების მიმართულებას უკავშირდებოდა;
- 2017-2019 წლებში მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად სააგენტო Leavingstone-ში, სადაც მიიღო გამოცდილება ვიზუალური კომუნიკაციისა და დიზაინის მიმართულებით;
- კინემატოგრაფიისა და კინო/ვიდეოპროდაქშენის მიმართულებით სწავლობდა GIPA-ში, სადაც პროფესიული განათლება კინოსა და ვიდეოწარმოების სფეროში განივითარა;
- Caucasus University-ში სწავლობდა ხელოვნებისა და მედიის მენეჯმენტს, რაც მის პროფესიულ გამოცდილებას კრეატიული ინდუსტრიის მართვის მიმართულებით ავსებს.
- ლევანის პორტფოლიო: https://levanbabutsidze.myportfolio.com/
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67