0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
1.5 თვე • 12 შეხვედრა • 25 სთ
თარიღი
6 აპრილი
ორშაბათი 20:00 - 22:00 სთ ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
1190 ₾
განვადებით 37 ₾-დან

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მაღალხარისხიანი ვიზუალების გენერაციას (Midjourney, Flux.1, DALL-E, Nanobanana), ვიდეოების წარმოებას (Sora, RunwayML, Pika, HeyGen), მუსიკის გენერაცია და ხმის კლონირებას (Suno, ElevenLabs) და პრეზენტაციების აწყობას Gamma-თი. ინოვაციური მეთოდოლოგიებით (SCAMPER, TRIZ, Miro Assist) ისინი შეძლებენ იდეების ვალიდაციასა და MVP-ის დაგეგმვას.

ყურადღება დაეთმობა კვლევას, ანალიტიკასა და პროდუქტიულობას Perplexity-ის, NotebookLM-ის, Notion AI-ისა და Google Workspace AI-ის დახმარებით. მონაწილეები ააწყობენ მარტივ ავტომატიზაციებს (Make.com, n8n), შექმნიან ვებ აპლიკაციებს No-code პლატფორმებით (Lovable.dev).

მსმენელები დააკონფიგურირებენ პერსონალურ Custom GPT-ებსა და Claude Projects-ს საკუთარი ცოდნის ბაზით, შეისწავლიან მონაცემთა უსაფრთხოებასა და AI ეთიკას და წარადგენენ დასკვნით Capstone პროექტს. 

პროგრამა უზრუნველყოფს AI-ს სრულ ინტეგრირებას ნებისმიერ პროფესიაში, ოპტიმიზებული Workflow-ების შექმნას და პროდუქტიულობის მაქსიმალურ ზრდას.


AI კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • ახსნას, რა არის გენერატიული ხელოვნური ინტელექტი, რით განსხვავდება ტრადიციული AI-ისგან და შეადაროს წამყვანი მოდელები: ChatGPT (OpenAI), Claude (Anthropic), Gemini (Google) და Grok (xAI);
  • გამოიყენოს ChatGPT-ის ინტერფეისი, ძირითადი ფუნქციები და გაიგოს AI-ის ევოლუცია LMSYS Chatbot Arena-ს რეიტინგებზე დაყრდნობით;
  • დაწეროს მარტივი პრომპტები ყოველდღიური ამოცანებისთვის და გამოიყენოს CLEAR Framework სტრუქტურირებული მოთხოვნების შესაქმნელად;
  • განასხვავოს Few-shot და Zero-shot Learning ტექნიკები და გამოიყენოს Chain-of-Thought მიდგომა რთული ამოცანებისთვის Claude-ის (დიდი კონტექსტისთვის) და Gemini-ს მეშვეობით;
  • შექმნას როლზე დაფუძნებული პრომპტები სხვადასხვა სცენარისთვის და აწარმოოს ტექსტი სხვადასხვა ფორმატში (სტატია, პოსტი, ელფოსტა, ანგარიში) Claude-ის გამოყენებით (განსაკუთრებით ქართულ ენაზე);
  • აკონტროლოს ტონი და სტილი აუდიტორიის მიხედვით, შეაჯამოს და დაარედაქტიროს ტექსტები ChatGPT-ისა და Notion AI-ის მეშვეობით;
  • გამოიყენოს AI ბრეინშტორმინგისთვის და ახალი იდეების გენერაციისთვის ინოვაციური ფრეიმვორკების (SCAMPER, TRIZ) და Miro (Miro Assist) ვირტუალური დაფის დახმარებით;
  • მიიღოს სწრაფი და ზუსტი პასუხები სამუშაო კითხვებზე Perplexity-ით, გადაამოწმოს ფაქტები, შეაფასოს წყაროს სანდოობა და გამოიყენოს NotebookLM დოკუმენტების სიღრმისეული ანალიზისთვის;
  • შეაფასოს და დაავალიდიროს იდეები AI-ის დახმარებით, შეადაროს ვარიანტები და დაგეგმოს MVP (Minimum Viable Product) კონცეფცია;
  • გამოიყენოს AI მომხმარებელთა მომსახურებაში (Customer Service), გაყიდვებსა და მარკეტინგში, მოარგოს ტექნოლოგია თავის კონკრეტულ ინდუსტრიას და განავითაროს პრაქტიკული Use Case-ები;
  • შექმნას ოპტიმიზებული სამუშაო ნაკადები (Workflow-ები) რუტინული ამოცანებისთვის, ააწყოს პერსონალური პრომპტების ბიბლიოთეკა და გაზომოს პროდუქტიულობა Notion AI-ის ინტეგრაციით;
  • შექმნას მაღალი ხარისხის სურათები Midjourney, DALL-E, Flux.1 და Canva AI-ის გამოყენებით, დაწეროს ეფექტური ვიზუალური პრომპტები და დაამუშაოს გამოსახულებები Nanobanana-თი;
  • შექმნას პროფესიონალური პრეზენტაციები და ვებგვერდები Gamma-თი, აწარმოოს მუსიკა Suno AI-ისა და Udio-ს მეშვეობით და გამოიყენოს ElevenLabs ხმის გენერაციისა და Voice Cloning-ისთვის;
  • შექმნას ვიდეოკონტენტი RunwayML, Pika, Sora და HeyGen-ით (ავატარები/თარგმნა), მოახდინოს ოპტიმიზაცია YouTube-ისა და TikTok-ისთვის და ააწყოს ავტომატიზაცია Make.com, n8n ან Zapier პლატფორმებით;
  • შექმნას ვებ აპლიკაციები Lovable.dev-ით, გამოიყენოს Cursor, Bolt.new და Replit Agent კოდირებისთვის, დააკონფიგურიროს Custom GPTs/Claude Projects და წარადგინოს ფინალური Capstone პროექტი ეთიკისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.


ლექტორის შესახებ: 

  • გიორგი ბასილაია 25 წელზე მეტია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და ამ პერიოდში გაიარა გზა მკვლევრიდან უნივერსიტეტის პროფესორამდე და დამწყები ტექნიკოსიდან IT დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე;
  • გიორგის გამოცდილება აერთიანებს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ისე პრაქტიკულ მენეჯერულ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, IBM, Dell, HP-Enterprise, VMWare და სხვა;
  • მისი საქმიანობის მიმართულებებია:
    • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეალურ ამოცანებში და პროფესიულ სფეროებში;
    • კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული სისტემების დაცვა;
    • No-Code და ავტომატიზაციის ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს;
    • განათლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
  • გიორგი არის:
    • 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში (3388 ციტირებით Google Scholar-ის მიხედვით);
    • 10 საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი;
    • 18 საერთაშორისო კვლევითი პროექტისა და გრანტის მონაწილე ან ხელმძღვანელი (NATO, USAID, ERASMUS და სხვ.).
  • მისი სწავლების სტილი დაფუძნებულია პრაქტიკაზე - ყოველი თეორიული თემის შემდეგ სტუდენტები მუშაობენ რეალურ ამოცანებზე. ეს მიდგომა კურსს აქცევს არა მხოლოდ ინფორმაციულს, არამედ პრაქტიკულ გზამკვლევად, რომელიც აუდიტორიას ეხმარება AI-ის ინტეგრირებაში საკუთარ სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

AI ინჟინერი (ხელოვნური ინტელექტი) AI ანალიტიკოსი (ხელოვნური ინტელექტი) AI ჩეთბოტების დეველოპერი (ხელოვნური ინტელექტი) AI ალგორითმების დეველოპერი (ხელოვნური ინტელექტი) AI ტრენერი (ხელოვნური ინტელექტი) AI მკვლევარი (ხელოვნური ინტელექტი) AI დეველოპერი (ხელოვნური ინტელექტი)

კურსის შეფასებები

ფაქტობრივად 0-დან დავიწყე და ძალიან ინფორმატიული და საჭირო აღმოჩნდა ჩემთვის. ზოგადი წარმოდგენა შემექმნა თუ შემდგომში როგორ და რა მიმართულებით შემიძლია განვიღრმავო ცოდნა. გიორგი ძალიან კარგი ლექტორია. რაც მთავარია, თვითონ უყვარს და აინტერესებს თავისი საქმე, რაც გადამდები და მამოტივირებელია სწავლის პროცესში <3

მსგავსი კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.
DATA ANALYTICS WITH PYTHON

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.
Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.
Front-end Development with React.JS

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.
IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

ყველა კურსი

სასურველი კურსები