Facebook pixel
მენიუ

როგორ გავხდი ქოფირაითერი - ქეთი ალავერდაშვილის ბლოგი

როგორ გავხდი ქოფირაითერი - ქეთი ალავერდაშვილის ბლოგი

მე ვარ ქეთი. და მიყვარს წერა. 

სულ მინდოდა დახვეწილად და საინტერესოდ მეწერა, მხოლოდ საჭირო სიტყვების გამოყენებით. რამდენიმე თვეა ამ მიზანს მივუახლოვდი, თანაც საკმაოდ მოკლე დროში. დღეს უკვე ყოველდღიურ პრაქტიკაში ვცდილობ - ვწერო უკეთ. მინდა თითოეულ სიტყვას მოვუფრთხილდე. ჩემს ყოველ ნაწერზე განსაკუთრებით ვზრუნავ. 

მე დამწყები ქოფირაითერი ვარ. ეს სფერო 24 წლის ასაკში აღმოვაჩინე. 

ერთ ლამაზ დღეს ჩავრთე სმარტ აკადემიაში ჩატარებული ღია ლექციის ვიდეო: ,,რა საჭიროა ორი სათაური, ანუ როგორ ვწეროთ ვებ-გვერდის ტექსტები’’. პირველ რიგში, ყურადღება სათაურმა მიიქცია. მეორე რიგში - ლექციის შინაარსმა. ამ უკანასკნელმა მიმახვედრა, რომ UX/UI ქოფირაითინგის კურსის გავლის შემთხვევაში მეც ვისწავლიდი მიმზიდველი სათაურებისა თუ ტექსტების წერას. 

მართალი აღმოვჩნდი. ქეთი დიასამიძემ 10 შეხვედრაში ახალი პროფესია მაჩუქა. ახლა მარტივად შემიძლია მარკეტინგული ტექსტების შედგენა. ვქმნი ქოფებს როგორც სოციალური მედიის, ისე ვებ-გვერდებისთვის.

ვისაც ქოფირაითინგი აინტერესებს, მათთვის ეს კურსი ნამდვილი სამოთხე იქნება. აქ ისწავლება: ლაკონურად წერა, სათაურისა და ქვესათაურის სწორად შედგენა, ტექსტის სტრუქტურისა და თანმიმდევრობის დალაგება, ქოფირაითინგის ფორმულები, ვებ-გვერდზე არსებული ღილაკების მნიშვნელობა და მთლიანი საიტის ტექსტების შედგენა. 

ქოფირაითინგით დაინტერესებული ადამიანები ვიგებთ: როგორ მივანიჭოთ მნიშვნელობა თითოეულ დაწერილ სიტყვას.

ქეთი დიასამიძისგან იმდენად დადებითი ენერგია მოდის, საერთოდ რომ არ ჩამეთვალა ეს სფერო საინტერესოდ, ლექტორი მაინც შემაყვარებდა. ქეთი ყოველი სიტყვის წარმოთქმაში მხარს გვიჭერდა. საბოლოოდ, იმაზე ბევრად მეტი რესურსი გაგვიზიარა, ვიდრე სილაბუსში იყო მოცემული.

სმარტ აკადემიაში 2 კურსი გავიარე: ჯერ კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი, შემდეგ UX/UI ქოფირაითინგი. ამ ორმა პროგრამამ შინაარსობრივად საოცრად შეავსო ერთმანეთი. ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გააღრმავა. ვისაც მარკეტინგი აინტერესებს, სურს შექმნას საინტერესო კონტენტი და წეროს მიმზიდველი ტექსტები, მათთვის ეს ორი პროგრამა მისწრებაა.

ჯერ კიდევ პირველი კურსის შესწავლისას დავიწყე სტაჟირება ციფრულ სააგენტო - Smart Web-ში. როცა ორივე კურსი წარმატებით დავასრულე (90+ ქულაზე), ამავე კომპანიაში დავიწყე მუშაობა. პერიოდულად, ვიღებ სხვა შეკვეთებსაც. დღეს მე სხვადასხვა კომპანიისთვის ვწერ სტატიებს, ვქმნი ქოფებს სოციალური მედიის გვერდებისთვის, ვმუშაობ სლოგანებზე, ვადგენ ვებ-გვერდის ტექსტებს, ვქმნი კონტენტს…

შემიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბრო თათია დოლიძეზე და ქეთი დიასამიძეზე. თამამად ვიტყვი, რომ ამ ორმა ლექტორმა სწავლის პროცესი შემაყვარა. ეს კი მათი პროფესიონალიზმისა და სტუდენტებთან სწორი კომუნიკაციის დამსახურებაა. საოცარ შეგრძნებებს იწვევს ორი არაჩვეულებრივი კურსისგან მიღებული ცოდნის ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენება. 

ეს არის ჩემი და სმარტ აკადემიის მოკლე ისტორია. ვფიქრობ, ორივეს გაგვიმართლა, ერთმანეთი რომ აღმოვაჩინეთ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია