Facebook pixel
მენიუ

თუ წერა გიყვარს: 5 მაღალანაზღაურებადი პროფესია

თუ წერა გიყვარს: 5 მაღალანაზღაურებადი პროფესია

ამბობენ, წერით ფულს ვერ იშოვიო. ეს ალბათ, იმიტომ, რომ კარიერის წერასთან დაკავშირებისას მხოლოდ რომანისტები და ესეისტები გვახსენდება. სინამდვილეში, კი წერის მოყვარულებს მაღალშემოსავლიანი საქმიანობის შესწავლის ფართო არეალი აქვთ. 
თუ მათ შორის ხარ, იცოდე, რომ კარიერის ამ 5 მიმართულებიდან ერთ-ერთი მხრივ განვითარების შემთხვევაში, ჰობის პროფესიად აქცევ.

მაშ ასე - 5 საოცარი პროფესია, თუ  სიტყვები გიყვარს:

კომუნიკაციის სპეციალისტი

კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად, ამზადებს კომუნიკაციის სტრატეგიას, წერს სარეკლამო ტექსტებს პრესრელიზებისთვის, ბროშურებისა და მედიისთვის, პასუხისმგებელია ბიზნესის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმაზე, დავების გადაწყვეტის დროს ფასილიტატორის როლშია. ამ ყველაფერში მას გამართულად, დახვეწილად წერის უნარის სჭირდება. 

ქოფირაითერი; UX/UI ქოფირაითერი

ქოფირაითინგი არის წერა მარკეტინგული მიზნებისთვის. ის ბევრ ასპექტს მოიცავს. UX/UI ქოფირაითინგი მრავალგვარი სახელით შეიძლება შეგვხვდეს და გულისხმობს ტექსტის შექმნას საიტებისა თუ აპლიკაციებისათვის. აბრევიატურები ასე იშიფრება: UX (User Experience) მომხმარებლის გამოცდილებას ნიშნავს, UI (User Interface) კი მომხმარებლის თვალით დანახულ ინტერფეისს გულისხმობს. 
თუ ქოფირაითერი, პირველ რიგში, ბიზნესისა და ბრენდის ინტერესების მიხედვით მოქმედებს, UX ქოფირაითერის მთავარი მიზანი მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაა. 

სოციალური მედია მენეჯერი

დღეს, კომპანია სოციალური მედიის გარეშე წარუმატებლობისთვისაა განწირული. მიუხედავად ამ ამბიციური ფრაზისა, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც სოციალური ქსელების შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს.
სოციალური მედია მენეჯერი შუამავალია კომპანიასა და მის მომხმარებელს შორის. მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. 
გარდა იმისა, რომ სოციალური მედია მენეჯერის მიზანი პოტენციური კლიენტებისთვის საკუთარი პროდუქტის გაცნობაა, ის ვირტუალურ სამყაროში კომპანიის წარმომადგენელია. მუშაობს ციფრული არხების სტრატეგიის შემუშავებაზე, წერს ორიგინალურ პოსტებს, ხელს უწყობს მათ გავრცელებას და აანალიზებს აუდიტორიის ჩართულობას. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მიზანი კომპანიის პოზიტიური კუთხით წარმოჩენაა. ის ურთიერთობს საზოგადოებასთან, ჟურნალისტებთან, კომპანიის პოტენციურ თუ არსებულ პარტნიორებთან და ა.შ. წერილობითი კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ ტექსტის შინაარსი, არამედ სტილი. ეს კომპანიის იმიჯის ერთ-ერთი განმსაზღვრელია. 

ამასთან, ისინი მწერლებს, ბლოგერებსა თუ ჟურნალისტებს თავიანთი კომპანიის შესახებ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისკენ უბიძგებენ. ასეთ შემთხვევაში, მას უნდა შეეძლოს გრამატიკული ხარვეზების აღმოჩენა და გასწორება. ზოგ შემთხვევაში, მენეჯერს უფლება აქვს ჩაერიოს შეკვეთილი ნამუშევრის შინაარსსა თუ ფორმაში. 

კონტენტ მენეჯერი 

პასუხისმგებელია კომპანიის ვებგვერდსა თუ ციფრულ არხებზე განთავსებული ბლოგების, სტატიებისა და პოსტების შინაარსსა და ხარისხზე.  ის იკვლევს, საზოგადოების ინტერესის სფეროებს, რის შემდეგაც პოულობს თანაკვეთას მკითხველის მოთხოვნებსა და კომპანიის სტრატეგიულ ხედვას შორის. მასალის შინაარსი შეიძლება, აშკარად ორიენტირებული იყოს ბიზნესზე ან უბრალოდ, მოთხრობილი იყოს საინტერესო ამბავი, რაც კომპანიასთან ნაწილობრივაა კავშირში.

ამ პროფესიებში თავის დასამკვიდრებლად შესაძლოა, უნივერსიტეტის დიპლომი არ დაგჭირდეს, თუმცა მხოლოდ წერითი უნარები საკმარისი არაა. კვალიფიციურ კადრს უნდა ჰქონდეს კარგი ანალიზის უნარი, ფლობდეს SEO-ს და იცოდეს ხრიკები, რაც სტრატეგიულ წერაში დაეხმარება. ამ უნარების შეძენა სმარტ აკადემიის კურსებზე შეგიძლია. 

წერის მოყვარულებს ჰობის პროფესიად ქცევა, სმარტ აკადემიაში 3 განსხვავებული კურსის გავლით შეგიძლიათ:

  • UX/UI ქოფირაითინგი - კურსის შესახებ იხილე აქ.
  • კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი - კურსის შესახებ წაიკითხე აქ.
  • სოციალური მედია - საბაზისო კურსი - ვრცლად წაიკითხე  აქ. 


სხვა სტატიები

ყველა სტატია