გრაფიკული დიზაინის კურსი
- ლექტორი სოფია საბიაშვილი
- შეხვედრები Hybrid, 2 თვე, 16 შეხვედრა - 42 სთ
-
დაწყების თარიღი
26 სექტემბერი
-
სამშაბათი 20:00 - 22:00 სთ
პარასკევი 20:00 - 22:00 სთ

ღირებულება 1390 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
დაწყების თარიღი
👇
26 სექტემბერი, სამშაბათი-პარასკევი, 20:00-22:00
16 დეკემბერი, სამშაბათი-პარასკევი, 20:00-22:00
კურსის მიზანი
გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით.
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
რას ვისწავლი?
გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop და Adobe Illustrator) ტექნიკური ცოდნა და Adobe Indesign-ის პროგრამის ძირითადი პრინციპები საკუთარი იდეების დამუშავებისა და გაცოცხლებისთვის.
გრაფიკული დიზაინის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლები
- საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადება
- ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა
- მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობა
- მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნა
ლექტორის შესახებ:
- სოფია საბიაშვილი არის გრაფიკოს დიზაინერი;
- აქვს 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე;
- მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: Bravo Works, Creators Turkey, Betlive.club;
- ამჟამად მუშაობს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა ALL-P GROUP, Element Holding, Element Construction;
- პორტფოლიო: https://www.behance.net/aihpos
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜