3D მოდელირება: როგორ შევქმნათ ბინის დიზაინი
- სპიკერი ლელი შევჩენკო
- დაწყების თარიღი 16 მაისი, 20:00 საათი
- Online
? 16 მაისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ინტერიერის დიზაინის უფასო მასტერკლასზე: "3D მოდელირება: როგორ შევქმნათ ბინის დიზაინი"
⚡️ ლელი შევჩენკო მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას, გვიამბობს როგორ გახდა ინტერიერის დიზაინერი და Live რეჟიმში შექმნის ინტერიერის დიზაინს ბინისთვის
☀️ ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:
✨ რატომ უნდა ჰქონდეს დამწყებ სპეციალისტს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა
✨ დასაქმების რა შესაძლებლობები აქვთ ინტერიერის დიზაინერებს
✨ რა არის ის უნარები და ინტერესები, რაც უნდა ჰქონდეს ინტერიერის დიზაინერს
?♀️ ვინ არის ლელი შევჩენკო?
? ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად
✨ მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული განყოფილება და სხვა
✨ ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;
✨ ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;
✨ ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან შექმნა 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;
✨ ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;
✨ იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;
✨ ლელი შევჩენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი - https://www.facebook.com/leli.shevchenko
? დასწრება თავისუფალია
? დარეგისტრირდი მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 0322 12 10 25