IT ბიზნეს ანალიზის კურსი
IT ბიზნეს ანალიზის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ბიზნეს ანალიზის პროცესის სრულყოფილი, პრაქტიკული ცოდნა - ბიზნესისა და პრობლემების ანალიზიდან მოთხოვნების მოპოვების, დოკუმენტირების, მოდელირების, მართვისა და შეფასების ჩათვლით. კურსი ასევე მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობას, სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და API ინტეგრაციების საფუძვლებს, პროექტის ცვლილებებისა და რისკების მართვას, დეველოპმენტის ციკლის ძირითად ეტაპებს და AI-ის გამოყენებას ბიზნეს ანალიზში. პროგრამა ეფუძნება პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ქეისებს, შუალედურ შეფასებებსა და ფინალურ პროექტს.
IT ბიზნეს ანალიზის კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- ახსნან ბიზნეს ანალიტიკოსის როლი, პასუხისმგებლობები, კომპეტენციები და პროექტში შექმნილი ღირებულება;
- გამოიყენონ ბიზნესისა და პრობლემების ანალიზის ძირითადი მოდელები, ფრეიმვორქები და ინსტრუმენტები;
- აღწერონ SDLC-ის ძირითადი ეტაპები და განასხვავონ Agile და Waterfall მიდგომები;
- მოიპოვონ, გააანალიზონ, დააპრიორიტეტონ, დაადოკუმენტირონ და მართონ მოთხოვნები;
- შეადგინონ User Story-ები, Use Case-ები და მოთხოვნებთან დაკავშირებული ძირითადი არტეფაქტები;
- გამოიყენონ მოთხოვნების ვიზუალიზაციისა და მოდელირების ძირითადი ტექნიკები, მათ შორის Flowchart, Swimlane, Use Case, Activity Diagram და BPMN;
- მოახდინონ დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ანალიზი და ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვა;
- გამოიყენონ მონაცემთა ბაზების, API-ებისა და სისტემური ინტეგრაციების ძირითადი პრინციპები ბიზნეს ანალიზის პროცესში;
- დაყონ პროექტი და მოთხოვნები მართვად კომპონენტებად და შეაფასონ სამუშაოს მოცულობა;
- გამოავლინონ და მართონ პროექტთან დაკავშირებული ცვლილებები და რისკები;
- აღწერონ დეველოპმენტის, ტესტირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი პროცესები;
- გამოიყენონ AI ინსტრუმენტები და ეფექტური პრომფთინგის პრინციპები ბიზნეს ანალიზის ამოცანებში;
- მოამზადონ/წარადგინონ ბიზნეს ანალიზზე დაფუძნებული ფინალური პროექტი.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- მონაწილეს სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
- კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
Lead Business Analyst @ Epam
- ციცინო აბჟანდაძეს აქვს 8+ წლიანი სამუშაო გამოცდილება IT და ბიზნეს ანალიზის სფეროში, სხვადასხვა როლის ფარგლებში, მათ შორის: Business Analyst, Senior/Lead Business Analyst, Systems Analyst, Product Owner;
- ამჟამად მუშაობს Lead Business/Systems Analyst-ის პოზიციაზე EPAM Systems-ში, სადაც ჩართულია AI პროექტში - იურიდიული მართვის სისტემისთვის ვირტუალური ასისტენტის შექმნაში;
- გააჩნია გამოცდილება სხვადასხვა დომენში: EIM, იურიდიული ოპერაციები, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მიმართულება და ERP გადაწყვეტილებები (მათ შორის Business Central, OpenText Document Management);
- ფლობს ისეთი ხელსაწყოების პრაქტიკულ გამოცდილებას, როგორიცაა Jira, Confluence, Azure DevOps, Camunda , Draw.io და ა.შ. ;
- არის PMI-ACP სერტიფიცირებული, Certified Technical Interviewer, Assessment committee expert, ატარებს ტექნიკურ გასაუბრებებს და მუშაობს BA გუნდის მართვასა და მენტორობაზე;
- აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსებში (კავკასიის უნივერსიტეტი) და დამატებითი პროფესიული სერტიფიკატები IT ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებით.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
IT ბიზნეს ანალიზის კურსი
4.9 • 30 შეფასება