0
მენიუ
banner banner

ქოფირაითინგის ძალა: როგორ ავალაპარაკოთ ბრენდი?



📌 სმარტ აკადემია 17 მარტს, 21:00 საათზე გიწვევს ღია ლექციაზე ,,ქოფირაითინგის ძალა: როგორ ავალაპარაკოთ ბრენდი?''

📌 ყველა ბრენდს სჭირდება განსაზღვრული სასაუბრო ენა, იგივე Tone Of Voice, რომლითაც ის მომხმარებლებს ელაპარაკება

✔️ შეამჩნევდი, რომ ზოგიერთი კომპანია ფორმალური და აკადემიური სტილით გვესაუბრება, ზოგიერთს კი უშუალო, მეგობრული ტონი აქვს და ხშირად შენობით მოგვმართავენ

✍️ ქოფირაითერი არის ადამიანი, რომელიც კომპანიის სალაპარაკო ენის განსაზღვრაში თავიდანვე ჩართულია. სწორად შერჩეული Tone Of Voice ბრენდინგის შეუცვლელი კომპონენტია

✨ 17 მარტს, ქეთი დიასამიძე მოგვიყვება, თუ რა განსაზღვრავს ბრენდის სასაუბრო ენას და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

📌 ლექციაზე პრაქტიკული სავარჯიშოც გელოდება, რაც უკეთესად გაგარკვევს ბრენდის სასაუბრო ენის არსში

?‍♀️ ვინ არის ქეთი დიასამიძე?

📌 ქეთი დიასამიძე არის TBC Bank-ის უფროსი UX მწერალი

📌 მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს UX/UI ქოფის, ბრენდინგს, ბლოგებს, ვიდეოებს, სცენარებსა და ვოისოვერებს

📌 ქეთის აქვს გამოცდილება როგორც კრეატიული, ასევე UX/UI ქოფირაითინგის მიმართულებით. თანამშრომლობს National Geographic საქართველოსთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან

📌 უმუშავია ისეთი ბრენდების ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა TBC Business, m², Eurocredit და სხვა. 3 წლის განმავლობაში იყო adjarabet.com-ის ქოფირაითერი

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.
Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.
ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.
არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

ყველა კურსი

სასურველი კურსები