მითები და ფაქტები PR-ის შესახებ
PR-ის გავლენას ყოველდღიურად, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ. მიუხედავად ამ სიახლოვისა, არცერთი პროფესიის შესახებ იმდენი ჭორი არ გავრცელებულა, რამდენიც PR-ისა და კომუნიკაციების ირგვლივ გვსმენია. აქ ყველაზე გავრცელებულ მითებს დაგისახელებთ და რეალობასაც გაჩვენებთ:
მითი I: PR იგივე რეკლამაა.
რეკლამა, ისევე როგორც PR-ი, ხელს უწყობს ბრენდის შექმნას იმ განსხვავებით, რომ რეკლამაში ფულს იხდი ხილვადობისთვის, PR-ი კი თავად არის ხილვადობა. მომხმარებლისთვის ეს უკანასკნელი უფრო ცალსახა და სანდოა, ვიდრე ტრადიციული რეკლამა ანუ PR არ ნიშნავს რეკლამას, სტანდარტული გაგებით.
მითი II: PR მხოლოდ საუბარია
კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, პრესრელიზების მომზადება და დაგზავნა, კონფერენციებისა თუ სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება - ეს PR მენეჯერის მოვალეობებია და ამ ამ ყველაფრის პარალელურად, ცხადიაა, მას თავისი კომპანიის საზოგადოებისთვის გაცნობა, ხალხთან კომუნიკაცია უწევს. და მაინც, PR მხოლოდ საუბარი არ არის.
მითი III: PR მენეჯერები პროპაგანდისტები არიან
პროპაგანდა არის ადამიანების მანიპულირება იმისთვის, რომ გააკეთებინო ის, რაც მათ ინტერესებში არ შედის. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალები მსგავს ტექნიკას თავს არიდებენ.
მაყურებელი თუ მკითხველი არასოდეს ყოფილა უფრო დახვეწილი ვიდრე დღეს. ახლა მათ ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროების მთელი ნაკრები აქვთ. PR მენეჯერებმა იციან, რომ ხალხს ვერ მოატყუებ.
მითი IV: პიარი აღარ არის მნიშვნელოვანი, რადგან ბეჭდური მედია მკვდარია.
კარგი და რას იტყვით ონლაინგამოცემებზე? ეს არის ციფრული პიარი, რომელსაც კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და სანდობის გასაზრდელად უფრო და უფრო მეტი ბიზნესი იყენებს.
მითი V: PR ზრდის გაყიდვებს
პირდაპირ გეტყვით - PR-ით ვერ გამდიდრდებით. ცხადია, კარგი პიარ სტრატეგია აისახება გაყიდვების ზრდაზე, თუმცა ეს მისი პირველადი მიზანი სულაც არაა. PR ბრენდის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და რეპუტაციის მართვას ემსახურება.
მითი VI: PR მარტივი საქმეა
„წვეულებების დაგეგმვას რა უნდა?!“, „ლაპარაკში უხდიან ფულს“ და (პრემიასაც!) მსგავსი ფრაზები, ალბათ, ხშირად გსმენიათ. თუმცა ამ ფრაზების არარეალურობაში ზემოთ ჩამოთვლილი მითების გაქარწყლების შემდეგაც დარწმუნდებოდით.
მითი VII: კარგი პიარი მხოლოდ ყოფილ ჟურნალისტებს შეუძლიათ
შესაძლოა, ყოფილი ჟრნალისტები კარგი PR მენეჯერები არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციას ჟურნალისტის კვალიფიკაციის გარეშე ვერ შეძლებ. აქვ ეგეტყვი, რომ PR მენეჯერს მრავალმხრივი, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა სჭირდება. ამ უნარების გამომუშავება კი ჩვენთან, სმარტ აკადემიაში შეგიძლია. კურსს - PR პრაქტიკაში კინოთეატრ „კავეას“ PR მენეჯერი მაია სიხარულიძე წარუძღვება.
დარეგისტრირდი აქ.