Facebook pixel
მენიუ

PR პრაქტიკაში

PR პრაქტიკაში

ღირებულება - 1090 ₾ 850 ₾

განვადებით - თვეში 39 ₾-დან

დარეგისტრირდი
ნახე სილაბუსი

კურსის მიზანია მსმენელებმა ისწავლონ PR-ის პრაქტიკაში გამოყენება, გაიგონ სწორი საკომუნიკაციო ენის მნიშვნელობა, მედიასთან ურთიერთობისა და აუდიტორიასთან მუშაობის წესები, ისწავლონ რეპუტაციის მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტების ფლობა, ამბის ეფექტურად თხრობა, კრიზისების პრევენცია, მათი მართვა და ა. შ. 

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ 

კურსის მსმენელებს შეეძლებათ

ვისთვისაა საინტერესო ეს კურსი?

„PR პრაქტიკის“ ეს ჰიბრიდული კურსი განსაკუთრებით გამოადგებათ 

კურსის ყველა მონაწილე პირადად მიიღებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს იმ ადამიანებისგან, ვინც ქვეყანაში ქმნის ახალ ამბებს, როგორც ნიუს-რუმებში, ისე კაბინეტებსა და ოფისებში, საჯარო და კერძო სექტორიდან. საავტორო კურსის - „PR პრაქტიკაში“ მონაწილეების მიერ შესრულებული საუკეთესო ნამუშევრები გაშუქდება წამყვანი მედია საშუალებების მიერ, კურსის ფარგლებში დაგეგმილი 12 შეხვედრის განმავლობაში.

ლექტორის შესახებ

მაია სიხარულიძე მედიაში 10, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კი 20 წელია მუშაობს და სულ მალე ის „სმარტ აკადემიაში“ კომუნიკაციის, მედიის, რეპუტაციის, კრიზისების მართვის და მასთან მომიჯნავე სფეროთი დაინტერესებულ მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

მაია სიხარულიძეს მარკეტინგისა და PR-ის სფეროში უდიდესი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად ხელმძღვანელობს კინოთეატრების ქსელის „Cavea” PR-ს. სხვადასხვა წლებში კი,  ხელმძღვანელობდა კინოთეატრების „რუსთაველი“, „ამირანი“, პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალ „Gem Fest”-ის, სარეკლამო კომპანია  „სარკის“ (კლუბი „16 რაუნდი“,  კინოთეატრი „ახმეტელი“, „პეპსი“, აქსის თაუერსი“, და სხვა) სხვადასხვა პროექტების მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებას. მუშაობდა „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. საინტერესოა, რომ ქართულ გამოცდილებასთან ერთად, ის ლონდონში,  „PR ოფისში“ ინტერნად  ყოფნისას რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროპული მუშაობის სტილსა და სტანდარტს გაეცნო. 

მაია სიხარულიძეს, როგორც PR სტრატეგს, თეორიასთან ერთად პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილებაც დაუგროვდა არამხოლოდ PR -ის მიმართულებით, არამედ მედიაში 10 წლიანი მუშაობის განმავლობაში, როდესაც მან ყველა საფეხური გაიარა სტაჟიორობიდან რედაქტორამდე. სწორედ მედიაში მუშაობისას  გამოიმუშავა  საჭირო უნარები და  დაამყარა უმნიშვნელოვანესი კონტაქტები. 

მისი გამოცდილება მრავალფეროვანია არა მხოლოდ კერძო, არამედ საჯარო სექტორშიც. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა: 

პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მიღებული აქვს სხვადასხვა სამინისტროების,  ასევე საქვეუწყებო დეპარტამენტებისა და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების პირველი პირებისგან არაერთი მადლობის სიგელი. მაია სიხარულიძე, პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. 

ნახე სილაბუსი

რეგისტრაცია კურსზე
"PR პრაქტიკაში"

ღირებულება - 1090 ₾ 850 ₾

განვადებით - თვეში 39 ₾-დან

გთხოვთ ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ ჩაწეროთ გვარი
გთხოვთ ჩაწეროთ ელ. ფოსტა
გთხოვთ ჩაწეროთ ტელეფონი
კოდი არასწორია
გადახდა
განვადება

✅ რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა 🎉


Smart Academy-ს საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

GE44TB7156136020100004


საქართველოს ბანკი

GE10BG0000000162619287


შპს სმარტ გრუფი

ს/კ 400284553

გადახდის დანიშნულებაში მიუთითეთ მონაწილისა და კურსის სახელი