მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა 6 შეცდომა, რომელიც ბიზნესის ზრდას აფერხებს
6 შეცდომა, რომელიც ბიზნესის ზრდას აფერხებს
დამწყები ბიზნესის წარმატება მხოლოდ კარგი იდეით, საწყისი კაპიტალითა და ლოიალური მომხმარებლებით არ განისაზღვრება. ხშირად, სწორედ მაშინ, როცა ერთი შეხედვით ყველაფერი შეუფერხებლად ვითარდება, ბიზნესი ფარული, მაგრამ კრიტიკული საფრთხის წინაშე დგება.
საქმე ისაა, რომ ბიზნესის ზრდის პარალელურად, გეომეტრიული პროპორციით რთულდება ფინანსების მართვაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, დამფუძნებელმა თავიდანვე გაითვალისწინოს შესაძლო ფინანსური რისკები, დაგეგმოს ბიუჯეტი და რეგულარულად აკონტროლოს ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები.
6 შეცდომა, რომელიც ბიზნესის ზრდას აფერხებს

არაზუსტი ბიუჯეტირება
ბიუჯეტის ზედაპირულად დაგეგმვა ხარჯების უკონტროლო ზრდას იწვევს. მაშინ, როცა რეალური ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს იმას, რაც თავდაპირველად დაიგეგმა, ბიზნესი სწრაფად კარგავს ფინანსურ სტაბილურობას.
არასაკმარისი ფინანსური პროგნოზირება
მომავალი შემოსავლებისა და საჭიროებების წინასწარი, რეალისტური გათვლის გარეშე, ბიზნესი ბრმად მოქმედებს, რაც გრძელვადიანი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.
ფულადი ნაკადების (Cash Flow) შეუსაბამო მართვა
მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია შესაძლოა, ქაღალდზე მოგებიანი იყოს. მაგალითად, გაყიდვები მაღალია და შემოსავალიც კარგი. თუმცა, თუ ეს შემოსავლები ანგარიშზე დაგვიანებით ირიცხება, ხოლო მიმდინარე ვალდებულებების (ხელფასები, იჯარა, მომწოდებლები) დაფარვა მომენტალურადაა საჭირო, ბიზნესი ლიკვიდურობის კრიზისში ექცევა. შედეგად, ფორმალური მოგების მიუხედავად, კომპანიას ოპერაციული ხარჯების დასაფარად რეალური ნაღდი ფული აღარ გააჩნია.
სათადარიგო ფინანსური გეგმის არქონა
გაუთვალისწინებელი კრიზისებისა თუ ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის სათადარიგო გეგმის არქონამ შეიძლება კომპანია პარალიზებამდე მიიყვანოს.
სუსტი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება
იმპულსური გადაწყვეტილებები (მაგალითად, ნაადრევი მასშტაბირება ან გაუთვლელი ინვესტიციები) ხშირად, კატასტროფულად აისახება ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობაზე.
ფინანსური მონიტორინგისა და ანალიზის ნაკლებობა
როდესაც ბიზნესი რეგულარულად არ აკონტროლებს საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს, მენეჯმენტი პროცესებს რეალურად ვეღარ აღიქვამს. შედეგად, ხარვეზებისა და საფრთხის იდენტიფიცირება მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა კომპანია კრიზისსა და ჩიხშია, ვითარების გამოსწორება კი უკვე დაგვიანებულია.
როგორ შეძლებ ამ პრობლემების თავიდან აცილებას
იმისთვის, რომ დამწყები ბიზნესი ფეხზე მყარად დადგეს, აუცილებელია გამართული ფინანსური მოდელი, ბიუჯეტის მკაცრი კონტროლი და სწორი მენეჯმენტი.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შევქმენით სმარტ აკადემიაში ფინანსური მენეჯმენტის კურსი, რომელიც განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ბიზნესის ფინანსების ეფექტურად მართვა.
რას ისწავლი კურსზე?
კურსი მოიცავს 12 შეხვედრას (23.5 საათი) და დაგეხმარება:
- ფინანსური უწყისების წაკითხვასა და ანალიზი: ისწავლი ბალანსის, მოგება-ზარალისა და ფულადი ნაკადების უწყისების გარჩევასა და გამოყენებას.
- დაგეგმვა და ბიუჯეტირება: შეძლებ გაყიდვების, შესყიდვებისა და ფულადი ნაკადების (Cash Flow) ზუსტ დაგეგმვას.
- ხარჯების ოპტიმიზაცია: დაადგენ ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურას და იპოვი ნულოვანი მოგების წერტილს (Break-even point).
- საინვესტიციო გადაწყვეტილებები: გაიგებ, რა არის დისკონტირება, კაპიტალის ფასი და როგორ შეარჩიო მომგებიანი საინვესტიციო პროექტები.
- კრიტიკული მაჩვენებლების კონტროლი: ისწავლი საბრუნავი კაპიტალისა და დებიტორული მოთხოვნების ეფექტურ მართვას.
ვინ იქნება შენი მენტორი?
სმარტ აკადემიის ფინანსების მენეჯმენტის კურსს უძღვება დავით ხაჩიძე, KTW ჯგუფის ფინანსური დირექტორი, რომელსაც ქართული და საერთაშორისო კომპანიების (მათ შორის ავსტრიული United Energy Commodities, Citadel, ზარაფხანა) მართვის გამოცდილება აქვს. ამას გარდა, დავითი ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, სადაც სამაგისტრო კურსზე კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს კითხულობს.
დაეუფლე ფინანსების ეფექტურად მართვის უნარს სმარტ აკადემიაში.