0
მენიუ
banner banner

მთავარი ბლოგი დასაქმება/კარიერა კამერის პარამეტრები დამწყებთათვის: დიაფრაგმა, ექსპოზიცია ...

კამერის პარამეტრები დამწყებთათვის: დიაფრაგმა, ექსპოზიცია და ISO მარტივად

კამერის პარამეტრები დამწყებთათვის: დიაფრაგმა, ექსპოზიცია და ISO მარტივად

ფოტოგრაფიის შესწავლა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში - მაშინ, როცა ვიზუალური კონტენტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არამხოლოდ შემოქმედებითი უნარის განვითარება, არამედ ნებისმიერი ტიპის გარემოში ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობაცაა.

ფოტოკამერის შესაძლებლობების სრულად გამოყენება მაშინ შეგიძლია, როცა ავტომატური რეჟიმის მიღმა ხედავ და გესმის, რატომ მიიღე კონკრეტულ მომენტში სწორედ ასეთი შედეგი. ამისთვის აუცილებელია კამერის ხელით მართვის, ე.წ Manual Mode-ის საფუძვლების ცოდნა და ძირითადი პარამეტრების გააზრებულად გამოყენება.

იმისთვის, რომ კადრმა ზუსტად ისეთი სახე მიიღოს, როგორსაც ჩაიფიქრებ, ექსპოზიციის სამკუთხედი და მისი სწორად გამოყენება უნდა იცოდე. ესაა სამი ძირითადი ელემენტის ჰარმონიული სინთეზი: დიაფრაგმა (აპერტურა), ჩამკეტის სიჩქარე და ISO.

მაშ, ასე:

დიაფრაგმა 

განსაზღვრავს, რამდენი სინათლე მოხვდება კამერის სენსორზე და ამავდროულად, გავლენას ახდენს კადრის სიღრმის სიმკვეთრეზე. რაც უფრო ღიაა დიაფრაგმა, ობიექტივში მით მეტი სინათლე შედის და ფონის გაბლარვაც მარტივდება.  დახურული დიაფრაგმა კი კადრის უფრო დიდი ნაწილის მკვეთრად წარმოჩენის საშუალებას გაძლევს.

ჩამკეტის სიჩქარე 

ესაა დრო, რის განმავლობაშიც, კამერის ჩამკეტი ღიაა და ობიექტივიდან შემოსული სინათლე კამერის სენსორზე ხვდება. სწორედ ამ დროს აფიქსირებ გამოსახულებას.

ჩამკეტის სიჩქარე შესაძლოა, რამდენიმე წამიდან წამის მეათასედებამდე მერყეობდეს. ფოტოკამერაში ის, როგორც წესი, გამოისახება მნიშვნელობებით: 1/30, 1/60, 1/125, 1/250, 1/500 და ა.შ. მაგალითად, 1/250 ნიშნავს, რომ ჩამკეტი წამის 1/250-ის განმავლობაში ღიაა.

ამიტომაც, ჩამკეტის სიჩქარის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო არამხოლოდ ის, თუ რამდენად ნათელია გარემო, არამედ ისიც, როგორი ფოტო გჭირდება - მკვეთრად დაფიქსირებული, თუ მოძრაობის ეფექტით, (მაგალითად, სპორტულ შეჯიბრებებზე, როცა სპორტსმენი მუდმივ მოძრაობაშია და ამ დროს გადაღებაა საჭირო).

ISO

ISO სინათლის რაოდენობის გადაცემას არეგულირებს, რამდენიც ფოტოაპარატს ესაჭიროება სწორი ექსპონირებისთვის. მისი მნიშვნელობა ფოტოაპარატში გამოისახება მსგავსად: ISO = 50, 100, 200, 400,800 და ა.შ.

მარტივად რომ ვთქვათ, ISO-ს გაზრდა საშუალებას გაძლევს, დაბალი განათების პირობებში უფრო ნათელი კადრი მიიღო. განსაკუთრებით მაშინ, როცა დიაფრაგმისა და ჩამკეტის სიჩქარის შეცვლა სასურველი შედეგის მისაღებად საკმარისი აღარაა.

დაბალი ISO, ანუ: 100 ან 200, როგორც წესი, მაშინ გამოიყენება, როცა საკმარისი ბუნებრივი ან ხელოვნური სინათლე გაქვს. ასეთ პირობებში, ფოტოზე მეტი დეტალი იკვეთება და ხარისხიც მაღალია. ამიტომ, როცა განათება ამის საშუალებას იძლევა, ფოტოგრაფები ხშირად ცდილობენ ISO რაც შეიძლება დაბალ დონეზე შეინარჩუნონ.

ფოტოგრაფიის კურსი Smart Academy-ში 

თეორიული პარამეტრების გააზრება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თუმცა ნამდვილ პირველ ნაბიჯებს მაშინ დგამ, როცა ამ ინსტრუმენტებს საკუთარი ხედვის, განწყობისა და შემოქმედებითი ჩანაფიქრის გადმოსაცემად იყენებ.

თუ გსურს, ტექნიკური ცოდნა დახვეწო და ამავდროულად, უკეთ გაიგო, როგორ მართო კამერა ან გადაიღო ზუსტად ისეთი კადრი, როგორზეც დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდი, სმარტ აკადემიის ფოტოგრაფიის კურსი შენთვისაა.

კურსი 11 შეხვედრას (33 საათს) მოიცავს და Kikala Studio-სა და Kikala Factory-ის აღმასრულებელი დირექტორი და ფოტოგრაფი, ვახტანგ ალანია უძღვება. 

მისი საქმიანობა აერთიანებს კომერციულ და სტუდიურ ფოტოგრაფიას, ვიზუალურ წარმოებას, პროექტების მართვასა და განათლებას. პარალელურად, ასწავლის ფოტოგრაფიასა და გამოსახულების დამუშავებას.

კომერციული ფოტოგრაფიის მიმართულებით კი 500-ზე მეტი სარეკლამო პროექტი აქვს შექმნილი ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის. სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ კომპანიებთან და ბრენდებთან, როგორებიცაა: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, McDonald’s, Natakhtari, GPI Holding, Tegeta Motors და ACDelco;

რეგისტრაცია კურსზე

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები