ფოტოგრაფიის კურსი
ფოტოგრაფიის კურსი განკუთვნილია დამწყები ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც უკვე იცნობენ კამერის ძირითად ფუნქციებს, იწყებენ ხელით მართვის რეჟიმში (Manual Mode) მუშაობას და სურთ უკეთ გაიგონ, როგორ მოქმედებს თითოეული ტექნიკური გადაწყვეტილება საბოლოო ფოტოზე.
კურსი აერთიანებს კამერის ტექნიკურ შესაძლებლობებს, სინათლისა და სივრცის აღქმას, კომპოზიციასა და ვიზუალურ აზროვნებას. მონაწილეები შეისწავლიან, როგორ მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები სხვადასხვა სიტუაციაში და როგორ გამოიყენონ ფოტოგრაფიული ინსტრუმენტები კონკრეტული ხედვისა და ჩანაფიქრის გამოსახატად.
ფოტოგრაფიის კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- ხელით მართვის რეჟიმში (Manual Mode) გაცნობიერებულად მუშაობას;
- დიაფრაგმის, ჩამკეტის სიჩქარისა და ISO-ის მიზნობრივად გამოყენებას;
- მოძრაობის, სიმკვეთრის სიღრმისა და ექსპოზიციის კონტროლს;
- ფოკუსისა და ფოკუსური მანძილის შეგნებულად არჩევას;
- ბუნებრივი სინათლის ხასიათის ამოცნობასა და გამოყენებას;
- კომპოზიციური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას;
- ტექნიკური პარამეტრების დაკავშირებას ფოტოგრაფიულ ჩანაფიქრთან;
- საკუთარი ფოტოების გაანალიზებასა და მიღებული გადაწყვეტილებების ახსნას.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
კურსის გასავლელად მონაწილეს უნდა ჰქონდეს Manual Mode-ის მხარდაჭერის მქონე ფოტოაპარატი.
Photographer, Executive Director @ Kikala Studio, Kikala Factory
- ვახტანგ ალანია - ფოტოგრაფი, ლექტორი და კრეატიული ინდუსტრიის მენეჯერი. ამჟამად არის Kikala Studio-სა და Kikala Factory-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- კომერციული ფოტოგრაფიის მიმართულებით გადაღებული აქვს 500-ზე მეტი სარეკლამო პროექტი ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის. სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ კომპანიებთან და ბრენდებთან, როგორებიცაა: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, McDonald’s, Natakhtari, GPI Holding, Tegeta Motors და ACDelco;
- მისი საქმიანობა აერთიანებს კომერციულ და სტუდიურ ფოტოგრაფიას, ვიზუალურ წარმოებას, პროექტების მართვასა და განათლებას. პარალელურად ასწავლის ფოტოგრაფიასა და გამოსახულების დამუშავებას, პრაქტიკულ და ვიზუალურ სწავლებაზე ორიენტირებული მიდგომით.
- პორტფოლიო: https://vakhtangalania.com/
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67