0
მენიუ
banner banner

როგორ იცვლება განათლების ბაზარი და რა უპირატესობა აქვს მოკლევადიან კურსებს - მაკო ქურთიაშვილი სტუმრად "მონეტიზაციაში"

როგორ იცვლება განათლების ბაზარი და რა უპირატესობა აქვს მოკლევადიან კურსებს - მაკო ქურთიაშვილი სტუმრად "მონეტიზაციაში"

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში შრომის ბაზარი უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება. კარიერული წინსვლისთვის არსებული ცოდნა აღარ არის საკმარისი. დღეს გადამწყვეტი კომპეტენციის მუდმივი ამაღლება და ახალ რეალობასთან სწრაფი, მოქნილი ადაპტირებაა. ამ დინამიკურ პროცესში, განსაკუთრებულ როლს იძენს განათლება, რომელიც დროულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული.

სწორედ ამ პროგრესული მიდგომით მუშაობს სმარტ აკადემია: სასწავლო პროგრამებსა და სილაბუსებს თანამედროვე ტენდენციებისა და დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად აახლებს, ეს კი სტუდენტებს საუკეთესო შანსს აძლევს, რათა სწავლის პროცესშივე მიიღონ რეალური, პრაქტიკული გამოცდილება.

ამ და სხვა აქტუალურ თემებზე “სმარტ აკადემიის” თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, მაკო ქურთიაშვილი, გადაცემა “მონეტიზაციაში” საუბრობს. ინტერვიუში იგი დეტალურად განიხილავს შრომის ბაზრისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა: მოკლევადიანი კურსების როლი განათლების სისტემაში, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და თანამშრომელთა გადამზადების მნიშვნელობა.

“დამსაქმებლებთან ყოველთვის მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს: ვარკვევთ, რა ვაკანსიების დადებას გეგმავენ, რა საჭიროებები დაუდგათ… როდესაც კითხულობენ, უნივერსიტეტებთან შედარებით რა უპირატესობა აქვს მოკლევადიან სასწავლო კურსებს, ზუსტად ესაა, რომ ჩვენ მყისიერად ვანახლებთ სასწავლო პროგრამებს და მაქსიმალურად ვამთხვევთ დამსაქმებლის საჭიროებებს, რათა ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა, რომელთაც სურთ დასაქმება ან დაწინაურება, მოახერხონ კონკურენციის გაწევა”, - აღნიშნავს სმარტ აკადემიის მმართველი პარტნიორი, მაკო ქურთიაშვილი.

მისივე თქმით, პროფესიები, რომლებიც დამსაქმებლებისგან მოთხოვნადია და კვლავაც იქნება, არის: UX/UI დიზაინი, ციფრული მარკეტინგი - ყოველივე ის, რაც მომხმარებლის გამოცდილებას და მათზე პერსონალიზებულ კონტენტს უკავშირდება.

“დამატებით ინსტრუმენტად შემოდის ხელოვნური ინტელექტი, რეალობა კი დღეს ასეთია: პროფესიას+AI, ანუ, კვეთაში უნდა წარმოიდგინოს ნებისმიერმა ადამიანმა. მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის სწავლას წინ არაფერი უდგას, თუმცა როდესაც ხარ კონკრეტული თემის სპეციალისტი და ამატებ შენი საქმიანობისთვის შესაფერის ინსტრუმენტებს, ყოველთვის იქნები მოთხოვნადი… გარდა ამისა, ჩნდება ახალი პროფესიები, მაგ: AI ინტეგრატორი, პრომპტ ინჟინერი, რაც არ იყო 3 წლის წინ…”

სმარტ აკადემიის მმართველმა პარტნიორმა, გადაცემაში დასაქმებულთა გადამზადების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რაც დღეს ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის, ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. 

“კომპანიებმა დაიწყეს ინვესტირება და შედეგად, გაიზარდა როგორც თანამშრომელთა შენარჩუნების, ასევე მათი ბედნიერების მაჩვენებელი. ახლა დასაქმებულები უფრო თამამად მიდიან და ამბობენ, რომ კონკრეტული მიმართულების სწავლა სურთ, რათა ბიზნესამოცანები უკეთ შეასრულონ. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მგონია, რომ კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ - სწავლა სულ შეიძლება, მიმდინარე თანამშრომლების შენარჩუნება ბიზნესისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ახალი თანამშრომლების აყვანა, ახალი უნარებით. არიან კომპანიები, რომლებიც კურსის დაწყებისას გვითანხმდებიან, რომ საუკეთესო კურსდამთავრებულებს წაიყვანენ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გამოც სმარტ აკადემიაში იწყებენ სწავლას…”, - განაცხადა მაკო ქურთიაშვილმა.

ცნობისთვის, სმარტ აკადემია, როგორც ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე, საქართველოში წამყვან ტენდენციებს ქმნის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით. კომპანია მიმდინარე წელს ისეთი მასშტაბური გლობალური ღონისძიებების მონაწილე გახდა, როგორიცაა VivaTech Paris და We Make Future 2026.



სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები