Facebook pixel
მენიუ

თუ პროფესიის შეცვლას გეგმავ - 5 რამ, რაც უნდა იცოდე

თუ პროფესიის შეცვლას გეგმავ - 5 რამ, რაც უნდა იცოდე

პროფესიის შეცვლას შესაძლოა არაერთი მიზეზი ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ახალი საქმის შესწავლა გინდა, იცოდე, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა არის რაღაცები, რისი გათვალისწინებაც მოგიწევს. 

გიზიარებ 5 რჩევას, რაც პროფესიის შეცვლისას უნდა იცოდე: 

1. სანამ პროფესიას შეიცვლი, საკუთარ თავს ჰკითხე: 

-ხომ არ შეგექმნება ფინანსური პრობლემები მანამ, სანამ ახალ საქმეს სწავლობ? გაქვს დანაზოგი ან პარალელურად მუშაობას შეძლებ?

- გაქვს ოცნების პროფესია? ვინ გინდოდა გამოსულიყავი ბავშვობაში? და სად წავიდა შენი ოცნება?

ალბათ, უკვე ხვდები, რომ პროფესიის შეცვლის მთავარი პრობლემა ფინანსებია. სასწორის მეორე პინაზე კი, შენი ოცნებები დგას, რომელიც ბავშვობიდან დღემდე, შენთან ერთად იზრდებოდა. რომელი გადასწონის? თავად გადაწყვიტე. მეორე მხრივ, შესაძლოა, უკვე გახდი ის, ვინც წლების წინ გინდოდა და ამ სფეროში საკუთარი თავი ამოწურე. ახლა განვითარების, ახალი ოცნებებისა და მიზნების დროა, რაც ახალი პროფესიის შეძენით იწყება. 

2. გამოიმუშავე პროფესიული უნარები

წაიკითხე წიგნები პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება. ამ საქმეში წარმატებული ადამიანების გამოცდილების გაზიარება და მათგან სწავლა უპირობოდ დაგჭირდება. უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის თუ თავს „მოხუცად გრძნობ“ და თან, 4 წელი სწავლაც გეზარება, კურსი გაიარე. საშუალოდ, სმარტ აკადემიაში, კურსის ხანგრძლივობა 1-2 თვეა, რის შემდეგაც სტაჟირება გელოდება. 

წაიკითხე:

3. დააგროვე გამოცდილება

იმედია, გახსოვს რომ პროფესიაში თავის დამკვიდრება მარტივი არაა. ის პრაქტიკული ცოდნა, რაც წინა სამსახურში შეიძინე, მხოლოდ პიროვნულად გეხმარება. ახალ სფეროში კი სულ სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები გჭირდება, რაც მუშაობას მოაქვს. ამიტომ არაანაზღაურებად სტაჟირებასაც სიამოვნებით უნდა დათანხმდე. 
წაიკითხე:  თანამშრომლობაზე უარი არაერთმა სასტუმრომ მითხრა, თუმცა ფარ-ხმალს არ ვყრიდი - პროფესიული განვითარების ისტორია

4. იპოვე სამსახური

გახსოვს, რამდენი იყო შენი პირველი ხელფასი? ახალ პროფესიაში, საწყის ეტაპზე, მეტი მოლოდინი ნუ გექნება. სამსახურის პოვნაში კი სმარტ აკადემია თავად დაგეხმარება, თუ კურსზე 90-ზე მეტ ქულას აიღებ. სამაგიეროდ, შემიძლია დაგაიმედო, რომ წინ დიდი თავგადასავალი გელის! მით უფრო მაშინ, თუ მიმართულებას სრულიად იცვლი და იურისტობიდან პროგრამისტად მოვლენას აპირებ. მერწმუნე, როცა ამის გამგონე ხალხის გაოცებულ მზერას იგრძნობ, მიხვდები, რომ ოცნებისკენ სვლა ბრძოლად ღირდა.

აარჩიე კურსი აქ. 

5. პროფესიის არჩევა 

და თუ, ჯერ კიდევ არ იცი რა მიმართულებით გსურს კარიერის აწყობა, უბრალოდ გადახედე ვაკანსიებს, შეარჩიე რამდენიმე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო და აარჩიე ის, რომელიც შენს ინტერესებთან ყველაზე ახლოსაა. 


ასევე წაიკითხე: 

რატომ უნდა გქონდეს რამდენიმე პროფესია - 5 მიზეზი

სხვა სტატიები

ყველა სტატია