Facebook pixel
მენიუ

როგორ უნდა აირჩიო პროფესია, როცა არ იცი რა გინდა - 8 ნაბიჯი

როგორ უნდა აირჩიო პროფესია, როცა არ იცი რა გინდა - 8 ნაბიჯი

პროფესიის არჩევა უდავოდ გარდაუვალი და საპასუხისმგებლო ამბავია. ის მთელ შენს მომავალს - გარემოს, სამეგობროს, დღის განრიგს განსაზღვრავს, თუმცა პროფესიის არჩევა პროცესია და არა შედეგი - ის, რაც 17 წლის ასაკში გაინტერესებს, შესაძლოა, წლების შემდეგ აღარ გიზიდავდეს. ეს შენი განვითარების ნიშანი იქნება და არა იმის, რომ წლების წინ შეცდომა დაუშვი.

თუკი ახლა არ იცი, რა გინდა ან ერთდროულად ბევრი რამ გინდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია, არ მიიღო გადაწყვეტილება ოჯახური ტრადიციის მიხედვით ან ვინმეს ხათრით. შენი სამომავლო პროფესია მხოლოდ შენ უნდა შეარჩიო. ეს კი მარტივი არაა. ჩვენ შევეცდებით ეს სტრესი შეგიმსუბუქოთ და რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

გაიცანი საკუთარი თავი

განსაზღვრე ინტერესთა სფეროები, შენი უნარ-ჩვევები - ძლიერი და სუსტი მხარეები, პიროვნული ხასიათის თავისებურებები - მორცხვი ხარ თუ თამამი, ინტროვერტი თუ ექსტრავერტი? 
შენი პროფესია, ზუსტად უნდა ერგებოდეს შენს პიროვნებას - ღირებულებებს, ხასიათს, ინტერესებს...
გააკეთე კარიერული ტესტები, გაიცანი საკუთარი თავი უკეთ და ამის შემდეგ დაფიქრდი პროფესიებზე, რომლებიც შენი აზრით, შეგეფერება. ამაში დაგეხმარება ჩვენი ბლოგი10 შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, სანამ პროფესიას აირჩევ.

ჩამოწერე სავარაუდო პროფესიათა სია

იპოვე სფეროები, სადაც შენი უნარ-ჩვევები წარმატების მიღწევაში დაგეხმარება. შენი ამ საქმიანობებისადმი ინტერესი კი მოტივაციას მოგცემს. ამასთან, ეს პროფესიები აცდენაში არ უნდა იყოს შენს პიროვნულ ღირებულებებთან. საკმაოდ გრძელი სია გამოვა, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი სამუშაო გელოდება.

გამოიკვლიე სია

ამ საქმიანობებს შორის იქნება პროფესიები, რომლებსაც კარგად იცნობ, თუმცა იქნება ისეთებიც, რაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვს. ამიტომ, მათი გამოკვლევა მოგიწევს. გაეცანი თითოეულის სამუშაო აღწერილობას, საგანმანათლებლო მასალებს, მოიძიე ინფორმაცია შრომის ბაზარზე ამ მიმართულებებით დასაქმების სტატისტიკის შესახებ. 

წაიკითხე: 6 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომლითაც დასაქმებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ

8 მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელთაც მხოლოდ სმარტ აკადემიაში დაეუფლები

შეამცირე სია

შეგროვილი მონაცემთა ანალიზის შემდეგ, გამოიკვეთება პროფესიები, რომელიც იმდენად საინტერესოდ აღარ გეჩვენება, როგორც თავიდან. ნაწილს ის უნარ-ჩვევები სჭირდება, რაც იმდენად განვითარებული არ გაქვთ, როგორც სხვა პროფესიების შესაბამისი. ზოგიერთი პროფესია კი პიროვნულად არ შეგეფერება… მათი ამოშლის შემდეგ, სია დავიწროვდება. 

გამოჰკითხე ამ სფეროებში დასაქმებულები

მას შემდეგ, რაც სიას 5-7 მიმართულებამდე დაიყვან, იპოვე ამ სფეროში დასაქმებულები და ჩაატარე მცირე გამოკითხვა - რა იზიდავთ თავიანთ პროფესიაში, რა უქმნით დაბრკოლებებს, რას გირჩევენ…

გააკეთე არჩევანი 

ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე ერთი პროფესიის არჩევა შეგეძლება, თუმცა გაიაზრე ისიც, რომ პროფესიის შეცვლა ან პარალელურად სხვა რამის სწავლა ყოველთვის შეიძლება. ჩვენს დროში, ადამიანები პროფესიას რამდენჯერმე იცვლიან. 

წაიკითხე: რატომ უნდა გქონდეს რამდენიმე პროფესია - 5 მიზეზი

დაისახე მიზანი 

დასახე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. ეს სასწავლებლის შერჩევაშიც დაგეხმარება. სად გინდა იყო სწავლის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ?  6 წლის შემდეგ -  რა არის ის საბოლოო წერტილი, რისი მიღწევაც ამ სფეროში გინდა?

დაწერე სამოქმედო გეგმა

ახლა A წერტილში იმყოფები. როგორ მოხვდები B წერტილთან? წერილობით აღწერე ყველა ის ნაბიჯი, რასაც მიზნის მისაღწევად გადადგამ. დროთა განმავლობაში, გეგმა შეიცვლება, სწავლისა თუ მუშაობის პროცესში ახალ დეტალებს აღმოაჩენ, რაც კარიერული და პიროვნული განვითარების ნიშანია. 

წაიკითხე: თუ წერა გიყვარს - 5 მაღალანაზღაურებადი პროფესია

გრაფიკული დიზაინი, როგორც ცხოვრების სტილი და არა უბრალოდ პროფესია - გაიცანი ანნა გუგუტიშვილი

სხვა სტატიები

ყველა სტატია