3 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო UX დიზაინი
თუ UX დიზაინის შესწავლით ხარ დაინტერესებული, ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ კურსითაც შეგიძლია. თუმცა მაინც, რატომ არის ამ პროფესიის დაუფლება ასეთი მნიშვნელოვანი? ჩვენ წარმოგიდგენთ სამ მიზეზს, რაც აღნიშნულში დაგარწმუნებს
1. დიზაინერული პრობლემების გადაჭრა სახალისო და სასიამოვნოა
თუ პრობლემების გადაჭრა შენს ბუნებაში ზის, მაშინ აღმოაჩენ, რომ პრობლემები, რომელსაც UX დიზაინი გთავაზობს, შენთვის კარგი გამოწვევა იქნება.
მაგალითისათვის, შენ შეიძლება იმუშაო UX პროექტზე შენი კომპანიის სოციალური მედიის გუნდის საჭიროებებისათვის, ინტერაქციის დიზაინზე ფოკუსირებით. პრობლება - მომხმარებლებს ურთულდებათ კონტენტის გაზიარება პირდაპირ ბლოგიდან. UX დიზაინის გადაჭრის გზა, რომელიც შეგიძლია განახორციელო - შექმნა ინტერფეისი, რომელიც ინტერაქციული იქნება, გაზიარების ღილაკითა და “გასაზიარებლად დააჭირეთ” მოწოდებებით.
2. მომხმარებელთა კვლევა შესაძლოა სასარგებლო იყოს პრობლემის გადასაჭრელად
როდესაც პრობლემებს ისე ჭრი, როგორც UX დიზაინერი, შენ გჭირდება მომხმარებელთა კვლევა და თუ პრობლემას ისე არ ჭრი, როგორც UX დიზაინერი, შენ მაინც გესაჭიროება მომხმარებელთა კვლევა. შესაბამისად, თუნდაც UX დიზაინის შესწავლა არ გსურდეს, როგორც სრული-განაკვეთის პროფესიად, მსგავსი უნარების სწავლა მაინც წაგადგება.
მაგალითისათვის, შენ შესაძლოა იმუშაო სტარტაპისათვის, რომელსაც არ ჰყავს UX დიზაინერი. პრობლემა - თავდაპირველად, კლიენტებს ექნებათ პრეტენზიები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზა - გამოიყენო შენი UX დიზაინერული უნარები რათა მოახდინო მომხმარებელთა კვლევა და ბოლომდე ჩასწვდე კონკრეტულად რას შეეხება ხსენებული საყვედურები, რისი დადგენაც, საბოლოოდ დიზაინერული პროცესების გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
3. ხალხს აინტერესებს მაღალი ხარისხის “მომხმარებლის გამოცდილება”
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც შეიძლება UX დიზაინი ისწავლო, არის ის, რომ ხალხს აინტერესებს მაღალი ხარისხის “მომხმარებლის გამოცდილება”. ტერმინი ხალხი კი არ მოიცავს მხოლოდ მომხმარებლებს. შენი უფროსი, შენი უფროსის უფროსი, მეზობელი, თანამშრომელი - რაღაც მხრივ, ყველა მათგანს ადარდებს UX დიზაინი, აანალიზებენ ისინი ამას, თუ არა.
UX დიზაინის სწავლით, შენ შეგიძლია გახდე უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო თანამშრომელი, ვიდრე აქამდე იყავი, ან შეცვალო შენი მთლიანი კარიერა და მიაგნო პოტენციურ დამსაქმებლებს. ვინ იცის, როდესაც UX დიზაინს გემოს გაუგებ, შესაძლოა UI დიზაინში ჩაიძირო და განაგრძო შენი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება.
თუ UI/UX დიზაინის შესწავლით დაინტერესებული ხარ, ეწვიე ბმულს.