Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
პირველ რიგში მინდა უდიდესი მადლიერება გადავუხადო დავით კოხრეიძეს , რომელსაც არასდროს დაზარებია სტუდენტების დახმარება, საკითხის რამოდენიმეჯერ ახსნა და თუნდაც არასამუშაო დროს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე დადებითად შევაფასებდი აკადემიას, რადგან მუდმივად ვგრძნობდი მათგან ყურადღებას და სწავლის პროცესში ჩართულობას, რაც უფრო მეტად მაძლევდა მოტივაციას
კურსმა მთლიანად გაამართლა ჩემი მოლოდინები. კურსის ლექტორის, დათო კოხრეიძის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ იგი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მეგობრული მიდგომით და შთამაგონებელი ენერგიით. სრულად ➜
ინფორმაცია დროებისა და თარიღების შესახებ სრულყოფილად იყო ახსნილი, კურსის შინაარსობრივი მხარეც მომეწონა, საინტერესო ლექციები გვქონდა, ბევრი რამ ვისწავლე. ლექტორით კმაყოფილი ვარ, ყველა კითხვას ამომწურავად სცემდა პასუხს, ხსნიდა საინტერესო და მარტივი ენით, ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად.
ლექტორი ორიენტირებულია სტუდენტების განვითარებაზე. მეგობრული და მცოდნე თავისი პროფესიის. გამოვარჩევდი დალაგებული გაკვეთილის გეგმით, რომელიც ხელს უწყობდა გაკვეთილის პროცესის სწორ მსვლელობას. ინფორმაციულად დატვირთული ლექციებია, თავისი ტექნიკური დავალებებითა და დროული უკუკავშირით.
დავითს შეუძლია თემის მარტივად და გასაგებად ახსნა, რაც დამწყები დიზაინერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კურსის განმავლობაში ვისწავლე, თუ როგორ შევქმნა ვიზუალურად დახვეწილი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისი.
ძალიან კარგი კურსი იყო, ვისწავლე ზუსტად ის, რასაც ველოდი და კიდევ უფრო მეტი. სავარჯიშოები იყო საინტერესო და გამოწვევებით სავსე, რაც სწავლას კიდევ უფრო ეფექტურსა და სასიამოვნოს ხდიდა.
ლექტორი კვალიფიციური იყო. ყოველთვის მზად იყო კითხვებზე საპასუხოდ და გაუგებარი საკითხების თავიდან ასახსნელად. ძალიან გამგები იყო და ადეკვატურად შეაფასა შუალედურები/ფინალური.
,,ჩემთვის, კურსის ტექნიკური და შინაარსობრივი მხარე დაბალანსებული და სწორად განაწილებული იყო. ყოველი დღის ბოლოს, თეორიული ნაწილის ახსნის შემდეგ, პრაქტიკული ამოცანების შესრულება უზრუნველყოფდა ახსნილი მასალის უკეთ გააზრებას. კურსის ლექტორი, დავით კოხრეიძე, ჩემთვის პირადად, ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, რომელიც ყველაფერთან ერთად, შრომის მოტივაციას უჩენდა თითოეულ სტუდენტს. დაინტერესების შემთხვევაში, ვიცი რომ შემდეგშიც სმარტ აკადემიას უნდა მივმართო. მადლობა საინტერესო და გამოსაყენებელი კურსისთვის და იმ ცოდნისთვის, რაც დავაგროვე თქვენი დიდი დახმარებით.’’
,,უკარგესი და უზომოდ ორგანიზებული გუნდია.ლექტორის მუშაობის სტილი იყო საოცარი, ამომწურავი პასუხებით. დავითი გვერდში მდგომი და ნამდვილი მოტივატორია. ინტენსიური და მრავალმხრივი დავალებებისაოცარ გამოწვევებად გადაგვიქცია. ის თავისი საქმის პროფესიონალია და მუდამ მზადაა გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისთვის. მეგობრულმა და პროფესიონალურმა გარემომ მოლოდინებს გადააჭარბა. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს.’’
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.