პროფესია: სოც.მედია ედვერთაიზერი
- სპიკერი
- Online
📌 13 მაისს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ონლაინ მასტერკლასზე: "პროფესია: სოც.მედია ედვერთაიზერი"
📌 Smart Academy გიწვევთ ვებინარზე, სადაც გაეცნობით ედვერთაიზინგის სამყაროს და გაიგებთ, როგორ აქციოთ სოციალური მედია ეფექტურ მარკეტინგულ იარაღად.
მასტერკლასზე განვიხილავთ:
ედვერთაიზინგის თანამედროვე ტრენდებს
სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და ანალიტიკას
ეფექტური სტრატეგიების შექმნას სხვადასხვა ინდუსტრიისთვის
პრაქტიკულ რჩევებს ციფრულ სივრცეში წარმატებული პოზიციონირებისთვის
📌 ვებინარს უხელმძღვანელებს:
ნათია ზარნაძე - მისი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში 7 წელზე მეტს ითვლის. ამჟამად კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელია. მისი პორტფოლიო ისეთ გიგანტებს აერთიანებს, როგორებიცაა: McDonald’s, Radisson Hotels, PSP და Huawei. ნათია ფლობს მაგისტრის ხარისხს მარკეტინგში და აქვს წამყვან სააგენტოებში (Gingers, Meta Agency) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.