0
მენიუ
banner banner

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
2.5 თვე • 20 შეხვედრა • 40 სთ
თარიღი
დეკემბერი
ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ შაბათი 12:00 - 14:00 სთ
ღირებულება
1700 ₾


შეფასებები

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს  PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. 

შეისწავლით როგორ შეიძლება საკომუნიკაციო პროცესის განსაზღვრა და მართვა თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით. 
ეს არის ახლებური ხედვა PR-ზე, როგორც ორგანიზაციული განვითარების და წარმატების პროცესის შემადგენელ ნაწილზე. 

თეორიული და პრაქტიკული საკითხები

ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე შესაძლებლობა გექნებათ გაიცნოთ ღონისძიებების, ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითაროთ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები. ასევე, გაიუმჯობესებთ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

რას ვისწავლი?

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • რა საკომუნიკაციო მოდელები არსებობს;
  • ორგანიზაციაში PR-ის ამოცანების განსაზღვრა; 
  • რეპუტაციის მართვა;
  • მარკეტინგული სტრატეგიის სწორად შერჩევა;
  • სხვადასხვა პრაქტიკული ხერხი ამბის შესაქმნელად; 
  • მედიასთან ურთიერთობების პრინციპები; 
  • ეფექტური პრეს-რელიზის შექმნა და გავრცელება; 
  • სწორი იმიჯისა და პოზიციონირების შერჩევა; 
  • კრიზისული PR-ის გამოყენება; 
  • დარგობრივი PR-ის სპეციფიკა;
  • კრეატიულობის ინსტრუმენტების გამოყენება უკეთესი შედეგებისთვის; 
  • საკომუნიკაციო სივრცის განსაზღვრა და ფორმირება; 
  • შესაბამისი საკომუნიკაციო მოდელების გამოყენება ამოცანიდან გამომდინარე; 
  • საკომუნიკაციო პროცესის შედგების სწორად შეფასება; 
  • შიდა კომუნიკაციის სწორად დაგეგმვა და მართვა; 
  • კრიზისული კომუნიკაციის ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა; 
  • დამსაქმებელთან საუბარი ორივესთვის გასაგებ ენაზე;
  • ღონისძიების  ბრენდინგის არსის განსაზღვრა და მისი გავლენა აუდიტორიაზე;
  • ღონისძიების კონცეფციის, ვიზუალური იდენტობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
  • ღონისძიების სტრუქტურის, სცენარისა და ბიუჯეტის დაგეგმვა;
  • ღონისძიებისთვის შესაბამისი ლოკაციის შერჩევა და პარტნიორების/გუნდის მართვა;
  • სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის ღონისძიების მომზადება და განხორციელება;
  • ღონისძიების მარკეტინგის განხორციელება და „WOW-ეფექტის“ შექმნა;
  • რეალურ ქეისში, მცირე ჯგუფებით, ღონისძიების დაგეგმვა და პრეზენტაცია.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

ღონისძიებების მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ივენთ მენეჯერი

★★★★★

კურსის შეფასებები

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

5.00 • 4 შეფასება

სხვა კურსები
გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.
HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.
მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.
უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი

უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი

უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს უძრავი ქონების კომერციული მართვისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და უნარები მარკეტინგის, გაყიდვების, CRM-ისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
ყველა კურსი

სასურველი კურსები