გიორგი თაქთაქიშვილი
Head of Marketing @ Georgian American University - GAU

გიორგი თაქთაქიშვილი
- გიორგი თაქთაქიშვილი არის ბრენდ სტრატეგი, მარკეტერი და სპიკერი, ანტრეპრენერი, „კანტის აკადემიის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, სერიალი “ცვალებადი ნიშნების“ აღმასრულებელი პროდიუსერი;
- აქვს კერძო და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯმენტში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. მათ შორის, იგი იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტში მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე;
- ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური ღონისძიებების, ფორუმების, საერთაშორისო კონფერენციების, სამიტების, ბიზნეს შეხვედრების, პანელების, სტუდენტური, გასართობი და კულტურული მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისა და ლიდინგის კუთხით;
- 10 წელზე მეტია, რაც ის სპიკერია და კითხულობს ლექციებს ბრენდინგის, მარკეტინგისა და ღონისძიებების მართვის თემებზე;
- სამოქალაქო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს ევროკავშირის საპატიო ჯილდო;
- გიორგი თაქთაქიშვილის ლინკდინის პროფილი