UX/UI დიზაინის კურსი
- ლექტორი ლევან კენჭოშვილი
- შეხვედრები Hybrid, 2.5 თვე, 19 შეხვედრა - 42 სთ
-
დაწყების თარიღი
27 ოქტომბერი
-
ორშაბათი 20:00-22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ

ღირებულება 1290 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
კურსის მიზანი
UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.
რას ვისწავლი?
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- Figma-ს საფუძვლები და სრული ფუნქციონალი;
- ვიზუალური დიზაინი და ფერთა ფსიქოლოგია;
- ვებ-საიტის ინფორმაციული არქიტექტურის გამართვა;
- რისფონსივების აწყობა;
- პლაგინებისა და სხვადასხვა რესურსების სწორად გამოყენება;
- ვაირფრეიმების შემუშავებით ფინალურ ინტერფეისამდე მისვლა;
- ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის აწყობას.
ვის შეუძლია კურსის გავლა?
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ვებ გვერდის დიზაინითა და განვითარებაზე ორიენტირებულია.
ლექტორის შესახებ
- ლევან კენჭოშვილი არის სრატაპ RYDR-ის დამფუძნებელი, სადაც იკავებს CEO-სა პროდუქტის დიზაინერის პოზიციას;
- მანამდე მუშაობდა UI/UX დიზაინერად ფინანსურ ფინტექ სტარტაპ Amadeo.ge-ში;
- 2022 წელს მუშაობდა ლოჯისტიკური სერვისების დიზაინზე სტარტაპ OMOFOX-ში;
- 2022 წლამდე იკავებდა პროდუქტის დიზაინერის პოზიციას საერთაშორისო კომპანია Webiz International-ში;
- პორტფოლიო: https://dribbble.com/Thelevan
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜