IT პროექტების მართვა
IT პროექტების მართვის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები. აღნიშნული კურსი სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მართონ პროექტები და შეძლონ სირთულეებთან გამკლავება.
სასწავლო კურსის შედეგები
IT პროექტების მართვის კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
- პროექტების მართვის ძირითადი მეთოდოლოგიებისა და პრინციპების გამოყენებას;
- ციფრული პროექტების ინიცირებისა და განვითარების ეტაპების განსაზღვრას;
- ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების იდენტიფიცირებასა და გამოყენებას;
- პროექტის მენეჯერისა და პროექტში ჩართული სხვადასხვა როლის ძირითადი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას;
- Agile-ის ფარგლებში გაერთიანებული სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებას;
- ციფრული პროექტების შექმნასა და მართვას Waterfall-ისა და Scrum-ის გამოყენებით;
- Agile მეთოდოლოგიებს შორის განსხვავებების იდენტიფიცირებას;
- კარიერული განვითარების შემდგომი ეტაპების განსაზღვრასა და დაგეგმვას;
- პროექტის შექმნისა და განვითარების გეგმების შემუშავებას;
- პროექტის შეფასების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას;
- პროექტის შექმნის პროცესის მართვას Agile ან Waterfall მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- პროექტის განვითარების გეგმის შედგენასა და შესრულების ვადების მართვას;
- პროექტის მართვისთვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტის მომზადებას AI ინსტრუმენტების გამოყენებით;
- სამუშაო შეხვედრების ეფექტიანად დაგეგმვასა და წარმართვას;
- ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებას;
- ციფრული პროდუქტის განვითარების ყველა ფაზის ეფექტიანად მართვას;
- ციფრული პროდუქტის მხარდაჭერას, რისკებისა და ცვლილებების მართვას;
- ტესტირებისა და დეპლოიმენტის მეთოდოლოგიების გამოყენებას;
- Scrum-ის ძირითადი ღონისძიებებისა და არტეფაქტების გამოყენებას სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის;
- AI ინსტრუმენტების გამოყენებას პროექტების მართვის პროცესში;
- საკუთარი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ეფექტიანად წარმოჩენას გასაუბრებაზე.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალების წაკითხვა და გარჩევა.
Senior IT Project / Delivery Manager
- ნინო ძამაშვილი არის საერთაშორისო კომპანია Quantori -ის Senior IT Project / Delivery Manager, Senior Scrum Master, Mentor, Agile Coach, Facilitator, Trainer. არის PSM I და PSM II ის მფლობელი, ასევე არის ლიცენზირებული ფასილიტატორი;
- ნინოს აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიებში პროექტების მართვის მიმართულებით, მისი მიმართულებებია BioTech, Life Science, FinTech, Banking, სახელმწიფო სერვისები;
- ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების პროექტებს და პარალელურად ატარებს ტრეინინგებს პროექტების მართვაზე, ეჯაილ მეთოდოლოგიებზე, ეჯაილ გუნდის ფასილიტაციაზე.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
IT პროექტების მართვა
4.8 • 12 შეფასება