0
მენიუ
banner banner

Agile ქოუჩი

Agile ქოუჩი არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს, გუნდებსა და ინდივიდებს Agile მეთოდოლოგიების, პრინციპებისა და აზროვნების წესის დანერგვასა და განვითარებაში. იგი მუშაობს ორგანიზაციის ყველა დონეზე - ტოპ მენეჯმენტიდან დაწყებული ოპერაციულ გუნდებამდე - რათა შექმნას ჭეშმარიტად Agile კულტურა და მენტალიტეტი.

Agile ქოუჩი აფასებს ორგანიზაციის მიმდინარე პროცესებს, იდენტიფიცირებს გაუმჯობესების არეებს და ატარებს ვორქშოპებს, ტრენინგებსა და კოუჩინგ სესიებს Scrum, Kanban, SAFe, LeSS ჩარჩოებზე. იგი ასევე ფასილიტაციას უწევს ორგანიზაციულ ცვლილებებს, ეხმარება ლიდერებს Agile ლიდერობის უნარების განვითარებაში და უზრუნველყოფს კულტურული შიფტის განხორციელებას.

დაკავშირებული კურსები

სასურველი კურსები