0
მენიუ
banner banner

IT პროექტების მართვა

IT პროექტების მართვა
ფორმატი
Online
4.5 თვე • 18 შეხვედრა • 42 სთ
თარიღი
8 დეკემბერი
სამშაბათი 20:00 - 22:00
ღირებულება
1500 ₾ 1000 ₾


შეფასებები

IT პროექტების მართვის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები. აღნიშნული კურსი სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მართონ პროექტები და შეძლონ სირთულეებთან გამკლავება.

სასწავლო კურსის შედეგები

IT პროექტების მართვის კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • პროექტების მართვის ძირითადი მეთოდოლოგიებისა და პრინციპების გამოყენებას;
  • ციფრული პროექტების ინიცირებისა და განვითარების ეტაპების განსაზღვრას;
  • ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების იდენტიფიცირებასა და გამოყენებას;
  • პროექტის მენეჯერისა და პროექტში ჩართული სხვადასხვა როლის ძირითადი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას;
  • Agile-ის ფარგლებში გაერთიანებული სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებას;
  • ციფრული პროექტების შექმნასა და მართვას Waterfall-ისა და Scrum-ის გამოყენებით;
  • Agile მეთოდოლოგიებს შორის განსხვავებების იდენტიფიცირებას;
  • კარიერული განვითარების შემდგომი ეტაპების განსაზღვრასა და დაგეგმვას;
  • პროექტის შექმნისა და განვითარების გეგმების შემუშავებას;
  • პროექტის შეფასების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას;
  • პროექტის შექმნის პროცესის მართვას Agile ან Waterfall მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • პროექტის განვითარების გეგმის შედგენასა და შესრულების ვადების მართვას;
  • პროექტის მართვისთვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტის მომზადებას AI ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • სამუშაო შეხვედრების ეფექტიანად დაგეგმვასა და წარმართვას;
  • ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებას;
  • ციფრული პროდუქტის განვითარების ყველა ფაზის ეფექტიანად მართვას;
  • ციფრული პროდუქტის მხარდაჭერას, რისკებისა და ცვლილებების მართვას;
  • ტესტირებისა და დეპლოიმენტის მეთოდოლოგიების გამოყენებას;
  • Scrum-ის ძირითადი ღონისძიებებისა და არტეფაქტების გამოყენებას სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენებას პროექტების მართვის პროცესში;
  • საკუთარი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ეფექტიანად წარმოჩენას გასაუბრებაზე.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალების წაკითხვა და გარჩევა.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

პროექტ მენეჯერი სქრამ მასტერი (Scrum Master) Agile ქოუჩი

★★★★★

კურსის შეფასებები

IT პროექტების მართვა

4.8 • 12 შეფასება

მსგავსი კურსები
IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ბიზნეს ანალიზის პროცესის სრულყოფილი, პრაქტიკული ცოდნა - ბიზნესისა და პრობლემების ანალიზიდან მოთხოვნების მოპოვების, დოკუმენტირების, მოდელირების, მართვისა და შეფასების ჩათვლით.
IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.
ყველა კურსი

სასურველი კურსები