მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

ღირებულება 1700 ₾ 1450 ₾

განვადებით თვეში 45 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ.
სწორედ ამიტომ, მარკეტინგის კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის.
კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

მარკეტინგის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • შექმნან მარკეტინგული სტრატეგიები და აწარმოონ მარკეტინგული აქტივობები;
  • შემქნან სოციალური მედიის სტარტეგია;
  • შექმნან, მართონ და განახორიცელონ მარკეტინგული, კომბინირებული კამპანიები; 
  • შეაფასონ და ეფექტურად გამოიყენონ მარკეტინგის ფუნდამენტური კომპონენტები, კონცეფციები და პრინციპები;
  • ესმოდეთ ბაზრის კვლევის კომპონენტები და შეძლონ მისი შედეგების შეფასება; 
  • განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორიები, ჩამოაყალიბონ მომხმარებლის პერსონები და მოახდინონ მათზე ეფექტური თარგეთირება და პოზიციონირება; 
  • მარკეტინგული სტრატეგიებისა და საქმიანობებისას სრულად ესმოდეთ მარკეტინგული მიქსის კომპონენტების მნიშვნელობა;
  • შექმნან, განავითარონ და განახორციელონ მარკეტინგული სტრატეგიები;
  • გაანალიზონ ანალიტიკური მექანიზმებით კამპანიები და პროექტები;
  • იცოდნენ რა კომპონენტებისგან შედგება მარკეტინგული ბიუჯეტი და მიიღონ მონაწილეობა მის ფორმირებაში;
  • ესმოდეთ და აანალიზებდნენ ბრენდინგის მნიშვნელობას, მის შემადგენელ კომპონენტებსა და ბრენდის მენეჯმენტს; 
  • ესმოდეთ მარკეტინგის და სააგენტოს გუნდების ფორმირების, ერთმანეთთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის კომპონენტები. დასაქმების შემთხვევაში მარტივად გახდნენ სრულფასოვანი გუნდის წევრები;
  • შექმნან და გაანალზიონ კრეატიული და ტექნიკური ბრიფი;
  • ესმოდეთ ციფრული მარკეტინგის კომპონენტების მნიშვნელობა და იყენებდნენ მას ეფექტურად;
  • გამოიყენონ სოციალური მედია არხები ეფექტურად;
  • ქოფირაითინგის, სთორითელინგისა, კონტენტ მარკეტინგის და მულტიმედია საშუალებების კომპონენტების პრაქტიკულ გამოყენებას, შეფასებას და ანალიზს; 
  • ინფლუენსერებთან ეფექტურ თანამშრომლობას, გამოცდილებებზე დაყრდნობილი პრინციპების მიხედვით;
  • AI პლატფორმებისა და პროდუქტების გამოყენებას მარკეტინგულ საქმიანობაში;
  • განივითარონ ინოვაციური აზროვნება მარკეტინგში;
  • აღმოაჩინონ ინსაითები და დააშენონ მათზე მარკეტინგული გადაწყვეტილებები;
  • შეაფასონ მარკეტინგული აქტივობები და აწარმოონ რეპორტი;
  • დაიცვან ეთიკის ნორმები, მართონ პროფესიული დილემები და აწარმოონ მარკეტინგული აქტივობები კანონების დაცვით;
  • მართონ მომხმარებლების უფრთიერთობები და კოორდინირება გაუწიონ CRM & Loyalty პროგრამებს. 

ლექტორის შესახებ

  • ანა გელაშვილი 2021 წლიდან დღემდე იკავებს გენერალური მენეჯერის პოზიციას Ogilvy Georgia-ში, რომელსაც კი 2019 წელს შეუერთდა;
  • 2021  წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს  ასწავლის პრაქტიკულ კურსს კონტენტის შექმნის პრინციპების შესახებ  სოციალური მედიისთვის;
  • ასევე 2020-2021 წლებში იყო მოწვეული მენტორი და ტრენერი Spark-ში, სადაც მენტორშიფს უწევდა სტარტაპებს მათი მარკეტინგული სტრატეგიების განვითარებისთვის;
  • დღემდე აქტიურად არის ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების ხელშემწყობ სამენტორო პროგრამებში მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით;
  • ანა 2017 წლიდან სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციას იკავებდა სააგენტოებსა და სხვადასხვა პროფილის კომპანიებში;
  • ანა არის საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრი და ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

მსგავსი კურსები

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.
პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.

ყველა კურსი