IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია
- ლექტორი ნინო ძამაშვილი
- შეხვედრები 5 თვე, 20 შეხვედრა - 60 სთ
-
დაწყების თარიღი
1 დეკემბერი
- ორშაბათი 20:00 - 23:00
ღირებულება 1950 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
სასწავლო კურსის შედეგები
IT პროექტების მართვის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და საფუძვლები;
- ციფრული პროექტების ინიცირების და განვითარების ეტაპები;
- ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები;
- პროექტის მენეჯერის და პროექტში ჩართული სხვადასხვა როლების ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები;
- Agile-ის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა მეთოდოლოგიები;
- ციფრული პროექტების შექმნა Waterfall, Scrum-ის გამოყენებით;
- Agile მეთოდოლოგიებს შორის განსხვავება;
- პროექტის შექმნისა და განვითარების გეგმების შემუშავება;
- პროექტის შეფასების ტექნიკა;
- პროექტის შექმნის პროცესში პროექტის მართვის Agile ან Waterfall მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობა;
- პროექტის განვითარების გეგმის შედგენა და შესრულების ვადების მართვა;
- პროექტის მართვისთვის სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება;
- შეხვედრების პროცესების სწორად წარმართვა;
- ციფრული პროექტის დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ტერმინების გამოყენება;
- ციფრული პროდუქტის დეველოპმენტის ყველა ფაზის სწორი მართვა;
- ციფრული პროდუქტის მხარდაჭერა, რისკების და ცვლილებების მართვა;
- ტესტირების და დეფლოიმენტის მეთოდოლოგიები;
- Scrum-ის ყველა ძირითადი ღონისძიების, არტეფაქტების სრულყოფილად გამოყენება და შედეგად სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა;
- ფუნდამენტური ფასილიტაციის უნარები;
- თანამშრომლობითი შეხვედრების ხელშეწყობა;
- სწრაფი პრაქტიკის ოსტატურად ხელშეწყობა;
- უსაფრთხო სივრცის მომზადება;
- შეხვედრის მომზადება და წარმართვა;
- კარიერის განვითარების შემდგომი ეტაპები;
- საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა გასაუბრებაზე.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალების წაკითხვა და გარჩევა;
- ფასილიტაციის სესიებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურად.
ლექტორის შესახებ
- ნინო ძამაშვილი არის საერთაშორისო კომპანია Quantori -ის Senior IT Project / Delivery Manager, Senior Scrum Master, Mentor, Agile Coach, Facilitator, Trainer. არის PSM I და PSM II ის მფლობელი, ასევე არის ლიცენზირებული ფასილიტატორი;
- ნინოს აქვს 12+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიებში პროექტების მართვის მიმართულებით, მისი მიმართულებებია BioTech, Life Science, FinTech, Banking, სახელმწიფო სერვისები;
- ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების პროექტებს და პარალელურად ატარებს ტრეინინგებს პროექტების მართვაზე, ეჯაილ მეთოდოლოგიებზე, ეჯაილ გუნდის ფასილიტაციაზე.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜