0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

როგორ გავხდე ინტერიერის დიზაინერი

როგორ გავხდე ინტერიერის დიზაინერი





📌 28 ივნისს, 19:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს უფასო ღია ლექციაზე: ,,როგორ გავხდე ინტერიერის დიზაინერი''

📌 ლექციაზე გაიგებ, რატომ არის ინტერიერის დიზაინერის პროფესია ასეთი მოთხოვნადი და რა არის აუცილებელი ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად

⚡️ ლელი შევჩენკო მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას და გვიამბობს როგორ გახდა ინტერიერის დიზაინერი

? ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 რატომ უნდა ჰქონდეს დამწყებ სპეციალისტს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა

📌 დასაქმების რა შესაძლებლობები აქვთ ინტერიერის დიზაინერებს

📌 რა არის ის უნარები და ინტერესები, რაც უნდა ჰქონდეს ინტერიერის დიზაინერს

?‍♀️ ვინ არის ლელი შევჩენკო?

ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად

📌 მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული  განყოფილება და სხვა

📌 ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;

📌 ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;

📌 ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან შექმნა 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;

📌 ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;

📌 იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;

📌 ლელი შევჩენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი - https://www.facebook.com/leli.shevchenko

? დასწრება თავისუფალია

? დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სხვა კურსები

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.
ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.
IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.
Mobile App Development with React Native

Mobile App Development with React Native

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მყარი ფუნდამენტი React Native-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში - EXPRESS COURSE

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში - EXPRESS COURSE

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში EXPRESS არის 18-საათიანი კონცენტრირებული კურსი, რომელიც სამ კვირაში გაძლევს ყველაზე აქტუალურ AI უნარებს. პროგრამა მოიცავს გენერაციული AI-ის საფუძვლებს, Prompt Engineering-ის მოწინავე ტექნიკებსა და წამყვანი მოდელების - ChatGPT, Claude და Gemini - პრაქტიკულ გამოყენებას.

ყველა კურსი

სასურველი კურსები