IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+
IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში.
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.
გამოყენებული ლიტერატურა: CompTIA A+: Guide to IT Technical Support, 11th Edition Cengage Learning. Jean Andrews, Joy Shelton, Nicholas Pierce.
IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მსმენელებს შეუძლიათ:
- ნებისმიერ კერძო კომპანიასა თუ სახელმწიფო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს კომპიუტერული ტექნიკა, ქსელი, სხვა მოწყობილობები, მხარდაჭერის სპეციალისტად დასაქმება;
- პერსონალური კომპიუტერისა და ლეპტოპის პარამეტრების ოპტიმალურ შერჩევა, შეფასება;
- ოპერაციული სისტემა Windows, Linux, macOS ინსტალაცია, გამართვა და პრობლემის აღმოჩენა/აღმოფხვრა;
- კარიერული წინსვლა შემდგომ სისტემური ადმინისტრირების, DevOps ინჟინრის ან ნებისმიერი სხვა IT მიმართულებით.
დასაქმების შესაძლო პოზიციები:
- IT ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი (IT Support Specialist);
- სერვის დესკის სპეციალისტი (Help Desk Technician);
- სისტემური ადმინისტრატორის ასისტენტი (Junior System Administrator);
- კომპიუტერული ქსელების ტექნიკოსი (Network Technician);
- პირველი დონის უსაფრთხოების ანალიტიკოსი (Tier 1 Security Analyst);
- საოფისე ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი Windows-ის ოპერაციული სისტემით, ადმინისტრატორის უფლებებით, სასურველია 8GB ან მეტი ოპერატიული მეხსიერება;
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ბასილაია 25 წელზე მეტია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და ამ პერიოდში გაიარა გზა მკვლევრიდან უნივერსიტეტის პროფესორამდე და დამწყები ტექნიკოსიდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების IT დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე;
- გიორგის გამოცდილება აერთიანებს როგორც აკადემიურ საქმიანობას (13+ წლიანი პედაგოგიური პრაქტიკა), ისე მენეჯერულ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, IBM, Dell, HP-Enterprise, VMWare და სხვა;
- მისი საქმიანობის მიმართულებებია:
- ხელოვნური ინტელექტის (Generative & Agentic AI) პრაქტიკული ინტეგრაცია რეალურ ბიზნეს-პროცესებში;
- კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული სისტემების დაცვა და Enterprise Data Governance;
- No-Code და AI ავტომატიზაციის სამუშაო ნაკადები (Make.com, n8n), რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას;
- განათლების ინოვაციური მეთოდებისა და პრაქტიკული AI Playbook-ების დანერგვა.
- გიორგი არის:
- თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ინჟინერიის დოქტორი (PhD);
- Smart Academy-ის AI მიმართულების წამყვანი ლექტორი („AI პრაქტიკაში“, „AI აგენტები და ავტომატიზაცია“; 150+ კურსდამთავრებული);
- Certified in Cybersecurity (CC) - საერთაშორისო სერტიფიკაცია (ISC)²-ისგან;
- Google AI Professional Certificate-ის მფლობელი (Google AI Essentials, Fundamentals, Data Analysis, App Building, Research & Insights, Content Creation, Planning & Writing);
- საერთაშორისო AI სერტიფიკატების მფლობელი: Anthropic AI Fluency, Google Certified Educator Level 2, Gemini Certified Faculty;
- 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში (3,533 ციტირებით Google Scholar-ის მიხედვით);
- 10 საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი;(NATO, USAID, ERASMUS, CRDF, ISTC, GNSF და სხვ.).
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+
4.8 • 7 შეფასება