IT ბიზნეს ანალიზის კურსი
IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე.
კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
სასწავლო კურსის შედეგები
- რა როლი აქვს ბიზნეს ანალიტიკოს IT პროექტებში, რას და როგორ აკეთებენ ბიზნეს ანალიტიკოსები;
- რა სამუშაო ფრეიმვორქები არსებობს და როგორ იგეგმება ბიზნეს ანალიტიკოსის აქტივობები თითოეულის ჭრილში;
- პროექტისთვის საჭირო არტეფაქტების იდენტიფიკაციას და ეფექტური user story - ების წერას;
- მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლის მართვას, პროდუქტის მოთხოვნის ტიპებს და მათი მოპოვების ტექნიკებს;
- პროექტში ჩართული მხარეების იდენტიფიკაციას, მათ ანალიზს და მათთან ეფექტურ კოლაბორაციას;
- პროექტის მართვის პროცესში საჭირო დიაგრამების აგებას და მათ გამოყენებას;
- პროექტში ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის შეფასებას, ბიზნეს ანალიზის რისკების იდენტიფიცირებას და მათთან გამკლავების გზებს;
- AI ხელსაწყოების გამოყენებას IT ბიზნეს ანალიზში;
- პროექტის დროს შესაძლო ცვლილებების მართვასა და ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდებას.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- მონაწილეს სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
- კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
IT Business Analyst, PhD
- ხატია უდესიანს აქვს 8+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესპროცესებისა და სისტემების ანალიზის მიმართულებით, მათ შორის IT Business Analyst-ის, Systems & Process Analyst-ისა და Senior Specialist-ის პოზიციებზე;
- ამჟამად მუშაობს IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS);
- მუშაობდა IT Business Analyst-ის პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა“ და ტექნოლოგიურ კომპანია Nugios Technology-ში, სადაც ჩართული იყო ვებ და მობილური პლატფორმების, ციფრული პროდუქტებისა და ბიზნესპროცესების განვითარებასა და ოპტიმიზაციაში;
- არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და სმარტ აკადემიის IT ბიზნეს ანალიზის კურსის ლექტორი;
- გააჩნია გამოცდილება სხვადასხვა დომენში: საგანმანათლებლო ტექნოლოგიები (EdTech), სადაზღვევო ტექნოლოგიები (InsurTech), ელექტრონული კომერცია (E-Commerce), სახელმწიფო ციფრული სერვისები (GovTech), საჯარო ფინანსები და გაყიდვების ავტომატიზაცია;
- ფლობს ბიზნესმოთხოვნების შეგროვებისა და დოკუმენტირების, ბიზნესპროცესების მოდელირების (BPMN/UML), User Stories-ის, Use Cases-ის, Acceptance Criteria-ის შემუშავებისა და UAT ტესტირების პრაქტიკულ გამოცდილებას;
- აქვს ისეთი პროფესიული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება, როგორიცაა Jira, Confluence, ClickUp, Trello, Draw.io, Lucidchart, Miro, MySQL და MS Excel;
- ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხს და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს წარჩინებით (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ასევე აქვს პროფესიული სერტიფიკატები Scrum Product Owner-ის, IT პროექტების მართვისა და IT ბიზნეს ანალიზის მიმართულებით.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67