უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი
მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა
უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს უძრავი ქონების კომერციული მართვისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და უნარები მარკეტინგის, გაყიდვების, CRM-ისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. კურსი აერთიანებს უძრავი ქონების ბაზრისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზს, მარკეტინგული სტრატეგიის, კონტენტის, მედია-გეგმისა და შეთავაზებების შექმნას, გაყიდვების პროცესის მართვასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მონაწილეები რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობით შეძლებენ დეველოპერული პროექტების კომერციული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებასა და მათი შედეგების შეფასებას.
უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- გააანალიზონ უძრავი ქონების ბაზარი, მისი ძირითადი მონაწილეები, მომხმარებელთა სეგმენტები და კონკურენტული გარემო;
- შეაფასონ მომხმარებლის ქცევა და შექმნან Customer Journey Map უძრავი ქონების შეძენის სხვადასხვა ეტაპისთვის;
- შეიმუშაონ დეველოპერული პროექტის მარკეტინგული, ბრენდინგისა და კონტენტ სტრატეგია;
- დაგეგმონ კონტენტის ტიპები და კომუნიკაცია მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა ეტაპის შესაბამისად;
- განსაზღვრონ ეფექტიანი სარეკლამო არხები, ააწყონ Media Mix და გადაანაწილონ ბიუჯეტი დასახული მიზნებისა და KPI-ების მიხედვით;
- შექმნან სხვადასხვა სამიზნე სეგმენტისთვის მორგებული კომერციული შეთავაზებები ფასის, განვადებისა და დამატებითი ბენეფიტების გათვალისწინებით;
- მოახდინონ უძრავი ქონების ინვენტარის სეგმენტაცია და მართონ ბინების გაყიდვის სტრატეგია პროექტის მომგებიანობის შესანარჩუნებლად;
- მართონ მარკეტინგისა და გაყიდვების ურთიერთდაკავშირებული Funnel და ეფექტიანად გამოიყენონ CRM სისტემები ლიდების დასამუშავებლად;
- გააანალიზონ მარკეტინგისა და გაყიდვების მონაცემები Google Analytics 4-ის, Looker Studio-სა და CRM Analytics-ის გამოყენებით;
- შეაფასონ კამპანიების ეფექტიანობა და მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრონ მარკეტინგული და კომერციული გადაწყვეტილებები;
- გამოავლინონ პროექტის კომერციული პრობლემები პროდუქტის, ფასის, შეთავაზების, არხების, გაყიდვებისა და კომუნიკაციის მიმართულებით;
- შეიმუშაონ კონკრეტული დეველოპერული პროექტისთვის მარკეტინგული და კომერციული სტრატეგია და წარადგინონ მიღებული შედეგები.
Digital Marketing Lead @ IMMOBILIARE
- სალომე ყიფიანი ციფრული მარკეტინგისა და მონაცემთა ანალიტიკის სპეციალისტია, 8 წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების სფეროში. მისი პროფესიული გამოცდილება აერთიანებს Digital Strategy-ს, Performance Marketing-ს, Data Analytics-ს, Lead Generation-სა და გაყიდვების Funnel-ის ოპტიმიზაციას;
- 2026 წლიდან მუშაობს IMMOBILIARE-ში Digital Lead-ის პოზიციაზე და ხელმძღვანელობს უძრავი ქონების პროექტების ციფრულ მარკეტინგს, Performance კამპანიებს, Lead Generation-სა და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიების განვითარებას;
- მისი გამოცდილება მოიცავს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების დაგეგმვას, ონლაინ არხების მართვასა და ბრენდის ციფრულ განვითარებას;
- მუშაობდა BK Construction-სა და ,,თეთრ კვადრატში’’-ში Digital Marketing Manager-ის პოზიციაზე, სადაც დააგროვა პრაქტიკული გამოცდილება უძრავი ქონების სფეროს მარკეტინგში;
- საერთო ჯამში, სალომეს 20-ზე მეტ უძრავი ქონების პროექტზე აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორც მრავალბინიან, პრემიუმ და მაღალი კლასის საცხოვრებელ, ისე კომერციული ტიპის უძრავი ქონების პროექტებზე. კარიერის განმავლობაში მუშაობდა როგორც უძრავი ქონებისა და სამშენებლო, ისე FMCG და საცალო ვაჭრობის სფეროებში, მათ შორის Julius Meinl Georgia-სა და Domino DIY Hypermarket-ში;
- კარიერის ადრეულ ეტაპზე მუშაობდა Online Sales Specialist-ის პოზიციაზე, რამაც მას მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესების ურთიერთკავშირის პრაქტიკული გამოცდილება შესძინა;
- სალომეს პროფესიული გამოცდილება საშუალებას აძლევს მარკეტინგის საკითხები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ რეალური ბიზნესპრაქტიკისა და სხვადასხვა ინდუსტრიის მაგალითებზე დაყრდნობით შეასწავლოს სტუდენტებს.
Director of Strategic Communications & Marketing @ IMMOBILIARE
- თამთა მეძმარიაშვილი არის მარკეტინგის სფეროში 15+ წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომლის პროფესიული გამოცდილება მოიცავს უძრავი ქონების, საცალო ვაჭრობისა და საბანკო/საკონსულტაციო ინდუსტრიებს;
- 2025 წლიდან მუშაობს IMMOBILIARE-ში Marketing Director-ის პოზიციაზე, სადაც მარკეტინგული მიმართულების სტრატეგიულ მართვასა და ბიზნესის მიზნებთან შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს კომპანიისა და უძრავი ქონების პროექტების ბრენდის განვითარებას, კომუნიკაციებისა და მრავალარხიანი მარკეტინგის მართვას;
- 2020-2025 წლებში მუშაობდა ,,თეთრ კვადრატში“-ში, თავდაპირველად Head of Marketing and PR-ის, შემდეგ კი Head of PR, Brand and Marketing-ის პოზიციაზე. ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა მრავალარხიან მარკეტინგულ მიმართულებას და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიის განვითარებას, მათ შორის ბრენდის კომუნიკაციებს, ციფრულ და ტრადიციულ არხებს, კონტენტსა და მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების განვითარებას;
- აქვს მრავალარხიანი მარკეტინგის მართვის გამოცდილება, რომელიც მოიცავს ციფრულ და სოციალურ მედიაში რეკლამირებას, ვიდეო და მობილურ რეკლამას, TV, Radio და OOH კომუნიკაციებს, კონტენტს, CRM-სა და მარკეტინგულ ანალიტიკას;
- კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა როგორც ადგილობრივ, ისე მრავალფუნქციურ და დისტანციურ გუნდებს. მისი გამოცდილება მოიცავს გუნდების სტრუქტურირებას, პროცესების გაუმჯობესებას, სააგენტოებთან თანამშრომლობასა და მარკეტინგული ბიუჯეტების მართვას;
- მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა BK Construction, Flutter International, Parimatch, BDO Georgia, Gepha და Betsson Group, რაც მას სხვადასხვა ბიზნესმოდელისა და ინდუსტრიის მარკეტინგის მიმართულებით ფართო პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს;
- აქვს წარმატებული პროდუქტების გაშვებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება. Gepha-ში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა GPC-ის პირველი მობილური აპლიკაციის შექმნასა და ბაზარზე გაშვებაში;
- მისი გამოცდილება აერთიანებს სტრატეგიულ მარკეტინგს, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ციფრულ გაყიდვებს, E-commerce-ის განვითარებას, მომხმარებლის გზის მართვასა და მარკეტინგული შედეგების ანალიზს.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67