თამთა მეძმარიაშვილი
Marketing Director @ IMMOBILIARE
- თამთა მეძმარიაშვილი არის მარკეტინგის სფეროში 15+ წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომლის პროფესიული გამოცდილება მოიცავს უძრავი ქონების, საცალო ვაჭრობისა და საბანკო/საკონსულტაციო ინდუსტრიებს;
- 2025 წლიდან მუშაობს IMMOBILIARE-ში Marketing Director-ის პოზიციაზე, სადაც მარკეტინგული მიმართულების სტრატეგიულ მართვასა და ბიზნესის მიზნებთან შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს კომპანიისა და უძრავი ქონების პროექტების ბრენდის განვითარებას, კომუნიკაციებისა და მრავალარხიანი მარკეტინგის მართვას;
- 2020-2025 წლებში მუშაობდა ,,თეთრ კვადრატში“-ში, თავდაპირველად Head of Marketing and PR-ის, შემდეგ კი Head of PR, Brand and Marketing-ის პოზიციაზე. ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა მრავალარხიან მარკეტინგულ მიმართულებას და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიის განვითარებას, მათ შორის ბრენდის კომუნიკაციებს, ციფრულ და ტრადიციულ არხებს, კონტენტსა და მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების განვითარებას;
- აქვს მრავალარხიანი მარკეტინგის მართვის გამოცდილება, რომელიც მოიცავს ციფრულ და სოციალურ მედიაში რეკლამირებას, ვიდეო და მობილურ რეკლამას, TV, Radio და OOH კომუნიკაციებს, კონტენტს, CRM-სა და მარკეტინგულ ანალიტიკას;
- კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდა როგორც ადგილობრივ, ისე მრავალფუნქციურ და დისტანციურ გუნდებს. მისი გამოცდილება მოიცავს გუნდების სტრუქტურირებას, პროცესების გაუმჯობესებას, სააგენტოებთან თანამშრომლობასა და მარკეტინგული ბიუჯეტების მართვას;
- მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა BK Construction, Flutter International, Parimatch, BDO Georgia, Gepha და Betsson Group, რაც მას სხვადასხვა ბიზნესმოდელისა და ინდუსტრიის მარკეტინგის მიმართულებით ფართო პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს;
- აქვს წარმატებული პროდუქტების გაშვებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება. Gepha-ში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა GPC-ის პირველი მობილური აპლიკაციის შექმნასა და ბაზარზე გაშვებაში;
- მისი გამოცდილება აერთიანებს სტრატეგიულ მარკეტინგს, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ციფრულ გაყიდვებს, E-commerce-ის განვითარებას, მომხმარებლის გზის მართვასა და მარკეტინგული შედეგების ანალიზს.