0
მენიუ
banner banner

CHAT GPT-ის რეალური შესაძლებლობების მიმოხილვა



✨ სმარტ აკადემია 24 მაისს, 20:30 საათზე გიწვევს ღია ლექციაზე - „CHAT GPT-ის რეალური შესაძლებლობების მიმოხილვა“

✨ ლექციაზე შემდეგ საკითხებს შევეხებით:

📌 რა არის Chat GPT და ზოგადად NLP (Natural Language Processing)

📌 მსგავსებები და განსხვავებები ChatGpt-სა და ადამიანის "აზროვნების", ინფორმაციის დამუშავების მოდელებს შორის

📌 ანგარიშვალდებულება NLP-ის გამოყენებისას, დაგენერირებული პასუხების მიკერძოებულობის, გაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სხვა საშიშროებების მიმოხილვა

📌 რეალურად გამოყენებადი სცენარების მიმოხილვა სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ავტომატიზაციისთვის და რაში გამოდგება Chat GPT-ის ამჟამინდელი შესაძლებლობები

📌 ლექციას წარუძღვება ლადო გოგოლიძე

📌 ლადო გოგოლიძეს აქვს თსუ-ს გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი

📌 აქვს 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზების დეველოპმენტის, IT პროექტების მართვის, IT ბიზნეს და სისტემური ანალიტიკის მიმართულებებით

📌 ამჟამად მუშაობს გადაწყვეტილებების არქიტექტორის პოზიციაზე კომპანია კროკობეთში

📌 დასწრება თავისუფალია

❤️ დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
რეკლამის რეჟისურა

რეკლამის რეჟისურა

<p>რეკლამის რეჟისურის კურსის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ რეკლამისა და კინოს რეჟისურის ძირითადი პრინციპები, რეჟისორის როლი პროექტის შექმნის ყველა ეტაპზე და შემოქმედებითი ხედვის პრაქტიკულ შედეგად გარდაქმნის პროცესი.&nbsp;</p>
პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.
მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.

ყველა კურსი

სასურველი კურსები